RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ოპოზიცია მოსკოვის ფრთის ქვეშ?

16.03.2009  |  09:29

9/8/6/1986.jpegიმის შესახებ, რომ რუსეთიდან ფინანსდება ოპოზიციური პარტიების კამპანია, რომლებიც 9 აპრილს გეგმავენ საპროტესტო აქციების დაწყებას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, განცხადება "დემოკრატიული პარტიის" თავკაცმა გია თორთლაძემ გააკეთა. ბრალდებებმა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ანუ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თოქ-შოუ " აქცენტებში" გაიჟღერა.

დემოკრატების ლიდერმა საკუთარი ღრმა რწმენა გამოთქვა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან საუბრისას, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველში სიტუაციის დესტაბილიზაციაში და ამიტომაც ამჯერად ქვეყნის მორყევას შიგნიდან ცდილობს. გია თორთლაძემ აღნიშნა, რომ ამ დასკვნამდე ინტერნეტში რუსი პოლიტოლოგების რჩევების შესწავლის შემდეგ მივიდა, დააბანდონ ფული საქართველოს ოპოზიციაში. " არსებობს კონკრეტული ფაქტებიც, -თვლის თორთლაძე- მრავალ პარტიას ბენზონისთვისაც კი, არ ქონდა ფული, რათა მანქანებით ევლოთ, ახლა კი ისინი ოფისებს ქირაობენ. გასცემენ მაღალ ხელფასებს". GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა იკითხა, ნუთუ სალომე ზურაბიშვილი, ულტიმატუმის ინიციატორი(რომლის ვადაც 9 აპრილს გადის), მოსკოვიდან დაფინანსებას დათანხმდა? ის ხომ არასოდეს მალავდა საკუტარ ანტიპატიებს რუსეთის მიმართ. "მოცემულ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი არ განიხილბა",- უპასუხა მთავარმა დემოკრატმა.

თავისთავად, ოპოზიციამ ამგვარ ბრალდებებზე, პასუხები არ დააყოვნა. იმავე თოქ-შოუში "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ერთერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ეს განცხადება სასტიკად უარყო და "ხელისუფლების PR-აქცია" უწოდა.

დემოკრატიულმა მოძრაობამ "ერთიანმა საქართველომ" რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაძე გახლავთ, მისი პრესონის მისამართით გახშირებული სხვადასხვა სახის ბრალდებების გამო, ამ დღეებში სპეციალური განცხადებით გამოვიდა:" არ არის გამორიცხული, რომ სინამდვილეში ამ "შავი PR-ის" ავტორი მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იყოს".

თავის მხრივ GeorgiaTimes-მა ქართველ და რუს პოლიტოლოგებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვა.

საერთაშორისო ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ გამოკველევათა ინსტიტუტის დირექტორი ვიაჩესლავ იგრუნოვი: "დავიწყოთ იმით, რომ ჯერ გაურკვეველია იქნება თუ არა ახალი ხელისუფლება, უფრო კეთილგანწყობილი მოსკოვის მიმართ, თუ კი ვივარაუდებთ, რომ მის ფორმირებას მოახერხებს ოპოზიცია, მაიტომაც სახსრების დაბანდებას არ აქვს აზრი. თანაც ამჟამად კრემლი, ხელმძღვანელობს პრინციპით: ყველამ თავისი, თვითონ უნდა გადაიხადოს". ამსთან ერთად რუსი ექსპერტი თვლის, რომ რუსეთში ისვე როგორც საქართველოში, არსებობს სხვადასხვაგვარი შეხედულებები. "არსებობს კონფრონტაციაზე ორიენტირებული ხაზი, - ამბობს ის - არსებობს სხვა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მიმართული ხაზიც. მოსკოვი ჯერჯერბით რეაგირებას ახდენს სიტუაციაზე და ვერ მართავს მას. თუ კი, თბილისი უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს, მაშინ მისკენ შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ. მანამდე კი, სანამ საქართველოს უხეში ანტირუსული პოზიცია ექნება, გაგრძლდება რუსეთის მხრიდან ზეწოლაც".- რეზიუმირებას ახდენს იგრუნოვი.

ქართველი პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის აზრი, მრავალ საკითხში ემთხვევა რუსი კოლეგის შეხედულებებს. საყვარელიძე თვლის, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, სულ უფრო ხშირად მღერის უნისონში შეხმატკბილებულად, მმართველ " გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასთან". "რაში სჭირდება რუსეთს ოპოზიციაში ფულის ჩადება?- კითხულობს ქართველი პოლიტოლოგი.- უკეთეს ვარიანტს, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაა, რუსეთი ხომ ვერ იპოვნის". ის თვლის, რომ სააკაშვილის დისკრედიტირებული რეჟიმი, უფრო მომგებიანია კრემლისთვის, ვიდრე ოპოზიცია, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს მოსახელობაშიც და საზღვაგარეთაც.

რაც შეეხება რუსულ ფულს ქართულ პოლიტიკაში, საყვარელიძის აზრით, ყოველგვარ ეგრეთწოდებულ "კრემლის" ფულზე ლაპარაკიც კი, ზედმეტია. "რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, რომლებსაც ეხლანდელმა ხელისუფლებამ აურაცხელი პრობლემები შეუქმნა და ისინი მზად არიან დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას, მოიცილონ მოქმედი ხელისუფლება, - თვლის ექსპერტი.- მრავალი ქართველი ბიზნესმენის ინტერესები, ემთხვევა ოპოზიციის განწყობილებებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრებს".

დასკვნის გამოტანისას საყვარელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და მმართველი პარტია აქტიურად ეწევა, კონკრეტულად ბურჯანაძის დისკრედიტაციას. ვინაიდან, სწორედ ის გამოდგა ოპოზიციონერთა შორის:"ყველაზე ენერგიული და მის სიტყვებს საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერები მეტად უგდებენ ყურს, ვიდრე ყოფილი დიპლომატის, ირაკლი ალასანიას აზრებს".

მრავალი წლის განმავლობაში საყვარელიძე ედუარდ შევარდნაძის მრჩევლად მუშაობდა, ამიტომაც GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა მას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ედუარდ ამბროსის ძის ამსწინანდელი გამონათქვამის შესახებ, რომ მას ორი კანდიდატი ესახება პრეზიდენტის პოსტზე. საყვარელიძემ თქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია ივარაუდოს: "ექს-პრეზიდენტმა მიგვანიშნა, რომ კანდიდატი ექიმია და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და საქართველოში. შემიძლია ვივარაუდო, რომ მას მხედველობასი ყავდა ფრიდონ თოდუა".

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ფრიდონ თოდუას არ უყვარს ხმამაღალი განცხადებები, ამიტომაც მისი სახელი ხშირად არ ისმის. თუმცა ეს - მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. თუმცა, პოლიტიკაში არც ისე იშვიათია, როცა ბოლო მომენტში ჩრდილიდან გამოდის ლიდერი, რომელიც შემდგომ ქვეყნის საჭესთან აღმოჩნდება კიდევაც.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100