RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა?

15.04.2013  |  17:55

საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.  

საქართველოში ვენახების პირველი მასობრივი განადგურება სისხლიანი დამყპრობლის, შაჰ-აბასის სახელს უკავშირდება. ისტორიის თანახმად, ქვეყანაში მის ყოველ შემოჭრას ვაზის გაჩეხვა მოჰყვებოდა.

მაგრამ იყო დრო, როდესაც საქართველო ერთი დიდი ქვეყნის ნაწილი იყო, და მოსკოვის შეკვეთით ყურძნის მილიონამდე ტონას აწარმოებდა. ახლა ეს რაოდენობა 150 ათას ტონამდე შეცირდა. საქმე ისაა, რომ რამოდენიმე წლია, ქვეყანაში ვაზის გაჩეხვა უმოწყალოდ მიმდინარეობდა.

იმისდა მიუხედავად, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ საბჭოთა დროში დაიწყო, როცა კახელებს აიძულებდნენ ყურძნის ნაცვლად საზამთრო მოეყვანათ, განსაკუთრებული სინანულით ისინი სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს წლებს იხსენებდნენ, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კახელი გლეხები მწარედ განიცდიან ჩადენილს. ახლა ისინი განადგურებული ვაზის აღდგენას ცდილობენ. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ 60-70 ათასი ჰექტარი სავსებით საკმარისია როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისათვისაც.

1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ვაზის დარგვა ახალ ფართობებზე აღარ ხდებობდა, არ ხდება არც ახალი ვაზის დაწამლვა. კახეთში უკვე აღარ არსებობს სათბური და სანერგე მეურნეობები. ქართველებს მოუხდათ ვენახების დატოვება და სამუშაოს საძებრად საზღვარგარეთ წასვლა, ხოლო ის, ვინც ქვეყანაში დარჩა, იძულებული გახდა ვაზი გაეჩეხა და მის ადგილას საზამთრო და სხვა კულტურები გაეშენებინა.

გლეხები მიიჩნევენ, რომ შაჰ-აბასის მსგავსი დამპყრობლების მიერ დაწყებულ "შავ საქმეს" "წარმატებულად" აგრძელებდა სააკაშვილის მთავრობა. ეს უკანასკნელი ქართველებს აიძულებდა, ვენახები საკუთარი ხელით გაეჩეხათ. რა მიზნით? უბრალოდ, იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე მოყვანილი ვენახები აღარ წარმოადგენდა შემოსავლის წყაროს. სახელმწიფო ყურძენს კაპიკებში იბარებდა, რუსული ბაზარი კი ჩაკეტილი იყო.

ჩვენ რამდენიმე გლეხს გავესაუბრეთ. ერთნი განადგურებულ ვენახებზე დიდი სინანულით გველაპარაკნენ, სხვებს უხარიათ, რომ შეინარჩუნეს ვაზი, რომელსაც საკუთარი შვილივით უვლიდნენ, და თუ სახელმწიფო მათ დახმარებს გაუწევს, ვენახი მათი მთავარი საარსებო წყარო გახდება.

უამრავი გლეხი აპირებს, ყურძნის მოყვანა ახლიდან დაიწყოს, მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, სათბური და სანერგე მეურნეობები უკვე აღარ არსებობს. თუკი მთავრობა მათ მცირე დახმარებას მაინც გაუწევს, კახეთში მალე ვაზის აღორძინება დაიწყება.

"საქართველო - ვაზის ქვეყანაა. აქ ვაზი ყველაზე კარგად ხარობს. ხოლო საქართველოს წინა მთავრობას ზეთისხილისა და კაკლის პლანტაციების გაეშენება სურდა. ჩემს "რქაწითელს" უკვე 3 ჰექტარი მიწა ეკავა. დღემდე ვნანობ, მისი გაჩეხვა რომ მომიხდა. ამბობენ, რომ სანერგე მეურნეობას აღადგენენ, მაგრამ, სანამ მოსავალი მოვა, რამდენიმე წელია საჭირო. ვენახის ადგილას საზამთრო მაქვს დარგული და კარგ მოსავალს ველოდები. შეიძლება, ყურძნის დარგვასაც მოვკიდო ხელი", - სინანულით აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი.

ფაქტია, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა. აქ ვაზის კულტია. თუკი მთავრობა გაუწევს გლეხებს დახმარებს და კახურ მიწაზე ყურძენი კვლავ გაიხარებს, ამით მოგებული ყველა დარჩება - სტუმრებიც და მასპინძლებიც. 

ნატო ველია 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100