RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თბილისსა და მოსკოვში დიალოგზე დაფიქრდნენ

10.03.2009  |  16:10

9/2/7/1927.jpegოპოზიციურმა „ალიანსმა საქართველოსთვის" რუსეთზე აგრესიული თავდასხმებისგან უარის თქმისკენ მოუწოდა ხალხს. სახელმწიფო დუმაში აგვისტოს შემდეგ პირველად გამოვიდნენ საქართველოსთან დიალოგის გამართვის წინადადებით. ოფიციალურმა თბილისმა სკეპტიკურად მიიღო ჩრდილოელ მეზობელთან კონსტრუქტიული დიალოგის პერსპექტივა. მაშ, შედგება თუ არა მოსკოვსა და თბილისს შორის შეთანხმება?

„ალიანსი საქართველოსათვის" სულაც არ არის მარტო თავის მისწრაფებაში, რომ დალაგდეს დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის. ანალოგიური წინადადებით უკვე გამოვიდნენ ლეიბორისტები, პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. თუმცა ოფიციალურმა თბილისმა განსაკუთრებით სასარგებლოდ მოახდინა რეაგირება „ალიანსის" მოწოდებაზე. საქართველოს საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე მწარედ თქმა სცადა: ის თურმე მზად არის „ყველაფერი გაიმეტოს, რათა შეხედოს, თუ როგორ აღადგენს ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობას".

ამასობაში, საგარეო საქმეებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი თვლის, რომ საჭიროა საქართველოსთან დიალოგის განახლება. როგორც მან „რუსულ გაზეთს" განუცხადა, ურთიერთობის ნორმალიზების გზა ბევრად უფრო ადრე მოიძებნება, „თუკი რუსეთთან დიალოგს საქართველოს სახელით წაუძღვება ქართველი პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომელსაც ექნება უნარი „გადაახვიოს" სიტუაცია ბევრად უფრო ადრე, იმ წერტილზე, რომელმაც ჩვენ ჩიხში შეგვიყვანა". მოკლედ, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თამჯდომარის თქმით, ანალოგიური გზის გავლა რუსეთსაც მოუწევს.

GeorgiaTimes- ის კორესპონდენტი ეცადა გაერკვია: როგორ აპირებენ ქართველი ოპოზიცინერები რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და რას ფიქრობენ ამის შესახებ რუსი ექსპერტები.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ თავისი დანაშაული კონფლიქტის მონაწილე თითოეულმა მხარემ უნდა აღიაროს - რუსეთმაც, საქართველომაც და აფხაზეთმაც. სინამდვილეში ყველა დამნაშავეა. რა თქმა უნდა, რუსეთთან დიალოგისას მთავარი საკითხი იქნება აფხაზეთისა და რუსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნის უარყოფა. პოლიტიკოსების ახალი თაობა მზად არის გარანტია მოგცეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არასოდეს აღიარებს ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ყოველთვის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებისკენ, ის არასოდეს გამოიყენებს ძალას კონფლიქტების გადასაჭრელად. სინამდვილეში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20% წაართვა. არ არსებობს არცერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და იტყვის, რომ მზად არის უარი თქვას ამ ტერიტორიებზე, ოღონდაც რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს".

ბერძენიშვილის აზრით ამ ეტაპზე რუსეთი არ არის მზად, რომ უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერია შესაძლებელი. მაგალითად კი მოჰყავს გფრ-ისა და გდრ-ის ეპოქალური გაერთიანება. „რატომ არ უნდა ავიღოთ ნიმუშად დარეგულირების სწორედ ეს მოდელი? თუმცა ამისთვის დრო იქნება საჭირო",- თვლის ბერძენიშვილი. ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება ეკონომიკური პრობლემების დარეგულირებით უნდა დაიწყოს. ჩვენმა თანამოსაუბრემ არცთუ ისე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა: საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუკი ორივე მხარის ხელისუფლება ცივილიზებული მეთოდებით იხელმძღვანელებს. ამისთვის კი პოლიტიკური ვაჟკაცობაა საჭირო. ასე რომ, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ჰუმანიტარულ-პოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ვიაჩესლავ იგრუნოვი თვლის, რომ ,სამწუხაროდ, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების მოწესრიგების მცდელობა ნაკლებად პერსპექტიულია. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. თუკი საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებს ქვეყნის მართვას, მაშინ შესაძლებელი გახდება პარტნიორული ურთიერთობის დალაგება. არა იმიტომ, რომ ოპოზიცია უკეთ ეკიდება რუსეთს. მთელი ქართული ელიტა საკმაოდ ნეგატიურადაა მისდამი განწყობილი. უბრალოდ, ოპოზიცია ბევრად უფრო რაციონალურია.

ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები, იგრუნოვის აზრით, კიდევ დიდხანს იარსებებს. რუსეთს საქართველოსთვის ისეთი არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, რაც ძირფესვიანად შეცვლიდა სიტუაციას. რუსეთი არ იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ეს კი ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მთავარი მიზანია. თუმცა, ეკონომიკური საკითხების მოგვარება საქართველოსთვის აქტუალურია. რუსეთი ამ საკითხში მზად არის პარტნიორობაზე: დიალოგი შესაძლებელია, თუკი საწყის ეტაპზე მხარეები გვერდს აუვლიან მტკივნეულ საკითხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მცდელობა კვლავ ჩიხში შეგვიყვანს.

ბოლოს ვიაჩესლავ იგრუნოვმა აღნიშნა: „ურთიერთობის ნორმალიზება ასეთ საფუძველზე შეიძლება შედგეს - საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა უარს იტყვის პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრაზე და მათ დარეგულირებას მხოლოდ დიპლომატიური გზით ეცდება. ამას გარდა, ანტირუსული რიტორიკის შემცირებაც არ იქნებოდა ურიგო".

პარადოქსულია, მაგრამ რუსი პოლიტოლოგის მეგობრული რჩევა გაიგეს. გარკვეული შესწორებებით, მაგრამ ზუსტად იგივენაირ მოდელს სთავაზობენ საქართველოს ოპოზიციური ძალები. დღეს, ქართულ-რუსული ურთიერთობის გათვალისწინებით, უკვე თვით ეს ფაქტიც კი იმედის მომცემია

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100