RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

აფხაზეთში მიტოვებულ სახლებს პატრონი გამოუჩნდებათ

13.03.2009  |  09:31

9/6/6/1966.jpegაფხაზეთიდან გამოქცეულმა ქართველებმა განგაში ატეხეს: მათ სახლებს შესაძლოა კონფისკაცია გაუკეთონ. თბილისი სოხუმს, დევნილების დაბრუნების შესახებ ჟენევის მოლაპრაკებების დარღვევაში ადანაშაულებს. აფხაზეთი კი, მხოლო და მხოლოდ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ კანონებს ასრულებს.

აფხაზეთის ხელისუფლებამ დაიწყო ქართველებისთვის კუთვნილი სახლების, ბინების და მიწების კონფისკაცია, ტელევიზია "იმედზე" დაყრდნობით, გვატყობინებს "როსბალტი". ტყვარჩელის რაიონში დარეგისტრირებული ქართული ოჯახები, უძრავ ქონებაზე საკუთარი უფლებების დაცვას სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

როგორც განმარტავს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, უძრავი ქონების ამოღების პროცესი აფხაზეთში ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ქონების ნაციონალიზაციის შესახებ კანონი იქნა მიღებული. თანაც დავითაია ამტკიცებს, რომ ქართველების სახლები თითქოს და რუსების საკუთრებაში გადადის. თბილისი ამ ყველაფერში უარს ხედავს "დევნილების ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობისა, რასაც მოითხოვდა საერთაშორისო საზოგადოება სხვადასხვა სახის რეკომენდაციებში". ქართული მხარის ვერსიით სოხუმი, ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციისაგან მოითხოვს იმ ოჯახების სიის წარდგენას, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ ჩხორტოლში, ოკუმში, აგუბედიასა და ბედიაში. ეს სოფლები ადრე გალის რაიონს ეკუთვნოდა, სადაც როგოც ამბობენ ასევე გეგმაშია ქონების კონფისკაციის განხორციელება. საქართველოში შიშობენ, რომ ლტოლვილების დაცარიელებულ სახლებში ან სხვა ოჯახებს შეასახლებენ, ან აუქციონზე გაყიდიან.

ეს მართლაც შეიძლება მოხდეს, ოღონდაც სრულიად სამართლებრივად, აფხაზური კანონებისა და საცხოვრებლეი ფონდის მართვის მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად. ამაზე გაამახვილა ყურადღება GeorgiaTimes-თან საუბრისას აფხაზეთის სახელმწიფო ქონების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კაციამ. მან აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის განკარგვის საკითხები ადგილობრივი ადმინისტრაციების დაქვემდებარებაშია და არა მისი უწყების. მუნიციპალიტეტები კი, ხელმძღვანელობენ არა რაიმე ახალი კანონებით, არამედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული საცხოვრებელი და სამოქალაქო კოდექსით. ასე რომ ეს ნორმები არ სცდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ჩარჩოებს, თუმცა შეიძლება ვიღაცეებს არ აკმაყოფილებდეს.

რუსეთში, მაგალითად სამოქალაქო კოდექსის 225 მუხლის თანახმად, უპატრონო უძრვი ქონება სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება. ის აღრიცხვაზე უნდა იქნას აყვანილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე. თუ ერთი წლის განმავლობაში ამ ქონებაზე არავინ არ განაცხადებს საკუთარ უფლებებს, მაშინ სასამართლო წესით საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტს ენიჭება. ამასთან ერთად, რუსეთის კანონებით მესაკუთრემ საკუთარი ქონება არ უნდა მიატოვოს უპატრონოდ ან ბედი ანაბარა, ვინაიდან ეს შეიძლება საფრთხეს წაროადგენდეს გარშემო მყოფთათვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით კონფისკაცია, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციითაცაა გათვალისწინებული. ამგვარი ნორმები არსებობს ყაზახეთშიც, სადაც 90-იან წლებში ძალიან ბევრი ბინა იქნა მიტოვებული. თუ კი მათი დაკარგული მეპატრონეები უარს აცხადებენ საცხოვრებლის შენახვის ვალდებულებაზე, მაშინ სასამართლო ყოველგვარი სირთულეების გარეშე აუქმებს მესაკუთრეობას, მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.

სწორედ ასევე აქვს უფლება აფხაზეთის ხელისუფლებას, განთავისუფლდეს დაცარიელებული სახლებისგან. თუ კი, აფხაზეში მცხოვრებ გაქცეულ ქართველებს, ნამდვილად უნდათ დაბრუნება, მათთვის გზა ხსნილია. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ სულ ახლახანს განაცხადა, რომ გალის რაიონი თუნდაც ახლავე არის მზად მიიღოს ისინი და სხვა ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხიც "განიხილება რეალური სიტუაციიდან გამომდინარე".

ახლანდელ მდგომარეობაში კი, მიტოვებული საცხოვრებლების დატოვება, დამეთანხმეთ, რომ არასწორი იქნებოდა. პირველ რიგში, მიტოვებული ნაგებობები რემონტისა და მოვლის გარეშე ერთხელაც შეიძლება ჩამოინგრეს. მეორეს მხრივ კი, აფხაზეთში მრავალ ადამიანს სჭირდება საცხოვრებელი.

სხვათაშორის, აგვისტოს ომის შმდეგ საქართველოდან, რია-ნოვოსტის ინფორმაციით, დაახლოებით 100 რუსული ოჯახი გახდა იძულებული გაქცეულიყო. მათი კრასნოდარის მხარეში გადასახლების ორგანიზება, აფხაზეთის ხელისუფლებამ ითავა. რესპუბლიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ მაშინ განმარტა, რომ ისინი შევიწროების გამო გახდნენ იძულებულნი მიეტოვებინათ მუდმივი სცხოვრებელი ადგილები. მათ ართმევდნენ დოკუმენტებს და არ აძლევდნენ უფლებას გაეყიდათ საკუთარი უძრავი ქონება. ამიტომაც სანამ სოხუმს დაადანაშაულებენ კერძო საკუთრების უფლებების დარღვევაში, თბილისისთვის უმჯობესი იქნებოდა, საკუთარი "ცოდვები" გაეხსენებინა.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100