RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

იმედგაცრუება. უღალატო უბრალოდ სიყვარული

12.03.2009  |  10:12

9/5/3/1953.jpegარც თუ ისე მარტივი ქართულ-რუსული ურთიერთობების გარკვევამ, საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი დარბაზებიდან, ნელნელა დიდ სცენაზე გადაინაცვლა. მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები ისწრაფვიან მოყვენენ სიმართლე აგვისტოს მოვლენების შესახებ. ყველა საკუთარი გადმოსახედიდან... ქართველი შემსრულებლების თავზეხელაღებულმა დემარშმა «We don't wanna put in» გაოცებისა და გაუგებრობის მეტი ვერაფერი გამოწვია. ვახტანგ კიკაბძის კლიპს კი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა უყვართ რუსეთში, ემოციების ქარიშხალი მოჰყვა.

ყოველ შემთხვევაში ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება კომენტარების მიხედვით, რადიო თავისუფლების საიტზე, სადაც კლიპი იყო განთავსებული. სიმღერას - "იმედგაცრუება" ჰქვია. კლიპის ეპიგრაფი - ევგენი ევტუშენკოს ციტატაა:" საქართველოს თუ დაივიწყებ გაუფრხილებლობით, შემდგომ რუსეთში ყოფნა შეუძლებელია". ვიდეო-რიგი - ქართულ-რუსული ურთიერთობების რეტროსპექტივა: ბელა ახმადულინას და ანდრეი ვოზნესენსკის მიერ "კუზიანი თბილისისთვის" სიყვარულის ახსნიდან დაწყებული, ორი ქვეყნის ხელოვანი ინტელიგენციის გულწრფელი ხვევნის ჩათვლით, აგვისტოს ომის დოკუმენტური კადრებით დამთავრებული. მელოდია - ყველასთვის ცნობილი "ციგანოჩკა"-ს აკორდები. სიტყვები- ქართველ ტელეჟურნალისტ გოგა ჭანტურიას ეკუთვნის.

რომ არა კომენტარები კლიპის შესახებ - რთული მისახვედრი იქნებოდა, რომ ბუბამ ამ კლიპით "რუსეთს გამოწვევა ესროლა". სიმღერის სიტყვებს ალბათ ყველა მოაწერდა ხელს, ვისთვისაც არ არის სულერთი არც რუსეთი და არც საქართველო, ვისაც სჯერა, რომ ყველაზე ცუდი უკვე წარსულშია და არსებობს იმედი, თუ არა უწინდელი სიყვარულისა, როგორც ამას ახლა ეძახიან - რაციონალური პარტნიორობის მაინც.

თუმცა რადიო "თავისუფლება"-სთან ინტერვიუში თავად ვახტანგ კიკაბიძე ამბობს, რომ სიმღერა რუსი ინტელიგენციისადმი მიმართვაა, რომელიც სდუმდა აგვისტოს მოვლენების დროსაც და მას შემდეგაც. ვახტაბგ კიკაბიძემ აღნიშნა: "ჩვენ არ გვინდოდა გაგვეკეთებინა კლიპი ომის შესახებ, რათა ადამიანებს გულები გასტეხოდათ... ამ კლიპით ჩვენ შევახსენეთ, რომ ჩვენ და რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლები მეგობრები ვიყავით..."

როგორც ამერიკული რადიო Radio Free Europe/Radio Liberty, გადმოსცემს, ცნობილი ქართველი მომღერლის სევდიანმა სიმღერამ რუსეთში "ყალბ ნოტად" გაიჟღერა. გაზეთ Moscow Times-ის მახტვრული კრიტიკოსის ანნა მალაპსის სიტყვებით, ვახტანგ კიკაბიძის სიმღერა ყველაზე უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ შეურაცყოფს იმ რუსებს ვინც მომღერალთან ერთად გაიზარდნენ და რომლებიც მას საბჭოთა არტისტად უფრო თვლიან, ვიდრე მხოლოდ ქართველ შემსრულებლად.

