RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართულმა ოპოზიციამ მზერა ჩრდილოელი მეზობლისკენ მიმართა

10.03.2009  |  16:47

9/2/9/1929.jpegპრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა თბილისში სულ უფრო დაჟინებით ისმის. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმის გამართვის ულტიმატუმის ამოწურვის ბოლო დღეს, აქ კვლავ ალაპარაკდნენ ჩრდილოელ მეზობელზე. თუმცა უკანასკნელი წლებისთვის უჩვეულო ტონით.

ქართულ-რუსული დათბობის ინიციატივამ კვლავ გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან. ავგისტოს მოვლენების შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებაზე და თუ მეგობრული არა, რაციონალურ-პარტნიორული ურთიერთობების დალაგებაზე მაინც, არავინ საუბრობდა.

თუმცა, მიხეილ ნიკოლოზის ძე და მისი გუნდი ამ საკითხში თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან. ერთი კვირის წინ, „გასაბჭოების" აღმნიშვნელ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა რუს კოლეგას შესთავაზა „პირადი პრობლემების" გადალახვა და დიალოგის წამოწყება. სააკაშვილის ციტირებას თითქმის მთელი მასმედია ახდენდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისს მოსკოვისთვის არ შეუთავაზებია ურთიერთობების განახლება. „მოსკოვთან დიალოგის განახლებაზე ფიქრს ოფიციალური თბილისი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც რუსეთი სამი ძირითადი პირობის შესრულებაზე დათანხმდება. ესენია - რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება",- ვაშაძის სიტყვები მოიყვანა საინფორმაციო სააგენტომ GHN .

ამასობაში, ოპოზიციურ რიგებში უკვე სერიოზულად მსჯელობენ „სააკაშვილის შემდგომ ეპოქაზე" და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. რა თქმა უნდა, იქ არავინ არის თანახმა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა გამოითქმება მზადყოფნა იმისა, რომ მოიძებნოს შეხების წერტილები და კონფრონტაციის გადალახვის გზები. ამის შესახებ უკვე არაერთხელ განაცხადა „ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

მისმა კონკურენტებმაც, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, წარმოადგინეს მოსკოვთან ურთიერთობების დალაგების თავისებური ხედვა. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჟანაძემ, თელავში თავისი სამხარეო პარტიული შეხვედრის დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. მისი განცხადებით, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უწევს ყველა მსხვილი ხელისუფლება, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კი საქართველომ მას ორმაგად უნდა გაუწიოს ანგარიში. „ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთოდ დავივიწყოთ რუსეთი და მასთან ურთიერთობა ბოლო თაროზე შემოვდოთ. მსგავსი სახის განცხადება უპასუხისმგებლოა. ამერიკა, ევროპა, იაპონია არ აძლევენ საკუთარ თავს რუსეთის დავიწყების უფლებას, ჩვენ როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? სხვა პლანეტაზე გადასახლებით? თუკი ჩვენ დავივიწყებთ დაკარგულ ტერიტორიებს, მაშინ რუსეთის დავიწყებასაც მოვახერხებთ",- ნინო ბურჯანაძის ციტირებას ახდენს „ახალი რეგიონი".

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ცნობილია თავისი სკანდალური ბრალდებებით სააკაშვილის მისამართით, გამოთქვა აზრი, რომ შეიქმნას ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების სპეციალური საბჭო. ამასთანავე ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ „არავინ აპირებს რუსეთის წარმომადგენლებთან განცალკევებით მოლაპარაკებას და სეპარატისტული კონტაქტების ძებნას". „ვფიქრობ, რომ საჭიროა დისკუსიის წამოწყება იმის შესახებ, თუ საით შეგვიძლია მოძრაობა, მითუმეტეს ამერიკასა და რუსეთს შორის მოსალოდნელი პროცესების ფონზე",- ამყარებდა ის თავის პოზიციას. მისი აზრით, ამ საბჭოს ხელმძღვანელობა გამოცდილ დიპლომატებს შეუძლიათ - ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრებს ირაკლი მენაღარიშვილს და თედო ჯაფარიძეს, ან გაეროში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს რევაზ ადამიას.

სიმბოლურია, რომ იმ დროს თბილისში შედგა პრეზენტაცია რუსულ-ქართული გაზეთისა „ერეკლეს გზა". როგორც იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სიახლეები-საქართველო", გამოცემამ დღის სინათლე იხილა ერეკლე მეორეს საზოგადოების ინიციატივით. „თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი რუსეთთან კარგი ურთიერთობის აღსადგენად",- განაცხადა პრეზენტაციაზე საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ. თავად ორგანიზაცია - „ერეკლე მეორეს საზოგადოება" - შეიქმნა 30 იანვარს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის ხელშესაწობად.

მოკლედ, საქართველოში, მიუხედავად ბოლო დროის ანტირუსული ისტერიისა, ჩრდილოელი მეზობლისადმი ყოველთვის კეთილად იყვნენ განწყობილნი. ეს კი ხელისუფლების ყოველგვარი მცდელობის და რუსულენოვანი მოსახლეობის კატასტროფულად შემცირების მიუხედავად. რუსული ენა კვლავ ისმის საბავშვო ბაღებში, სკოლებში და უნივერსიტეტებში. „ახალი ქართველებიც" თავიანთი ბავშვებისთვის რუსულენოვანი ძიძის ან რეპეტიტორის აყვანას ამჯობინებენ. ნუთუ საჭირო იყო საუკუნობით ჩამოყალიბებული ტრადიციების დანგრევა ქართველი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ?

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100