RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„ბორჯომი“ შეიძლება „შერიგების სასმელი“ გახდეს

10.03.2009  |  15:26

9/2/6/1926.jpegსაქართველოს სავაჭროდ გამოაქვს „ბორჯომის" წარმოებაზე ლიცენზია. საწყისი ფასი 8 მილიონი დოლარია. ხელიდან გამსხლტარი ეროვნული სიმდიდრის „დაცვა", რომელსაც უდავოდ ეკუთვნის მინერალური წყარო, ლამის ლაკმუსის ქაღალდად იქცა, რომელიც „პატრიოტიზმს" საზღვრავს. ამასთანავე, „ბორჯომი", თავისუფლად შეიძლება გახდეს „შერიგების სასმელი".

რატომ? აბა სხვანაირად როგორ? პერსპექტივაში შეიძლება, რომ უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ განმკურნებელი სასმელის მფლობელი რუსი ბიზნესმენი გახდეს. ასეთი ჰიპოთეზა, როგორც კი გამოცხადდა ლიცენზიაზე აუქციონი, მაშინვე გაჩნდა ქართველ ოპოზიციონერებში, ეკონომისტებში და სხვადასხვა ექსპერტებში. თანაც აუქციონი უკვე 20 მარტს შედგება.

საქართველოს „რუსული ინტერვენციისგან" დაცვა, თუნდაც ჰიპოთეზურად, დღეს პრესტიჟული საქმეა. ექსპერტები ითხოვდნენ, რომ მსგავსი რამ „არ დაეშვათ". ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" სპეციალური განცხადებითაც კი გამოვიდა: „"ბორჯომის" ლიცენზიიის მფლობელობაზე აუქციონის გამოცხადება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების, სამხედრო რიტორიკის, საქართველოს ეკონომიკაზე რუსული გავლენის სწრაფი ზრდის და სტრატეგიული ობიექტების რუსეთის სახელმწიფო კაპიტალისთვის გადაცემის შეუქცევადი პროცესების ფონზე". ქართულმა რადისადგურმა „კომერსანტმა" ისიც განაცხადა, რომ „ბორჯომის" დასაცავად საქართველოს მინერალური ბაზრის მონაწილეებიც კი ერთიანდებიან.

ქართული ეროვნული ქონების რუსეთისგან დამცველთა ტრიუმფალურ შეერთებას გარკვეულ პრობლემას უქმნის ერთი „მაგრამ". იმავე ექსპერტების თქმით, ხომ „ბორჯომის" ლიცენზიის პოტენციური მყიდველი დავით იაკობაშვილია. დიახ, სწორედ ის კომპანია „ვიმ-ბილ-დანის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ჟურნალისტები უწოდებენ „ნამდვილ კაპიტალისტს", „ქარხნების,გაზეთების და მატარებლების მფლობელს".

კომპანია „ვიმ-ბილ-დანში" ამ ინფორმაციას ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ამსთანავე დავით იაკობაშვილს არასოდეს შეუზღუდავს თავი საქართველოში ინვესტიციებისგან. რუსული „ვიმ-ბილ-დანი" დარეგისტირებულია როგორც „ქართული პროდუქტი". ამასთანავე აუქციონში მონაწილეობას კომპანია კი არა დავით იაკობაშვილი იღებს. იაკობაშვილისთვის რუსის წოდება კი ანტირუსული განწყობით შეპყრობილ თბილისშიც კი არავის მოუვა აზრად. ამიტომაც ნელ-ნელა ქრება საქართველოს ეკონომიკაში „რუსული ხელის" ჩარევაზე საუბარი, რადგანაც იმავე წარმატებით შეიძლება ვისაუბროთ რუსეთში „საქართველოს ხელზე".

საქმის ასეთ ვითარებაში, თუკი დავით იაკობაშვილს მართლაც აქვს სერიოზული ზრახვები „ბორჯომთან" დაკავშირებით, ამ მინერალურ წყალს აქვს შანსი, რომ „შერიგების სასმელი" გახდეს. პოლიტიკა ხომ მოულოდნელობებით აღსავსე საქმეა. ამ კვირას ცვლილებების ქარმა დაუბერა. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ მოსკოვშიც და თბილისშიც. თანაც კონფრონტაციის შემსუბუქების საუკეთესო ხერხად ორივე მხარე ეკონომიკურ თანამშრომლობას მიიჩნევს.

სხვათა შორის, 2007 წელს ქართულ მასმედიაში გამოქვეყნდა 80 ყველაზე მდიდარი ქართველის რეიტინგი. სიაში შევიდნენ როგორც საქართველოს მაცხოვრებლები, ისე ქართული წარმომავლობის მქონე პირები, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. შედეგები დადგენილი იყო ქართველი ექსპერტების ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე. გამოკვლევით დადგინდა, რომ ქართველი ოლიგარქები მსოფლიოს 9 ქვეყანაში ცხოვრობენ - საქართველოში, რუსეთში, თურქეთში, ამერიკაში, ისრაელში, უკრაინაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და ესპანეთში. ამ ინფორმაციის მიხედვითაც კი, ქართველი ოლიგარქების მეოთხედი რუსეთში ცხოვრობს.

საინტერესოა, რომ ოლიგარქების რეიტინგში წამყვანი პოზიციების მფლობელები ბიძინა ივანიშვილი და კახა ბენდუქიძე საქართველოდან არიან წარმოდგენილები. თუმცა არავისთვისაა საიდუმლო, რომ თავიანთი კაპიტალი მათ რუსეთში დააგროვეს. ასე რომ, საქართველოში ერთ რამეზე თანხმდებიან: დიდი ფული და ინვესტიციები წარმოშობით რუსეთიდანაა. ქართულ-რუსული პარტნიორობისთვის კი არასოდესაა გვიანი „ბორჯომის" დალევა.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100