მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
რა ხდება თბილისში სომხურ თემში?
13.02.2013 | 15:23თბილისში სომხური საზოგადოების თემა ხშირად გამხდარა ცხარე განხილვებისა და მწვავე კრიტიკის საგანი. ამ საზოგადოების პრობლემის წრე მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება მშობლიურ ენაზე, სადავო ეკლესიების დაბრუნება, მიგრაცია, ასიმილაცია და სხვა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წევრთა რაოდენობა ოთხმოცი ათასს აღწევს, დედაქალაქის სომხური მოსახლეობა ნაკლებად ზრუნავს თავისი ინტერესების დაცვაზე. როგორ აღნიშნავენ ადგილობრივი სომეხი აქტივისტები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის მხრივ სომეხი საზოგადოება არ გამოირჩევა.
სომხური თემის აქტივობაზე დადებით ასპექტში ვერაფერს ვიტყვი. რაღაც ღონისძიებების დროს, რომლებიც ეხება საზოგადოების (თემის) ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, იკრიბება ასი-ასორმოცდაათი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა თბილისში სომეხთა რეალურ რაოდენობასთან შედარებით. მაგალითად ,24 აპრილს (სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე-ავტორის შენიშვნა) იკრიბება ყველაზე ბევრი 500 ადამიანი.ეს, შეიძლება ითქვას, არის მუდმივი აქტივი, სადაც ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ დანარჩენ სომხებს, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია არ ვიცნობთ. ისინი ყველანი თავისათვის ცხოვრობენ საკუთარი პრობლემებით, არ სურთ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩართვა - თქვა "ჯორჯიან თაიმსისთან" ინტერვიუში სომეხმა აქტივისტმა ირინა აგაჯანოვამ და დემონსტრირება გაუკეთა სამ ენაზე გამოცემულ ჟურნალს თბილისში მოღვაწე სომეხ მხატვრებზე.
სომეხთა პასიურობის მიზეზად ირინა ასახელებს იმ შიშს, რომელიც "მათში გენეტიკურად არსებობს ". ბევრი არ აწერს ხელს იმ ყოველწლიურ მიმართვაზე პარლამენტისადმი, რომლითაც მოითხოვენ საქართველოს მხრიდან აღიარებას 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდისა. "საზოგადოების პრობლემებით რეალურად დაკავებული არიან ერთიდაიგივე ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ ,ეს წრე ზოგჯერ ფართოვდება, მაგრამ უმნიშვნელოდ - აღნიშნა მან.
სჯერათ თუ არა სომხებს ქართული ოცნების? მისი აზრით სომხებს არ გააჩნიათ შეკრების ადგილი. "მათ უნდათ ერთმანეთთან შეხვედრა, საუბარი მსოფლიოში გამოჩენილ სომხებზე და ა.შ . ისევ და ისევ ერთიდაიგივე კონტიგენტი იკრიბება ეკლესიის ეზოში და მსჯელობენ სხვადასხვა ყოფით თუ პოლიტიკურ თემებზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეკლესიის ეზო გადაიქცა სომეხთა თავშეყრის ადგილად. სულაც არ არის აუცილებელი რომ ყველა იყოს მორწმუნე. ისინი მოდიან ეკლესიის ეზოში ერთმანეთთან ურთიერთობის მიზნით, განიხილონ უკანასკნელი სიახლენი. ბევრს შეუძლია ეკლესიაში არც კი შევიდეს - აღნიშნა მან. ბოლო წლებში შეიმჩნევა ტენდენეცია იმისა, რომ სომხები ხდებიან სახელმწიფო მართმადიდებლური ეკლესიის მიმდევარნი. ხშირად ისინი ახლომდებარე ქართულ ეკლესიაშიც დადიან და მათთვის სულერთია სად ილოცებენ. მათი ასეთი გულგრილობა თემის ცხოვრებისა და საკუთარი უფლებების დაცვის მიმართ მოწმობს იდენტურობის კრიზისზე. ერთმა ადგილობრივმა სომეხმა ქალმა ჩვენთა შეხვედრისას თბილისში განაცხადა: "სტალინის დროს ჩვენ გადაგვასახლეს ციმბირში, სადაც მე გავიზარდე და შევისწავლე რუსული ენა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ დავბრუნდით თბილისში. შედეგად მე გავხდი რუსულ ენაზე მოსაუბრე სომეხი, რომელიც ცხოვრობს თბილისში და არ ფლობს მშობლიურ ენას" .
ასეთი მაგალითი სომხებს შორის უამრავია, რაც დამკვირვებელთა აზრით, არის ყველა იმ პრობლემის საფუძველი, რომელიც ეხება მათ გულგრილობას ცხოვრებისადმი. როგორც აღნიშნავენ ადგილობრივი სომხები, აქ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულობა ნაცუმცირესობათა პრობლემების მიმართ. ამას ემატება ხელისუფლების ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია "არასასურველი ელემენტების გამოდევნისკენ ან ასიმილაციისკენ.
დგას სომხეთსა და საქართველოს შორის ეკლესია? იდენტურობის თვალსაზრისით ქალაქი, რასაკვირველია, კარნახობს თავის წესებს. აქ ბევრი ზღვარი იშლება და შეუძლებელია იდენტურობის ადვილად შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, არის დღეს ქალაქში უბნები (მეტრომშენი, ელია, ავლაბარი, ვარკეთილი) სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია, მაგრამ მათ არა აქვთ არც ერთი სომხური სკოლა. სკოლები იყო, მაგრამ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ისენი დახურეს - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსის " კორესპოდენტთან საუბარში საზოგადოებრივი ორგანიზაციის "საქართველოს სომხური თემის " წარმომადგენელმა სანდრო ოგანოვმა. ოგანოვი, მიახედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს თემის ცხოვრებაში. ის დეტალურად მოგვითხრობს ადგილობრივი სომხების იმ პრობლემებზე, რომელთაც, მისი აზრით, ერთ ახსნამდე მივყევართ: საუბარია საქართველოს მოქალაქეობის მქონე სომეხთა ელემენტარული უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველყოფაზე. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების მოგვარება სწრაფად შეიძლება, ვინაიდან ჩვენ არაფერს ახალს არ ვითხოვთ". გარდა ამისა სანდროს აზრით,ქართული საზოგადოება არ აღგვიქვამს ჩვენ თანასწორ უფლებიან მოქალაქეებად და ასეთ განწყობებს მხარს უჭერენ გარკვეული ძალები.
ასეთი გაუსაძლისი დამოკიდებულება, რასაკვირველია, თავის კვალს ტოვებს ოთხმოციათასიან თემზე,რომლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება მიგრაციის გამო, ან საერთოდ არ სურთ თავიანთი სომხური წარმომავლობის გახსენება. ამის გამო ბევრი იცვლის გვარს, ან ირჩევს თავიანთი შვილებისთვის ისეთ სახელებს (დავითი, გოგი, გიორგი), რომ მათი სომხური წარმოშობა თვალში საცემი არ იყოს.
"იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ უმჯობესია დამალო შენი სომხური წარმომავლობა, ვიდრე აღიარო იდენტურობა და შენს თავზე აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა. ნაცუმცირესობათა შორის ყველაზე დიდ თავდასხმებს განიცდიან სომხები, ვინაიდან სომხური თემი ყველაზე დიდია თბილისში - აღიარა ოგანოვმა. ის გაოცებულია, რომ სომეხ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა დამოკიდებულია სომხეთთან ურთიერთობაზე, "თუმცა ასე არ უნდა ხდებოდეს'.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info