მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
რისთვის სჭირდება აზერბაიჯანს ქართული იარაღი?
13.02.2013 | 15:31საქართელოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გამოცემისთვის "მთელი კვირა" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ ქართული სამხედრო ტექნიკის ზოგიერთი მოდელით. ამის შესახებ არა ერთხელ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. საქართველო განიხილავს ამ პოტენციურ გარიგებას, როგორც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების შესაძლებლობას. რისთვის სჭირდება აზერბაიჯანს ქართული ტექნიკა?
ბატონი სესიაშვილი საუბრობს იმაზე, რომ მოცემული მომენტისსთვის მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვადასხვა შეკვეთებზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ახლო წარსულში არ მუშაობდა საგარეო ბაზრებზე, შემოიფარგლებოდა მხოლოდ საშინაო ბაზრით, მაგრამ ახლა ქვეყანა იმუშავებს ექსპორტზე. ქართული სამხედრო პროდუქციით დაინტერესდა ორი ქვეყანა - აზერბაიჯანი და სამხრეთ კორეა. ცდილობდა რა გაეგო, რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია აზერბაიჯანთან მიმართებაში, "ჯორჯიან თაიმსის" კორესპოდენტი დაუკავშირდა პოლიტოლოგ ვაფა გულუზადეს. ექსპერტმა განაცხადა, რომ დაინტერესება არ ნიშნავს ყიდვას ან შეკვეთის გაკეთებას.
-საქართველო ჩვენი უახლოესი მეზობელია.ინტერესის გამოჩენა ნებისმიერ იმ პროდუქციის მიმართ, რომელსაც აწარმოებს მეზობელი ქვეყანა, სავსებით ბენებრივია. იქნება ეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "დელტას" თუ "თბილღვინოს" ახალი პროდუქცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სასწრაფოდ შევისყიდით ყველა იმ ჯავშანმანქანას, რომელსაც ქარხანა გამოუშვებს. ამისათის არსებობენ სამხედრო ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც ყურადღებით შეისწავლიან პარამეტრებს, ტექნიკურ მონაცემებს, ჩაატარებენ ამ მანქანების საფუძვლიან ანალიზს. მე სავსებით ვუშვებ იმ აზრს, რომ ეს მანქანები შეიძლება შეესაბამებოდნენ მსოფლიო სტანდარტებს და აღმოჩნდნენ სავსებით კოკურენტუნარიანები იმ ქვეყნების პროდუქციის გვერდით, რომლსაც იყენებენ სამხედრო აღჭურვილობაში ნატო, ისრაელი. მაშინ რატომ არ უნდა შეიძინოს აზერბაიჯანმა ისინი? ჩვენი ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია თვითონაც აწარმოებს სამხედრო ტექნიკას. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აზერბაიჯანი და საქართველო არ შეუძლიათ დამუკიდებლად გაუმკლავდნენ ამას, ამიტომ ისინი თანამშრომლობენ მსოფლიოში ცნობილ წარმოებლებთან. ეს კი უკვე დამაიმედებელია და იძლევა ხარისხის ერთგვარ გარანტიას.
-რისთვის სჭირდება აზერბაიჯანს ასე შეიარაღება? მე ვიცი, რომ ბოლო დროს ქვეყანა შეისყიდის არა მარტო ჯავშანმანქანებს.
მე მხედველობაში მაქვს მრავალმილიონიანი გარიგება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის TAI ( Turkish Aerospace Industries)-ის წარმოების T-129 საბრძოლო ვერტმფრენების 60 ერთეულის შესყიდვაზე.
-როგორ ფიქრობთ, რისთვის შეძლება დასჩირდეს შეიარაღება იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია? რუსეთი მუდმივად ახდენს სომხეთის შეიარაღებას, ამარაგებს მას შასაძლებელი თუ შეუძლებელი სამხედრო ტექნიკით. რისთვის? რასაკვირველია, თავდაცვის მიზნით. აზერბაიჯანმა აუცილებლად უნდა იქონიოს არსენალში თავისი ტექნიკა. ეს სავსებით ნორმალურია - დაასკვნა გულუზადემ. აქვე ავღნიშნავთ რომ აზერბაიჯანი იორდანიასთან ერთობლივად სერიულად უშვებს ჯავშანმანქანენს Marauder და Matador, რომლებიც შეიმუშავა სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ Paramount Group, მაგრამ ექსპერტების აზრით ეს ჯავშანტრანსპორტიორები სრულად არ პასუხობენ ადგილობრივ პირობებში გამოყენების მოთხოვნებს, განსაკუთრებით მთიანი ლანდშაფტის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი სერიაშვილი საუბრობს აზერბაიჯანის და სამხრეთ კორეის დაინტერესებაზე სამხედრო მანქანებით "ლაზიკა" და "დიდგორი", რომლებსაც საქართველო აწარმოებს 2011 წლიდან. "ლაზიკა" - ეს არის ქვევითი ჯარის ქართული საბრძოლო საბრძოლო მანქანა, რომელიც შემუშავებულ იქნა თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ კვლევით ცენტრში "დელტა". პირველად მისი დემონსტრირება მოახდენს 2012 წლის 25 თებერვალს ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე. მანქანა აწყობილი ამერიკული პიკაპის Ford F-Series აგრეგატების ბაზაზე. ის აღჭურვილია კომპანია ფლირ სისტემზის წინა და უკანა ხედვის თბოვიზორი. კამერებიდან ინფორმაცია ხვდება სამ ეკრანზე: ერთი მძღოლ მექანიკოსისთვის, მეორე მეთაურისთვის და კიდევ - ქვეითებისთვის.
მეორე მანქანა "დიდგორი", რომელსაც სახელი ეწოდა 1121 წლის დიდგორის ბრძოლის პატივსაცემად, როცა გაანადგურეს სელჯუკთა არმია და გაანთავისუფლეს თბილისი. ეს ჯავშანმანქანა ერთობლივად შეიმუშავეს თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებამ და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტა" 2011 წელს. იწარმოება თბილისის ტანკშემკეთებელ ქარხანაში. 14 ჯავშანმანქანიდან შემდგარი პირველი პარტია გამოჩნდა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე თბილისში. "დიდგორს" აქვს წახნაგოვანი კორპუსი, რომელიც ზრდის მის ბალისტიკურ თავდაცვას. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა შეესაბამება 2b STANAG -ის დონეს. მანქანის ქვედა ნაწილის ჯავშანი წარმოადგენს სამ საფეხურიან სისტემას, სადაც შუა ფენა უზრუნველყოფს დაცვას აფეთქების ტალღისგან, ორი დანარჩენი ფენა კი იცავს ეკიპაჟს ნამსხვრევებისაგან. ჯავშანმანქანა აღჭურვილია სამი კარით: ერთი უკანა და ორი გვერდითი.
ტექნიკური პარამეტრების აღწერილობის მიხედვით, ორივე ჯავშანმანქანა ძლიერია. მართალია, რამდენად არიან ისისნი კონკურენტუნარიანი სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის მსოფლიო ბაზარზე დრო გვიჩვენებს. ექსპერტები თვლიან, რომ ნაადრევია რაიმე პროგნოზების გაკეთება მანამ, სანამ მანქანები არ გაივლიან სათანადო გამოცდას.
კამა რზაევა
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info