RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კონკურსი სიმღერისაა, ინტრიგები კი პოლიტიკური

12.03.2009  |  13:52

9/6/0/1960.jpegსაქართველომ უარი თქვა „ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, გახმაურებული სიმღერის «We Don't Wanna Put In»-ის ტექსტის შეცვლის მოთხოვნის გამო. ამის შეახებ 11 მარტს კონკურსის ქართული პროექტის ხელმძღვანელმა ნათია უზნაძემ განაცხადა.

ამგვარად, დადასტურდა მომღერალ დიანა ღურწკაიას ვარაუდი, რომელიც მან „ინტერფაქსს" ინტერვიუში განუცხადა, რომ ფლობს უტყუარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჯგუფი „სტეფანე და 3 G" არ აპირებს სიმღერის ტექსტის შეცვლას და „უბრალოდ, არ გაემგზავრება რუსეთის დედაქალაქში". სიმღერის გარშემო სიტუაცია კი, მხოლოდ და მხოლოდ მიზეზია უარისთვის. მომღერლის თქმით, ქართულ მხარეს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთის დედაქალაქში დაცული იქნება ჯგუფის უსაფრთხოება. მართალია, თავად ღურწკაიას აზრით, „ერთადერთი, რაც ქართულ კვარტეტს ემუქრება მოსკოვში- ეს ფიასკოა".

გამოდის რომ, საქართველოს წარმომადგენლებს „ევროვიზიაზე" პროვოკაციული სიმღერის გარდა თავმოსაწონი არაფერი აქვთ. ეს გასაკვირიც არაა: თბილისი დიდი ხნის განმავლობაში უცხადებდა კონკურსში მონაწილეობას ბოიკოტს იმ მოტივით, რომ არ სურდა, გაეგზავნა საკუთარი მომღერლები რუსეთში, ქვეყანაში რომელმაც აგვისტოში საქართველოს მშვიდობას „აიძულებდა". თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გადაწყდა, რომ „ევროვიზიაზე" მონაწილეობას მიიღებდნენ, მაგრამ სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, მონაწილეობა იგეგმებოდა, როგორც საპროტესტო.

ამ გეგმებს ახდენა არ ეწერა. როგორც გაზეთი „ვზგლიადი" გვატყობინებს, სამშაბათს ჟენევაში „ევროვიზიის" სასიმღერო კონკურსის საკონტროლო ჯგუფმა განიხილა რუსეთის მხარის განცხადება და შეატყობინა საქართველოს იმის შესახებ, რომ ან სიმრერის ტექსტი უნდა შეეცვალათ, ან ახალი სიმღერა უნდა წარედგინათ. „კონკურსის დროს დაუშვებელია პოლიტიკური ან ანალოგიური ხასიათის ტექსტი, გამოსვლა და მოქმედება ", - ნათქვამია „ევროვიზიის" წესდებაში.

როგორც ჩანს, საქართველოს თავისი წესები აქვს. თბილისმა, უბრალოდ, არ მოისურვა კონკურსის საკონტროლო ჯგუფის მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და შემხვედრი ნაბიჯის გადაედგა. როგორც „როსბალტს" დიანა ღურწკაიამ განუცხადა, შესარჩევი ტურის მომდევნო დღეს ქართული ჯგუფის მონაწილეებმა სიმღერის ახალი ვარიანტი დაწერეს, მაგრამ ჟიურიმ პრინციპულად გადაწყვიტა,რომ ტექსტი არ შეეცვალა. „ჟიურისთვის უფრო მნიშვნელოვანი მწვავე სიტუაციის შექმნა იყო და არა ხელოვნების კუთხით საუკეთესო შემსრულებლის შერჩევა", - განაცხადა ღურწკაიამ.

ასე რომ, თბილისი შეეცადა სიმღერის კონკურსის პოლიტიკურ კონკურსად, სცენის კი - ან ტრიბუნად, ან ბრძოლის ველად გადაქცევას. მაგრამ კონკურსში მონაწილეობაზე უარით, საქართველომ ნამდვილად ვერაფერი მოიგო..

„ევროვიზიაზე" საპირისპირო სიტუაცია შეიქმნა რუსეთის წარმომადგენელთან დაკავშირებით. შესარჩევ ტურზე ხმათა უმრავლესობა უკრაინელმა ანასტასია პრიხოდკომ მოიპოვა, რომელიც ბოლო მომენტში აღმოჩნდა პრეტენდენტთა სიაში. ის კონკურსზე გამოვა სიმღერით „მამო" - რომელიც, სხვათა შორის ქართულ - ესტონური შემოქმედების ნაყოფია: მუსიკა დაწერა კონსტანტინე მელაძემ, სიტყვები კი ესტონელმა პოეტესამ, დიანა გოლდემ. პრიხოდკოს გამარჯვება იმ ტოლერანტობისა და უახლოესი მეზობლის მიმართ პატივისცემის დემონსტრირებაა, რომელიც როგორც ჩანს, ასე არ ყოფნის თბილისს

თუმცა ბევრი ქართველისთვის, კერძოდ, კონსტანტინე მელაძისთვის, თბილისსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური წინააღმდეგობა, მხოლოდ პოლიტიკურ დაპირისპირებად რჩება. „ვის წარმოადგენს მომღერალი, სიმღერით „მამო" და მისი ავტორები, რომლებმაც ის დაწერეს. მე შემიძლია გითხრათ: ყველა ჩვენ თავის დროზე დავიბადეთ ერთ დიდ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირში, - აღნიშნა კომპოზიტორმა გაზეთ „ტრუდთან" ინტერვიუში. - და ის, რომ რუსეთმა ჩვენ ხმა მოგვცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ძველებურად ახლობლები ვართ".

არტიომ გორბუნოვი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100