RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოცნება ყაზბეგის აღორძინებაზე

09.04.2013  |  12:07

საქართველოს სოფლების მოსახლეობამ უკეთეს მომავალზე ფიქრი „ქართული ოცნების" გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ოცნებობდნენ სრულიად უბრალო რამეებზე: სამსახურზე, ნორმალურ საკვებზე, ახალგაზრდობის დასაქმებაზე. ასრულდა კი მათი ოცნებები ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად? 

საქართველოს ცნობილი ზამთრის კურორტის, ყაზბეგის რაიონის, მცხოვრებნი დღესდღეისობით დიდ პრობლემებს ეჭიდებიან. მთავარ პრობლემას ისინი რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვაში ხედავენ. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვითხრო, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომბევრი ყაზბეგელი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. რეგიონის მთავარი პრობლემა დღეს უმუშევრობაა. შექმნილ პირობებში ახალგაზრდებმა უბრალოდ არ იციან, რა აკეთონ. მხოლოდ გაზაფხულობით ჩნდება დროებითი სამსახური, რომელშიც ერთმანეთს ძალიან ბევრი კონკურენტი ეცილება. ზამთარში რეგიონი გუდაურის წყალობით არსებობს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია. მაგრამ, რა „კარგიც" არ უნდა იყოს, ყველას სამსახურით ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, ახალგაზრდების უმეტესობა იძულებულია, სამსახურის საშოვნელად ქალაქებს, ან სულაც უცხო ქვეყნებს მიაკითხოს.

„ჩემი ძმა ბექა უკვე 10 წელია ისრაელში ცხოვრობს. მთელი ამ ხნის მანძილზე სახლში სულ 4-ჯერ იყო ჩამოსული, - მოგვითხრობს სტეფანწმინდას მკვიდრი პაატა ხარტიაშვილი. - იგი უკვე 36 წლისა. 26 წლიდან იქ ცხოვრობს, ვერ ოჯახდება და იძულებულია გამუდმებით იმუშავოს. პირადად მე აქ მხოლოდ ოჯახი მაკავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავიდოდი. ვის დავუტოვო? რუსეთთან საზღვრების გადაკვეტვამ ადგილობრივ მოსახლეობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მახსოვს, ბავშვობაში ჩვენ საყიდლებზე ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში)დავდიოდით, პომიდორი და კიტრი იქედან ჩამოგვქონდა" , - იხსენებს პაატა.

ყაზბეგში ადრე დიდი სათბურები იყო, სადაც მთელი წლის განმავლობაში კიტრი და პომიდორი მოყავდათ. იქ არამხოლოდ ადგილობრივები, არამედ საქართველოს მეზობელი რაიონების მცხოვრებნიც მუშოდნენ. ვლადიკავკაზიდან გადამყიდველები ჩამოდიოდნენ და ბოსტნეული გაჰქონდათ.

„საზღვრების გადაკეტვამ სათბურების მუშაობა შეაჩერა, რაც პირდაპირ აისახა გაზის ტარიფებზე, რომლითაც უწინ მთავრობა მოსახლეობას უფასოდ ამარაგებდა. ერთჯერადი კომპენსაცია კი გადაგვიხადეს, მაგრამ იმაზე, ოჯახი რითი უნდა ვარჩინოთ, მთავრობას არ უფიქრია ", - ამბობს პაატა.

რაიონის მიწების ნაწილი გაყიდულია, ასე რომ, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მეცხოველეობას ვერ მისდევენ. ის, ვისაც პატარა საძოვრები აქვს, მხოლოდ 2-3 თავი პირუტყვი თუ ეყოლება, მეტის ადგილი უბრალოდ აღარ არის. ამიტომ ადგილობრივებთან საუბრებისას, მათი მხრიდან სოფლის მეურნეობის პროექტებისადმი ვერანაირი ინტერესი ვერ შევნიშნეთ.

„არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ისევ უმუშევრები ვართ. გაიხსნას საზღვრები და მაშინ ვიტყვით, რომ მთავრობა ჩვენზე მართლა ზრუნავს. „ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ჩვენი რაიონიდან რამდენჯერმე ჩამოვიდა და მოსახლეობას შეხვდა. მაგრამ, თუკი არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები და არ გაჩნდება სამუშაო ადგილები, შეხვედრებს აზრი დაიკარგება. გამოსავალს ჩვენ საზვღრების გახსნასა და სათბურების აღდგენაში ვხედავთ", - დარწმუნებით აცხადებენ ყაზბეგის მკვიდრნი.

ყაზბეგში რამდენიმე პატარა სასტუმროა. როგორც ჩვენთან სუბრისას ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ, მაია ქოლოთაურმა აღნიშნა, თითქმის მთელი წლის მანძილზე მდგმურები ჰყავს. „ძირითადად, სტუმრები ევროპიდან ჩამოგვდის. მათ ძალიან უყვართ ფეხით სიარული. ჩამოდიან დათოვლილი მყინვარების სანახავად. ზაფხულობით კი ჩვენი სასტუმროები კიდევ უფროა დატვირთული, რადგანაც ზამთარში საფეხმავლო ბილიკები თითქმის დაკეტილია. მთავრობა გვპირდება, რომ აქ სათხილამურო ტრასას გაიყვანენ, ისეთს, როგორიც გუდარუშია. ეს რომ მოხდეს, სასტუმრო ზამთარშიც სრული დატვირთვით იმუშავებს" , -აცხადებს იგი.

ყაზბეგს ყველა შანსი აქვს ნამდვილ საკურორტო მხარედ იქცეს. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ულამაზესი ძეგლები, საოცარი სიმღერები, ვნებიანი ცეკვები და მრავალფეროვანი სამზარეულო ამისთვის ყველა პირობას ქმნის.

დღეს ყაგბეგის კულტურული ცხოვრება, როგორც ჩანს, დაღმასვლას განიცდის. თითქმის დანგრეულია უნიკალური მუზეუმი, სადაც უძველესი ექსპონატები ინახებოდა. ასეთივე მდგომარეობაშია რაიონის ბიბლიოთეკაც. თითქმის ყვლა წიგნი სინესტისა და შენახვის არასწორი პირობების გამო დაზიანდა: ოთახების ელემნტარული კონდენსაციაც კი არ ტარდება. ახალი წიგნები წლებია, აღარ შემოუტანიათ.

„საინტერესოა, რამდენიმე დრო დასჭირდება ახალ მთავრობას ყაზბეგის ასაღორძინებლად?", - კითხულობენ ყაზბეგელები. და ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება.

 

ნატო ველია  

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100