RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

”ვარდების რევოლუციას” ახლა ”კომპრომატების რევოლუცია” ცვლის

10.03.2009  |  13:56

9/2/1/1921.jpegულტიმატუმის ვადა, რომელიც "ალიანსი საქართველოსთვის" პრეზიდენტ სააკაშვილს წაუყენა, გავიდა. "პიკის საათის" შემდეგ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ:"სააკაშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას, დემოკრატიული ფასეულებებისადმი" გადაწყვეტილია პლებსიციტით უპასუხონ.ამსათან ერთად სხვა კოალიცია- "გაერთიანებული ოპოზიცია"- მოსახლეობაში პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ხემოწერებს უკვე აგროვებს. ხელისუფლება შემდეგ ნაბიჯებს ელოდება ოპოზიციისაგან, რომლებმაც ფეხდაფეხ სიარული მაინც ვერ ისწავლეს.

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია ევროპული ტურნედან, თბილისში ულტიმატუმის ვადი დასრულებისთანავე დაბრუნდა და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ბრიუსელში ჩატარებულ შეხვედრებზე ესაუბრა- გვატყობინებს საინფორმაციო სააგენტო GHN. რაც შეეხება ალიანსის ულტიმატუმის შემდგომ გეგმებს, მათში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ალსანიამ სააკაშვილის უარი ვადამდელ საპრეზიდენო არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების შესახებ "სააკაშვილის მიერ რეალობის არაადეკვატური აღქმითა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის უქონლობით" ახსნა და პლებსიციტის ჩატარების შესახებ გააკეთა განაცხადი.

რით განსხვავდება 4 მარტს "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაეწყებული, სააკაშვილის გადადგომის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება, ალიანსისი მირ გამოცხადებული პლებსიციტისგან, ძნელი სათქმელია. ალიანსის განმარტებებიც კი, ვერ ჰფენენ ნათელს სიტუაციას. "მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება, მხოლოდ ერთერთი ფორმა იქნება პლებსიციტისა. შემდგომ ჩვენ უკვე შევუდგებით სახელმწიფო ორგანოების საზოგადოებრივ მონიტორინგს".- ახდენს ალასანიას ციტირებას საინფორმაციო სააგენტო GHN. ამასთან ერთად პლებსიციტი შეიძლება უვადო აქციაში გადაიზარდოს. " პლებსიციტის ჩატარებისას ჩვენ არ შემოვიფარგლებით კონკრეტული ვადებით",- აღნიშნა ალიანსისი მეორე წარმომადგენელმა, რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

ალიანსისის ლიდერები არ არიან წინააღმდეგნი სხვა ოპოზიციურ ძალებს შეუერთდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის პარტიის "საქართველოს გზის" ულტიმატუმს უჭერენ მხარს. ნახსენებ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ;" 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ალიანსი იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ კი მიტინგის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების მიერ, შემუშავებული აქნება საერთო სამოქმედედო გეგმა". გამოდის, რომ: სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმის მხარდამჭერ რვა პარტიას, არ აქვთ საერთო სამოქმედო გეგმა. ესეიგი ქართული ოპოზიციის ავადმყოფობა, რომელმაც ბოლო წლებში ვერაფრით ვერ შეძლეს გარეთიანება, უკვე ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდა. სწორედ ამიტომაც, თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, ჯერჯერობით რთული წარმოსადგენია.

შევარდნაძის დროინდელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, ქართულ მასმედიას განუცხადა:" თუ კი გავითვალისწინებთ ქართველი ელექტორატის მენტალიტეტს ან ფსიქოლოგიას, შანსი აქვს ალასანიასაც და ბურჯანაძესაც. მაგრამ სათუოა პროცესები სწორედ ისე განვითარდეს, როგორც მათ ჰგონიათ". ამსთან ერთად ნარჩემაშვილი ხაზს უსვამს, რომ თუ კი პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, მაში "აღლუმს ის უხელმძღვანელებს" ვინც უკეთესად გრძნობს თავს ქუჩურ პროცესებში. "თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ის რაც მოხდა 2003 წლის ნოემბერში, არ განმეორდება. ხელისუფლების ხავერდოვანი გადაცემა, არ მოხდება... და პოლიციაც არ იქნება ლოიალური მომიტინგეთა მიმართ".- გვაფრთხილებს ნარჩემაშვილი.

ექსპერტები ჯერჯერობით არანაირ შეფასებას არ აძლევენ, ყოფილი შ.ს.ს-ს მინისტრის სკანდალურ განცხადებას. თუმცა მრავალი ქართველი ანალიტიკოსი ერთსულოვანია იმ მოსაზრებაში, რომ საქართველოში ექს-თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნება, პოლიტიკურ არენაზე ძალების რადიკალიზაციას გამოიწვევს. როგორც ქართული მასმედია გვატყობინებს,"მოძრაობა გაერთიანებული საქართველოსათვის" პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობას 8 მარტს მიმართავს.

თანადროულად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილის დაბრუნება, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების გემგმებში შედიოდეს. როგორც გვატყობინებს საინფორმაციო სააგენტო "პირველი", გასულ კვირას თითქოს და ერთმანეთს შეხვდნენ პარიზში, პოლიტ-ემიგრანტი ოქრუაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თვმჯდომარე გივი თარგამაძე. თითქოს და სააკაშვილის კრიტიკის მაგივრად თავდაცვის ექს-მინისტრი აპირებს გაახმაუროს კომპრომატები, საპრეზიდენტო პოსტის მთვარ პრეტენდენტებზე- ნინო ბურჯანაზეზე და ირაკლი ალასანიაზე. ოქრუასვილის პარტიაში ამ ინფორმაციას უკვე უწოდეს, ქვეყნის ხელისუფლების "მდარე პიარი" .

რას იზამ, როცა ძალაუფლების საკითხი წყდება, მოლაპარაკება ძნელია, როგორც მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, ასევე ყოველი ბანაკის შიგნითაც. საქმეშია ნებისმიერი ხერხი - ხმამაღალი განცხადებები თუ კომპრომატები. ასე, რომ ქვეყანაში მოსალოდნელ ცვლილებებს, პრინციპში უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ;"ულტიმატუმებისა და კომპრომატების რევოლუცია".

ირინა პრაშკოვსკაია.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100