RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ინვესტიციები ქართლის ხედით

04.03.2009  |  09:41

8/6/1/1861.jpegსაქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში რუსეთიდან ბიზნესმენებს ეპატიჟება. თუმცა, გასაოცარია დრო და ადგილი, რომელიც მან ამ ჟესტისთვის ამოირჩია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის საუბარი ყოველთვის იწვევს გამოხმაურებას, როგორც ზედმეტად ემოციური, ამჯერად მან შეძლო გაეოცებინა როგორც თავისი მოწინააღმდეგეები, ისე - მომხრეები.

მიუხედავად თავისი ჩრდილოელი მეზობლების მიმართ ტრადიციული აგრესიული რიტორიკისა, საზეიმო ანტისაბჭოთა ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის ნაწილი რუსულ ბიზნესს მიუძღვნა. აღნიშნა რა, რომ მიუხედავად პოლიტიკური პრობლემებისა, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება და იწვევს საქართველოში რუს ინვესტორებს. თანაც არა ორაზროვნად განმარტა, რომ ურთიერთობების გამოსწორების გზა სწორედ ეკონომიკაზე გადის.

„ჩვენ არ ვუღებთ კარს რუსულ ტანკებს, მაგრამ ჩვენი კარი ღიაა რუსი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის", - განაცხადა მან, - ამიტომ, მივესალმებით ნებისმიერ ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთსა და საქართველოს შორის. მივესალმებით, რომ ჩვენ ვახერხებთ, გვქონდეს გარკვეული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში". ასე რომ, სახელმწიფოს მეთაურმა ამ გამოსვლით აირიდა მორიგი ბრალდებები ოპოზიციისგან, რომლებიც ხელისუფლებას რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო ეეს"-თან გარიგების გამო აკრიტიკებენ, რომლის მიხედვითაც ისინი ენგურჰესს ერთად მართავენ. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა არ დაივიწყა აღენიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, რუსული კომპანიები, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ კომპანიებს ფლობენ, „ჩავარდნის გარეშე" მუშაობენ და მათი მხრიდან, თვით ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ ჰქონია „ადგილი საბოტაჟს".

გასაგებია, რომ მოსკოვი სააკაშვილის გამოსვლაზე არავითარ კომენტარს არ გააკეთებს. შესაძლებელია, მიხეილ ნიკოლოზის ძემ, იცოდა ეს და ამიტომაც გაუკეთა რევერანსები რუს ბიზნესმენებს. თითქოსდა, გაუწოდა მეგობრობის ხელი, მაგრამ კრემლმა ვერ დაინახა. არ შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯით მას არ გაუოცებია საკუთარი ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილს ბრალს სდებს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში, ეჯიბრება ოფიციალურ თბილისს რუსეთის კრიტიკაში. მაგრამ, არავინ ელოდა პრეზიდენტის გამოსვლაზე ისეთ რეზონანსს, როგორიც გამოიწვია საქართველოს საქმიან წრეებში.

ბიზნესმენები ხომ დიდი ხანია ელოდებიან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. მაგალითად, რუსულ ბაზარზე დაბრუნება, მეღვინეებისთვის გადარჩენის ერთადერთი იმედია. როგორც რადიოსადგური „კომერსანტი"იტყობინება, კრიზისის გამო ისინი სხვა მსხვილ ბაზარზე - უკრაინაში წაგებაზე მუშაობენ. ამიტომ ქართული ბიზნესი მხურვალედ უჭერს მხარს სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ ბლოკს.

„რაც მეტი ინვესტორი იქნება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. მითუმეტეს, რუსები, რომელთაც შეუძლიათ გაიტანიონ თავიანთ ბაზარზე ჩვენთან წარმოებული პროდუქცია", - თვლის კომპანია „ყაზბეგის" პრეზიდენტი გოგი თოფაძე. თუმცა მასაც აშინებს რუსული კაპიტალის შესაძლო შემოსვლა საქართველოს წამყვან ეკონომიკურ სფეროებში. აი, რას ნიშნავს პროპაგანდა! „მაგრამ ჩვენი მომავალი პერსპექტივების გაყიდვა - მინერალური წყაროების, სარკინიგზო ქსელის, პორტის - დაუშვებელი იქნება ყოველთვის", - განავრცო თავისი მოსაზრება თოფაძემ რადიო „კომერსანტში".

სიგნალს თბილისიდან დადებითად გამოეხმაურნენ რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენებიც. რუსეთის ფედერაციაში ქართველთა კავშირის ოფისში GeorgiaTimes- ის კორესპონდენტს უთხრეს, რომ მიუხედავად სააკაშვილთან მათი რთული ურთიერთობებისა, მის ინიციატივას, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ, რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორა ოპტიმიზმით შეხვდა. „ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ბიზნესმენებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაში", - აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

ერთადერთი, პოლიტოლოგები რჩებიან თავიანთი ანტირუსიზმის ერთგულები. თავად განსაჯეთ: „ქართული ეკონომიკა არის რუსული კომპანიების გავლენის ქვეშ, რაც უარყოფითად აისახება მის განვითარებაზე". - განაცხადა ექსპერტმა გიორგი ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა: „თუ შეიცვლება ვექტორი და ქართული ეკონომიკა მიბრუნდება აღმოსავლეთისკენ, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს საქართველოს. ჩვენი ვექტორი მიმართულია დასავლეთისკენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისი მიმართულება არ შეიცვალოს." გაგება რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - რუსეთთან ცუდია. ბიზნესმენებს მაინც შეკითხვოდნენ.

თუმცა, მსოფლიოში გაბატონებული კრიზისის პირობებში, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით არა პოლიტოლოგებს, არამედ მეწარმეებს. ვინ, თუ არა მათ უნდა იცოდნენ, რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ახლაც კი, როდესაც არც ისე კარგია რუსულ-ქართული ურთიერთობები, რუსეთი რჩება საქართველოს ერთადერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100