RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა

09.04.2013  |  12:09

პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?

ჟუჟუნა ლაბაძე - პენსიონერი, სოხუმიდან დევნილი. ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მისი პენსია 125 ლარს შეადგენს.

- რაში გყოფნით პენსია?

-ძირითადად, წამლებში. თვეში დაახლოებით 60-70 ლარი წამლებზე მეხარჯება.

-თქვენ დიდ ოჯახში ცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, მარტო რომ ყოფილიყავით, პენსია გეყოფოდათ?

-რანაირად? საპენსიო ასაკში ყველას, როგორც წესი, რაღაც ავადმყოფობა აწუხებს, ხშირად რამდენიმეც კი. ჩემი პენსიის ძირითადი ნაწილი წამლებში მიდის. დაახლოებით 25-30 ლარს დენში ვიხდი, ოდნავ მეტს - გაზზე ვხარჯავ. სულ ესაა ჩემი პენსია.

-თქვენ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობთ. იგი თუ მუშაობს?

-ღვეზელებს აცხობს და მაღაზიაში აბარებს. დღეში დაახლოებით 6-7 ლარი გამოგვდის. პურზე და შაქარზე გვყოფნის.

-კიდევ რაიმე შემოსავალი გაქვთ?

-ჩვენ სოხუმიდან დევნილები ვართ და დახმარებას ვიღებ. მე - 22 ლარს, ჩემი ქალიშვილი 28-ს, ასევე ქმრის პენსიასაც იღებს - 50 ლარს. მისი მეუღლე შსს-ს თანამშრომელი იყო. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ქუთაისში ვცხოვრობდით, იგი დაიღუპა.

-ქალბატონო ჟუჟუნა, რაზე ოცნებობთ?

-სოხუმში ჩემ სახლში დაბრუნებაზე.

ია უგულავა, პენსიონერი ორი ინვალიდი შვილის დედა. 30 წელიწადზე მეტი სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ იმუშვა.

მისი პენსია დღეს 125 ლარს შეადგენს, თითოეული მისი შვილი ინვალიდობის დახმარებას იღებს 70 ლარის ოდენობით. როდესაც მასთან მივედით, იგი სადილს ამზადებდა. ქურაზე დიდი ქვაბი დუღდა.

-ქალბატონო ია, გვიამბეთ, როგორ ცხოვრობთ?

-აი, როგორც ხედავთ, ისე.

-რაში გყოფნით პენსია?

-შიმშილით არ ვკვდებით. გამოკვლევა, ანალიზები, წამლები - ამისთვის 7-8 ლარს ვიღებთ. საბოლოო ჯამში, ავად თუ არ გახდი, საკმარისია, - ამბობს ია უგულავა.

სულ ცოტა ხნის წინ, ერთი საქველმოქმედო აქციის გადაღებისას, ჩვენი გადამღები ჯგუფი საზოგადოებრივ სასადილო „კათარზისს" ეწვია, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. აქ დღეში ორჯერ კვებავენ, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და საკუთარ თავს ვერ არჩენს. ბუნებრივია, „კათარზისის" მუდმივი სტუმრების უმეტესობა პენსიონერები არიან. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გვიამბო, სიამოვნებით იტყოდა უარს უფასო სასადილოში სიარულზე, თავად რომ შეეძლოს საკვების ფულის შოვნა. შესაძლოა, 65 წლის ასაკში ეს უკვე რთულია, მაგრამ პენსიონერებს ნამდვილად აქვთ უფლება, ქონდეთ ისეთი პენსია, რომელიც ღირსეულად არსებობის საშუალებას მისცემს. მითუმეტეს, რომ ბევრს შრომის ხანგრძლივი სტაჟი გააჩნია. მაგრამ საქართველოში პენსიის დარიცხვის დროს საერთოდ არ ითვალისწინებენ ხელფასის ოდენობას, სტაჟს, საქმიანობის სფეროსა და განათლებას. ყველა ერთსა და იმავე თანხას იღებს.

ახლა დავითვალოთ, რეალურად რისი ყიდვა შეიძლება 125 ლარიანი პენსიით. 1 კილოგრამი ხორცი ღირს 14-15 ლარი, კარაქი - 6 ლარი, ყველი - 7-8 ლარი, შაქარი - 1,5 ლარი, ერთი პური 60-70 თეთრი (დღეგამოშვებით მისი ყიდვა თვეში 8 ლარი ჯდება), კვერცხი - 30 თეთრი ცალი. დღეში ერთი კვერცხი - თვეში 9 ლარს უდრის. სულ ესღაა. და პენსიაც აღარაა. როდესაც ვკითხეთ პენსიონრებს, როგორი პენსია სურდათ, მათ 400-500 ლარი დაასახელეს და განცახდეს, რომ ამ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. სინამდვილეში კი ეს ქართველი პენსიონერების არაპრეტენზიულობაზე მეტყველებს. საქმე ისაა, რომ ევროპელები ამ ასაკში დასვენებაზე, მოგზაურობაზე და სამყაროს დათვალიერებაზე ოცნებობენ, მათ დარჩენილი ცხოვრების შელამაზება სურთ, ქართველ პენსიონრები კი გამუდმებით იმაზე დარდობენ, თვიდან თვემდე როგორმე იმყოფინონ თავისი პენსია.

კამა რზაევა


კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100