კომენტარები კლიპთან დაკავშირებით უამრავია. ზოგმა აიტაცა რა აგვისტოს მოვლენების რიტორიკა, ბუბას დაესხა თავს კრიტიკით. მაგრამ არიან ისეთებიც, როგორიცაა მაგალითად იური მოსკოვიდან, რომელიც წერს:"ვახტანგ მადლობა სიმღერისთვის. ჩვენ გაგვჭყიპეს სიძულვილით მოძმე ერის მიმართ, მაგრამ ეს გაივლის, მეგობრობა კი დარჩება, ვინაიდან მას ალტერნატივა არ აქვს. თქვენი სიმღერები ისმის რადიოში, ტელევიზიით გადის ფილმები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოროტებას და სიძულვილს არ აქვს ადგილი უმეტესი რუსების გულში. პოლიტიკოსები შეცდომებისგან არ არიან დაზღვეულნი, მაგრამ ამ შეცდომების ფასი ძალიან მაღალია".

GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი შეეცადა სწორედ იმ ადამიანების რეაქცია გაერკვია, ვისი მისამართითაც იყო შექმნილი კლიპი.

რუსეთის სახალხო არტისტი მიხეილ ბოიარსკი: რაც არ უნდა თქვას ბუბამ, მე მის მიმართ მაინც ძველებურად ვიქნები განწყობილი. მე ასე ვიტყოდი:ის უყვარდათ, უყვართ და ეყვარებათ. რაც შეეხება მიმართვას რუსი ინტელიგენციისადმი, ის ყოველთვის პასიური გახლდათ. პროგრესული ახალგაზრდობისგან განსხვავებით, ის ქუჩაში არ გამოვა. რაც შეეხება ხელოვან ადამიანებს, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია ისინი პოლიტიკაში არ ჩაერიონ. ხოლო რაც შეეხება უბრალო ადამიანებს - არც აგვისტოს და არც სხვა მოვლენებს არ შეუძლიათ შეცვალონ ქართველებისადმი დამიკიდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი თბილისში ჩამოვალ, მე თავს უცხოელად არ ვიგრძნობ. თანაც თბილისში სიამოვნებით ჩავიდოდი.

განზრახ ვურეკავ სხვა ცნობილ ქართველს - ს.ს.რ.კ-ს სახალხო არტისტს ოლეგ ბასილაშვილს: მე ვერაფრით გამიგია, თუ რატომ თვლის კიკაბიძე, რომ მეგობრობას უღალატა სრულიად რუსულმა ინტელიგენციამ. მთელი ამ პოლიტიკური კამპანიისგან მძიმე შეგრძნებები მაქვს. ძალიან განვიცდი იმ ადამიანების ბედს, ვინც საქართველო-ოსეთის საზღვარზე აღმოჩნდნენ. მე სოფელ ქარბში გავიზარდე, იქ სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა აგვისტოში. მე გამოვხატე ჩემი პოზიცია:" მრცხვენია რუსეთის მაგივრადაც და მრცხვენია საქართველოს გამოც". როგორც რუსს მე მრცხვენია, რომ ჩვენი ტანკები შევიდნენ გორში, როგორც ქართველს - მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების გამო, რომლებმაც ნაციონალისტური სწრაფვისას, ვერ შეიკავეს საკუთარი ემოციები და ცხინვალზე დაიძრნენ, გაწირეს რა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე. რაც შეეხება სიყვარულს - კიკაბიძე აქ უყვარდათ და უყვართ. ქართველების მიმართაც იგივე სიმპათიებით არიან განწყობილნი, როგორც ადრე. ვინაიდან ქართველები და რუსები - ძალზედ მჭიდროდ დაკავშირებული ერებია. ისინი ურთიერთგამსჭვალულნი არიან და რა მარტო ხელოვნებასა და ლიტერატურაში........

ცნობილი პოეტესა და ტელეწამყვანი ლარისა რუბალსკაია: მე ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩვენ ერთამნეთი იქამდე მივიყვანეთ, რომ ერთიმეორეს უნაწყენდებით. თანაც არა პოლიტიკოსები, რომლებსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, არამედ ხელოვანი ადამიანები, რომელთა დანიშნულებაც ჭვრეტა და ტკბობაა. მე ვფიქრობ მოვიდა დრო ძველებურად ერთამნეთის მოხიბლვით დავკავდეთ და არა იმედგაცრუებით.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100