RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ

18.04.2013  |  12:39

აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარი ფაქტების ხელახალ გამოძიებას. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ხლისუფლების მოქმედებები კონფლიქტის დროს „არაარეკვატური" იყო. „მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით არაადეკვატურად იქცეოდა მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო. ეს იმ პერიოდს ეხება, როდესაც რუსულ ჯარს ჯერ საზღვრები არ გადმოუკვეთავს. საქართველოს შეეძლო სამხედრო კონფლიქტი თავიდან აეცილებინა. მით უმეტეს, რომ იქ არ იყო იმ მასშტაბის დაბომბვები, რომ საჭირო ყოფილიყო ქართული ჯარის შეყვანა. როდესაც ერთ-ერთი ქართული სოფლის დაბომბვის დროს საცხოვრებელ სახლს ნაღმმტყორცნის ჭურვი მოხვდა, რასაც მსვერპლი არ მოჰყოლია, ამ სოფლიდან მოსახლეობა უნდა გაეყვანათ და იქ საერთაშორისო დამკვირვებლები შეეყვანათ, და არა შეიარაღებული ძალები. პირადად ჩემთვის ამ კონფლიქტში ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, ამიტომ მე მივესალმები იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ" - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა დაკითხვაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოძახებაც არ გამორიცხა. „ვფიქრობ, რომ სააკაშვილს არ უნდა გაუკვირდეს, თუ მას სასამართლოში დაიბარებენ. ის ამ საკითხს გაგებით უნდა მოეკიდოს" - ამბობს ივანიშვილი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ ბრალდებებს თავად საქართველო გამოიძიებს. წულუკიანის თქმით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია. „მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტებზე ყოფილი და დღევანდელი მაღაჩინოსნების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვა მოხდეს", - განაცხადა წულუკიანმა.

სიტუაციაში გარკვევას, რამაც საქმე სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანა, სამხედრო წარუმატებლობების მიზეზებში და შეეძლო თუ არა საქართველოს სამხედრო მოქმედებების აცილება დიპლომატიური გზით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ალასანიაც აპირებს.

„ის, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, ეჭვს არ იწევს. თუმცა აუცილებელია იმაში გარკვევა, ბოლომდე გამოიყენა თუ არა საქართველომ დიპლომატიური და საერთაშორისო რესურსები, რომ სამხედრო შეტაკება თავიდან აეცილებინა." - განაცხადა ალასანიამ საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თავისი განცხადებებით ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. ივანიშვილი ამჯერად ამას პირდაპირ არ ამბობს, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლამდე ოპოზიციური კოალიციის ლიდერი პირდაპირ აცხადებდა - „2008 წლის აგვისტოში ომი სააკაშვილმა დაიწყო".

ქართველი ექსპერტები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ პირს წაიკითხოს კიდევ ერთი კომისიის დასკვნა - საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მოხსენება ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელიც ადრე საქართველოში გაეროს მისიას ედგა სათავეში. ეს მოხსენება 2008 წლის ბოლოს იყო მომზადებული და ის დაახლოებით ერთი ათას გვერდს შეადგენს. ექსპერტს კახა გოგოლაშვილს ეჭვი ეპარება, რომ ვინმემ, მათ შორის ვისაც ომთან უშუალო კავშირი ჰქონდა, ეს დოკუმენტი თავიდან ბოლომდე წაეკითხა.

„მე არა მგონია, რომ ახლა სწორი დროა ფართომასშტაბიანი გამოძიების ჩატარებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ჯერ კიდევ კონფლიქტის რეჟიმშია რუსეთთან. მიუხდავად იმისა რომ საბრძოლო მოქმედებები ახლა არ მიმდინარეობს", - განაცხადა გოგოლოაშვილმა GeorgiaTimes- თან ინტერვიუში. „შესაძლებელია გარკვეული ფაქტების გამოძიება, რაც ომის დროს კონკრეტულ ინციდენტებს ეხება. მრავალი კითხვა არსებობს, მაგალითად შეიარაღებული ძალების მოქმედებასთან დაკავშრეიბით. რაც შეეხება კომპლექსტურ გამოძიებას, მე არა მგონია, რომ პროკურატურა ამას ტალიავინის კომისიიაზე უკეთესად გააკეთებს. თუკი ხელისუფლებას პოლიტიკური შეფასების გაკეთება სურს, მას შეუძლია საფუძვლად საერთაშორისო კომისიის დასკვნა გამოიყენოს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო სგამოძიებო ჯგუფის დასკვნას, მასში იმ ფაქტების ჩამოთვლა ხდება, რაც აგვისტოს ომს წინ უძღოდა და ასევე მთელი კონფლიქტის აღწერა ხდება. პრაქტიკულად კომისიის დასკვნაში წერია, რომ არც ქართულმა, არც ოსურმა და არც რუსულმა მხარემ 2008 წლის აგვისოში არ მიიღო ყველა აუცილებელი ზომა სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კომისიის დასკვნის მიხედვით, დროის გარკვეულ მონაკვეთში, კონფლიქტის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება.

მიხეილ ვარძელაშვილი 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100