RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

”ნაცმოძრაობა” დაკითხვების დროებით შეწყვეტას ითხოვს

02.04.2013  |  16:42

ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს,  წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მისი აქტივისტების დაკითხვებზე გამოძახებისგან თავი შეიკავონ.  ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. 

შუალედური საპარლამენტო არჩევნები საქართველოს სამ მაჟორიტარულ ოლქში 27 აპრილს გაიმართება. ესენია: ნაძალადევის რაიონი (თბილისი), ბაღდათი (იმერეთის რეგიონი) და სამტრედია (იმერეთის რეგიონი). მაჟორიტარული ოლქების დეპუტატების ადგილები მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც დეპუტატებმა თეა წულუკიანმა, არჩილ კბილაშვილმა და კახა კალაძემ აღმასრულებულ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და, შესაბამისად,  იუსტიციის მინისტრის, მთავარი პროკურორის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობები დაიკავეს.

„დაკითხვაზე გამოიძახეს: ქალბატონი ელისო ნიკოლაიშვილი - აღმასრულებელი მდივანი, მას ყავს ხუთი თვის ჩვილი და იგი დაკითხვაზე საღამოს 9 საათზე გამოიძახეს; ქალბატონი თამარ ვაშაკიძე, რომელიც მეთვრამეტე საარეჩევნო უბანზე მუშაობს, ლილი ჯიბუტი -  21-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, რომელმაც დაკითხვაზე საათნახევარი დაჰყო, დალი ზარქუა - 23-ე უბნის ხელმძღვანელი; ეკატერინე შარაშიძე -  89 - ე ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან არ დააზუსტა, თუ რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ეს ადამიანები.

 როგორც მაჭავარიანმა აღნიშნმა, საგამოძიებო ორგანოების მსგავსი ქმედებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის, რადგანაც პარტია შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

„მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, თავი შეიკავონ ჩვენი აქტივისტების დაკითხვაზე გამოძახებისგან, განსაკუთრებით კი ეს ეხება - ნაძალადევის, სამტრედიის და ბაღდათის რაიონებს... არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და, ფაქტობრივად,  მთელი შტაბი დაკითხვაზეა გამოძახებული" , - განაცხადა მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, ოპოზიციის მსგავსი განცხადებები განპირობებულია იმით, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატებს შუალედურ საპარლმენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნიათ.

„ძალიან კარგად გვახსოვს, რა პირობებში იმართებოდა „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია (2012 წლის 1 ოქტომბრამდე),  და რა ხდებოდა ქვეყანაში. მათი მხრიდან საუბრები იმის შესახებ, თითქოსდა წინასაარჩევნო პერიოდში წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ცოტა არ იყოს სასაცილოა...  ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ უმცირესობის კანდიდატებს გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნიათ", - განაცხადა აბაშიძემ.

ამას წინათ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, რაც იმას უკავშირდებოდა, რომ მის კოლეგებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იბარებდნენ. თუმცა, საკრებულომ სამადაშვილის გადადგომა არ მიიღო.

22 თებერვალს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოსთხოვეს გენერალურ პროკურორსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს  სხდომის დღეებში დეპუტატების დაკითხვაზე დაბარება შეწყვიტონ. ამისდა მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხდომის დღეს, 29 მარტს, დაკითხვაზე „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შვიდი დეპუტატი იქნა დაბარებული. 

„ჩემთვის არანაირი სტატუსი, არანაირი თანამდებობა არც ერთი ჩემი კოლეგის არათუ წამებად, არამედ უბრალო სტრესადაც კი არ ღირს  . ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელი სხდომის კენჭისყრაზე გამომეტანა საკითხი თანამდებობის  დატოვების შესახებ" , - განაცხადა სამადაშვილმა.

თუმცა, საკრებულომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩეული თავმჯდომარის თხონვას გადადგომის შესახებ მხარი არ დაუჭირა. თავის მხრივ, დაკითხვაზე დაბარებულმა დეპუტატებმა განაცხადეს მზადყოფნა მისულიყვნენ იქ სხდომის დასრულების შემდეგ, - წერს "Кавказский Узел".

ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების" წევრმა,  ირაკლი შიხიაშვილმა კენჭსყრის პროცესს ნაციონალების ფარსი უწოდა, რადგანაც ახლა, კანომდებლობის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ საკითხს უახლოესი სამი თვის მანძილზე ვეღარ წამოიაყენებენ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეს ამ ვითარებაში თანამდებობის დატოვება მხოლოდ შესაბამის საკითხზე კენჭისყრის შემთხვევაში შეეძლო. კერძოდ კი, საკითხი საკრებულოს დეპუტატების 1/3-ს მაინც უნდა წამოყენებინა, ხოლო მისთვის მხარი საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს უნდა დაეჭირა. 

ასლან  ჟელტი 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100