RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვის აძლევს ხელს ჭორები ახალ კავკასიურ ომზე?

02.03.2009  |  10:13

8/2/6/1826.jpeg"ახალი გაზეთის" ექსპერტისა და მიმომხილველის პაველ ფელგანგაუერის გულახდილობამ საქართველოსთან ომისათვის მზადების შესახებ, საზოგადოება ააფორიაქა. ამას პირველი საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურა. მთელი გასული კვირის განმავლობაში ისინი, რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიით აშინებდნენ ხალხს. ოპოზიცია კი თვლის, რომ მთავრობა განზრახ ახშობს საპროტესტო განწყობას, ვითომც და რუსული საფრთხით.

თბილისში მრავალნი მიაკუთვნებენ პაველ ფლეგენგაუერს ორაკული-ნათელმხილველის რანგს. ერთერთ თავის სტატიაში, მან აგვისტოს საომარი მოქმედებები იწინასწარმეტყველა. გასულ კვირსა კი, ქართული გაზეთისთვის "კვირის პალიტრა" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:" დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები უახლოეს მომავალში განახლდება. თუ კი, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება აპრილში, სავარაუდოდ დასაწყისი მაისისთვის იქნება გადატანილი. ამის საშიშროება ძალიან სერიოზულია და ცხადი. რაზეც მოსკოვშიც და თბილისშიც საუბრობენ".

მოსკოვმა "ორაკულის" წინასწარმეტყველებას იგნორირება გაუკეთა. ოფიციალური თბილისი კი, ისევ ძველებურად ამღერდა: საქართველოს ყველა უიღბლობაში რუსეთია დამნაშავე და ამიტომაც ომი შორს, სულაც არ არის.

ტერიტორიული მთლიანობის აღგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ საინფორმაციო სააგენტოს "GHN" შემდეგი განუცხადა:" თუ აგვისტოში რუსეთის მოქმედებები განპირობებული იყო ნავთობის და გაზის ფასით, ანუ ეკონომიკური წინსვლით, ახლა კრიზისის პირობებში, ის შეეცდება ყურადღება გადაიტანოს საქართველოზე ან უკრაინაზე. მთავარი ისაა, რომ რუსეთს ამისათვის რეალური შანსი აქვს". საპარლამენტო უცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას მოუწოდა ყურად იღონ ფლეგენგაუერის პროგნოზი და მოსალოდნელის საფრთხისთვის მოემზადონ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა კი, განაცხადა:"რუსეთის მიზნები დღესავით ნათელია, ისევე როგორც საქართველოს პასუხი". ამის გამო მან,"მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ"მოუწოდა, ხელისუფლების მიერ გატარებული სოციალური, ეკონომიკური, შიდა და გარე პოლიტიკით უაღრესად უკმაყოფილო საზოგადოებას.

დამაგვირგვინებელი ზალპი ანტირუსულ კანონადაში, ქართველი იუნკერების გარდაცვალების ოთხმოცდარვა წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები გახდა. " რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსიის შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ ჩვენ ისევ ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვართ",- მჭერმეტყველებდა მიხეილ სააკაშვილი ერთერთ ღონისძიებაზე, რომელთაც ამ წელიწადს რუსული ენისადმი ბოიკოტიც შეემატა.

ქართულმა ოპოზიციამ, საომარი ანტირუსული ისტერიიდან, საკუთარი დასკვნები გამოიტანა. კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ სპეციალური პრესკონფერენციაც კი ჩაატარა, რომელზეც განცხადა:"რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა ჩაახშოს. ეს ხელისუფლების ერთერთი საყვარელი მეთოდია. რამოდენიმეჯერ, როცა საპროტესტო აქციები ეწყობდა, ისინი სასწრაფოდ იწყებდნენ საუბარს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე".

შეგახსენებთ, რომ სწორედ გაზაფხულისათვის დაგეგმა ოპოზიციამ ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ქრონიკულად დაქუცმაცებული ოპოზიციის ჭრელ რიგებში, დაახლოების ტენდენციებიც კი გამოისახა: ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ სააკაშვილს 9 აპრილამდე მისცა ვადა - ამ დროისათვის ის ან უნდა გადადგეს ან და ხალხი ისევ ქუჩებში გამოვა.

ქართველი ანალიტიკოსების უმეტესი ნაწილი, ომის შესახებ საუბარებს, რბილად რომ ვთქვათ, გდაჭარბებულად მიიჩნევს. GeorgiaTimes-ის კორესპონენტთან საუბრისას პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ:" სიტუაციის დამძიმება, ომის შესახებ საუბრებით, ხელისუფლებისთვის მომგებიანია. მხოლოდ გარე სფრთხის საშიშროებით, თუ შესძლებდა დღევანდელი ხელისუფლება, ხალხის ისევ გაერთიანებას. რუსეთმა უკვე ყველაფერო მიიღო რაც კი უნდოდა, ახლა კი პოლიტიკურ არენაზე იმაგრებს პოზიციებს. საქართველოს მთავრობა კი, ყველა მიმართულებით დამარცხებულია და ამიტომაც ლაპარაკობს ომიზე".

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი, როგორც GHN გვატყობინებს, ამტკიცებს, რომ: "პანიკისათვის საფუძველი, როგორც ამას ხელისუფლება ცდილობს რომ ჩაგვაგონოს, არ არსებობს. თუმცა, თუ კი ქართული მხარე შეეცდება განახორციელოს პროვოკაციები და გაართულოს სიტუაცია კონფლიქტის ზონაში, მაშინ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამას ბოლომდე გამოიყენებს".

მახსოვს აგვისტოს მოვლენებამდე, სიტყვა "ომი" ფაქტიურად პირზე ეკერათ თბილისში. ამზე საუბრობდა ყველა, გარადა ხელისუფლების წარმომადგენლებისა. ომიც მოვიდა.საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, არმია, გაიღო უზარმაზარი მსხვერპლი ადამისანების სიცოცხლის სახით და შედეგად მიიღო უამრავი ლტოლვილი, მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ომი მოიგო. ეს ესაა ჩაცხრა სროლები, რომ კვლავ დაირხა ჭორები, მოსალოდნელი ახალი ომის შესახებ. მას ნოემბერში "ვარდების რევოლუციის" იუბილეზე ელოდნენ, შემდეგ- 25 დეკემბრს, სავარაუდოდ კათოლიკური შობისთვის, ახლა კი გაზაფხულზე ელიან, ირწმუნეს რა ფლეგენგაუერის ავისმომასწავლებელი წინასწარმეტყველებანი. ასე უნდა ვიცხოვროთ, ომის მოლოდინში?

სასურველია გვწამდეს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველებიც, რუესებიც, აფხაზებიც, ოსებიც და 100-ზე მეტი ნაციონალობის ადმიანიც, რომლებიც მოუსვენარ კავკასიაში ცხოვრობენ, ფრანგი მწერლის რომენ როლანის სიტყვებს გაიზიარებენ:"მე ომი ამზრზენად მიმაჩნია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მეზიზღებიან ის ადამიანები, ვინც მას უმღერის და ამავ დროულად თავად არ მონაწილეობს მასში".

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100