RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთისა და საქართველოს კულტურული მიმოწერა

01.04.2013  |  11:43

ქართულ მედიაში სკანდალური მიმოწერის დეტალები მოხვდა. კულტურის ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავის რუს კოლეგას ალექსანდრე ავდეევს წერილით მიმართავს, რომელშიც თხოვს რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ფოლკლორული კოლექტივების რამდენიმე კონცერტის ჩატარებას და ამ გასტოლების დაფინანსებას საქართველოს ბიუჯეტიდან აპირებდა. ამ წერილის გამოაშკარავებას საქართველოში უკმაყოფილება მოყვა. თუმცა ყველა ანალიტიკოსი ამ ფაქტს იმ ხმაურის ადეკვატურად არ აფასებს, რაც საქართველოში ატყდა. პოლიტიკა თუ კულტირა? რას ფიქრობენ ექსპერტები სააკაშვილის ხელისუფლების ფარულ კონტაქტებზე რუსეთის ხელისუფლებასთან? 

ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომიდან 2 თვეში, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, წერილი მიწერა რუსეთის კულტურის მაშინდელ მინისტრს ალექსანდრ ავდეევს. ვაშაძე მას რუსეთში კონერტების ჩატარებას სთავაზობდა, მათ შორის ანსამბლ „ერისიონის" მონაწილეობით.

პირველმა ეს წერილი ექსპერტმა და ბიძინა ივანიშვილის დაახლოებულმა პირმა გიორგი ხუხაშვილმა გამოაქვეყნა. როგორც ხუხაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის" ფარისევლობაზე მიუთითებს. „თავის წერილში გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის კულტურის მინისტრს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რამდენიმე კონცერტის გამართვას შეიძლება ითქვას, ემუდარება" -განაცხადა ხუხაშვილმა, „და ეს იმ პერიოდში ხდება, როცა აგვისტოს ომის მსხვერპლით გამოწვეული ტკივილი ჯერ კიდევ არ მოშუშებულა".

ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ეს იმ გუნდის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ანსამბლი „ერისიონი" ლამის საქართველოს მოღალატეებად გამოაცხადეს ცოტა ხნის წინ მოსკოვში ჩატარებული კონცერტის გამო.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მალე შესაძლოა, სააკაშვილის ხელისუფლებას და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის საიდუმლო კონტაქტების დამადასტურებელი არაერთი ფაქტი გამოაშკარავდეს. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე  არ გამორიცხავს, რომ იმ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადადგა. „ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. თუ გახსოვთ, იმ წერილის გაგზავნიდან ცოტა ხნის შემდეგ, კონკრეტულად კი 2009 წლის დასაწყისში, გაჩნდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ენგურჰესის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია" - განაცხადა საყვარელიძემ  GeorgiaTimes - თან ინტერვიუში. „ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ მაშინ ასეთი პოლიტიკა იყო, უფრო სწორად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მცდელობა. კულტურა ამ პროცესის ერთ-ერთი ნაწილი იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ იყო კულტურის მნინისტრის ინიციატივა, არამედ ეს საკითხები გაცილებით უფრო მაღალ დონეზე წყდებოდა. თუმცა ომის დასრულებიდან 2 თვეში და იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ანტირუსული იყო, ასეთი კონტაქტები ფარულად ხორციელდებოდა. ეს, ბუნებრივია, ორმაგი სტანდარტეის გამოვლინებაა და საქმე არა მარტო ვაშაძის წერილს, არამედ საერთო სიტუაციას ეხება"- განაცხადა საყვარელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ამ წერილის გამო ამდენი ხმაური. „ეს ხმაური სამოქალაქო საზოგადოებას რომ აეტეხა და ამ ფაქტთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოეხატა, მაშინ ეს ჩემთვის უფრო გასაგები იქნებოდა" - განაცხადა მენაღარიშვილმა GeorgiaTimes-თან საუბარში. „მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ განცხადებებს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ან მთავრობასთან დაახლოებული პირები აკეთებენ. ასე რომ აქ საქმე, უფრო პოლიტიკურ ბრძოლას ეხება. რამდენადაც მე ვიცი, ეს წერილი გასაიდუმლოებული არ ყოფილა და მისი მოპოვება პრობლემას არ წარმოადენდა. ზოგიერთ პირს აინტერესებს, როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი პრესაში, მაგრამ მე მახსენდება  საიტ "WikiLeaks" -ის ისტორია, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციის ფარული მიმოწერის შესახებ  საზოგადოებამ შეიტყო.  თუმცა ეს სულ სხვა დონეა. საქართველოში კი მიაჩნიათ, რომ თუ დღეს რუსეთში კონცერტის ჩატარებას ვინც ეწინააღმდეგება, ოთხი წლის წინ რუსეთში მისი გასტროლების ჩატარების ინიციატივით გამოდიოდა, საჭიროა ამ ფაქტის გამოყენება მის წიანააღმდეგ. ეს თავისთავად სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინოა, როდესაც იმ ქვეყანაში, რომელშიც უამრავი სხვა პრობლემაა, იმ თემების განხილვა მიმდინარეობს, რომლებიც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს" - აცხადებს მენაღარიშვილი.

რამდენიმე წლის წინ ფარული ვიდეო- აუდიო და ელექტრონული წერილების გამოქვეყნება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მათი გამოყენება მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ყველაზე კარგად აპრობირებული მეთოდი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დაავადება გადამდები აღმოჩნდა. ხომ ამბობენ, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო.

მიხეილ ვარძელაშვილი. 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100