RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოსების გენოციდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრუდე სარკეში

03.03.2009  |  15:02

8/5/3/1853.jpegრუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში ოსების გენოციდის ფაქტი დადასტურებულია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რუსეთის კონტროლის ქვეშ ქართველების ეთნიკური წმენდის" შესახებ შემხვედრი ბრალდება დაუხვედრა. აგვისტოს მოვლენების მოსკოველი გამომძიებლების ვერსიას კი ტყუილი უწოდა.

რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორად შენიშნა: „საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის, თუ რა მოხდა სინამდვილეში - ეს ასობით დაღუპული და ათასობით დევნილია".

ნამდვილად, სამხედრო დანაშაულის საზოგადოებრივი კომისიის გამოძიების მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის 365 მოქალაქე დაიღუპა. 162 ოსის სიკვდილი დოკუმენტურად დაადასტურა პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა. 5 000-ზე მეტი ადამიანი ქართული აგრესიის მსხვერპლად სცნეს. ომის დროს სრულებით დაინგრა 655 საცხოვრებელი სახლი. კიდევ 2000 შენობა ნაწილობრივაა დაზიანებული.10 ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დევნილობის უფლებით რუსეთში ევაკუირებულიყო. აღარაფერს ვამბობთ დაღუპულ და დაჭრილ რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს იცავდნენ.

ქართული მხარიდან, როგორც თბილისი ამტკიცებს, ასევე დაიუპა 155 მშვიდობიანი მოქალაქე, იყვნენ დაჭრილები და უგზოუკვლოდ დაკარგულები. მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ საკუთარ თავს ჰკითხოს: იქნებოდა ასეთი მსხვერპლი, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გასცემდა სამხედრო მოქმედებების დაწყების განკარგულებას? და გაიქცეოდნენ ქართველები ოსეთის სოფლებიდან აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, რომ არ გრძნობდნენ დამნაშავეებად საკუთარი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი სისულელეების გამო?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მხოლოდ აგვისტოს მოვლენებში არ ადანაშაულებს. როგორც ჩანს, „გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის მსხვერპლი ათასობით ადამიანი აღმოჩნდა, ასი ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები". ეს, ალბათ, 1993 წელს, საქართველოს მიერ სოხუმის ხელში ჩაგდების მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აფხაზეთიდან გამოქცეული ქართველების შესახებ. იმათ შესახებაც, რომლებმაც 1992 წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ, 89-92 წლებში ოსების გენოციდის გამო, შურისძიების შიშით, რესპუბლიკის დატოვება არჩიეს. იმ წლების დანაშაულებების ფაქტებს, სხვათა შორის, მოსკოველი გამომძიებლების ჯგუფი აგროვებს, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელითა და საპასუხო ბრალდების მომზადებითაა დაკავებული.

ევროპული ორგანიზაციები - ეუთო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადრე აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში აგვისტოში იყო ეთნიკური წმენდა,რაც განხორციელებული იყო ოსი მოხალისეების მიერ, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამაზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვდნენ რუსი სამართალდამცველებიც, რომელთა დამოწმებითაც ახლა აპელირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მორიგ ქვას ესვრის რუსეთს. მაგრამ ხომ არავის გამოუყრია ქართველები ოსური სოფლებიდან: მათ შეეშინდათ შურისძიების კავკასიური ტრადიციებისა. რაც შეეხება მათ დამწვარ და განადგურებულ სახლებს, კეხვის, ქვემო აჩაბეთის, ზემო აჩაბეთის და თამარაშენის დასახლებულ პუნქტებში უწესრიგობის შესახებ „Human Right Watch" თანამშრომლების პირველივე სიგნალის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მოროდიორების ადგილზე დახვრეტის განკარგუlება გასცა. ორი ქურდი სიცოცხლეს გამოესალმა.

„კიდევ რა განსაზღვრება, თუ არა გენოციდი, შეიძლება ეწოდოს რუსეთის ქმედებას, როდესაც საქართველოს ორ განუყოფელ ნაწილში ფაქტიურად აღარ არსებობს ქართული მოსახლეობა?" - კითხვას სვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიდი იურიდიული ლექსიკონი გენოციდს განმარტავს, როგორც ეთნიკური ჯგუფის განადგურებისათვის ჩადენილ მოქმედებას, რომელიც განხორციელდა მკვლელობების დახმარებით, დასახიჩრებებით, ძალადობრივად გადასახლების ან აუტანელი საცხოვრებელი პირობების შექმნით. რა, რუსეთმა გაანადგურა ქართული მოსახლეობა სამხრეთ ოსეთში? მისმა არმიამ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, კომუნიკაციები, ელექტრომომარაგება? არა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაესხა თავს საქართველო მძინარე ცხინვალს, ისე, რომ არ შეუბრალებია არც ქალები, არც ბავშვები და არც მოხუცები. მისი წყალობით, რუსეთს სამხრეთ ოსეთის აღდგენა 10 მილიარდი რუბლი დაუჯდა. და ამას საქართველოში მცხოვრები იმ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ჩივიან, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებს უქმნის. ზუსტად დღეს საქართველოდან სამხრეთ ოსეთში გაიქცა ალექსანდრა ხაბალოვა - დოლგოპოლოვა. მას არ სურს, რომ დაბრუნდეს საკუთარ სახლში - საჩხერის რაიონის სოფელ ტყიბულში, რადგან იქ რუსებს ძალინ ამცირებენ, უწოდებენ ოკუპანტებს და პენსიასაც კი არ უხდიან.

„ჩვენ ველოდით ბოდიშს ასეთი მხეცობისთვის, რომელსაც ჩვენ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, სპეცსამსახურები და შეიარაღებული ფორმირებები გვაყენებდნენ, ბოლოსდაბოლოს, ველოდით ქართული მხარისთვის დამახასიათებელი მანერით, მაგრამ თბილისელმა პოლიტიკოსებმა აირჩიეს სულ სხვა ტაქტიკა", - სინანულით აღნიშნა დღეს „ინტერფაქსთან" საუბარში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან პლიევმა. ის წუხს „საქართველოს პოზიციის გამო, რომელიც აბსოლუტურად ტყუის და ამახინჯებს ფაქტებს."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100