RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

40 წელი - სიცოცხლე დასრულდა?

18.04.2013  |  12:41

თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას "ახალი სისხლი" სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ "თავისიანებს", რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი თავისიანები-სხვების პრინციპით. რა ვითარებაა დღესდღეისობით ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში და ზოგადად, დასაქმების სფეროში? ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ასაკის ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში კარგად?

დიდი ხნის მანძილზე საქართველო აყვავებული პროტექზიონიზმისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ქვეყანა იყო. აქ თანამდებობეზე ახლო ნათესავების, ახლობლებისა და ნაცნობების დანიშვნა ბუნებრივი იყო, იმისდა მიუხედავად, რომ, შესაძლოა, ეს ადამიანები გამოუცდელნი ან უბრალოდ, არაკომპეტენტურები ყოფილიყვნენ. ეს "წესი" მთავრობაზეც ვრცელდებოდა. თითქმის ყველა თანამდებობაზე, მინისტრის სავარძლის ჩათვლით, "თავისიანი ახალგაზრდები" ინიშნებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილი ხმამაღლა და მკაფიოდ აცხადებდა, რომ ყველა, ვისი ასაკიც 35, განსაკუთრებით - 40 წელს აღემატება, არაფრად აღარ ვარგა. ისინი დრომ ისტორიის სანაგვეზე მოისროლა, მათი ადგილი აღარაა არც ახალ ხელისუფლებაში, და საერთოდ, არც ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი განცხადების მოსმენის შემდეგ ბევრი დეპრესიაში ჩავარდა. უცებ გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ცოდნასა და გამოცდილებას იძენდნენ, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, საკუთარ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ აღარ სჭირდებოდნენ, რომ მათი ასაკი 40 წელს აღემატებოდა. საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ, ხოლო ევროპული ფორმატის აზროვნების მქონე ახალი პრეზიდენტი ოცნებობდა, ქვეყანა დაჟანგული საბჭოთა რელსებიდან მათ ევროპულ ანალოგზე გადაეყვანა.

ასე გაჩნდნენ ქვეყანაში ახალგაზრდა მინისტრები, რომლებიც სამინისტროებში ნაცნობობით და ბიძაშვილ-მამიდაშვილობით მოხვდნენ. შედარებით ასაკოვანი ხალხი არც კერძო სექტორში და არც სახელმწიფო სტრუქტურებში აღარ ჩანდა. ასაკოვანად ამ შემთხვევაში ითვლებოდნენ 40-ს გადაცილებული ადამიანები. მაგალითისათვის მოვიყვანოთ მეზობელი აზერბაიჯანი. 2006 - 2007 წლებში ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ადამიანებს 40 წლის ჩათვლით. მაგრამ ეს უკვე მეორე უკიდურესობაა.

საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ, ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ნეპოტიზმს ბოლო მოეღებოდა. თუმცა შესამჩნევი ცვლილებები ჯერ არ ჩანს. ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ახალი მთავრობის წევრები თანამდებობებზე ისევ საკუთარ ნათესავებს ნიშნავენ, რაც "ქართული ოცნების" აქტიურ წევრთა შორისაც კი დიდ უმაყოფილებას იწვევს. ეს ადამიანები, დღიდან დღემდე ელოდებიან სამსახურს, და გამუდმებით ხედავენ, რომ ვაკანტურ ადგილზე რომელიმე ჩინოსნის ნათესავი ინიშნება. თუმცა, ეს მთავრობა ახალგაზრდა კადრების სიმრავლით აღარ გამოირჩევა.

აი რა განაცხადა მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა, რომელმაც სამსახურში თავისი ძმისშვილი მიიღო: "ჩემს ძმისშვილს მუშაობა ეკრძალება? როგორ გგონიათ, რა უნდა მექნა, ის ხომ წლობით უმუშევარი იყო?", -ასე უპასუხა მან ნეპოტიზმის ბრალდებას.

ბუნებრივია, ნაცნობების ფართო წრემეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება ადამიანს საინტერესო სამსახურის პოვნაში. დღესდღეისობით, რეკომენდაციები და პირადი ურთიერთკავშირი ბევრს წყვეტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ნეპოტიზმი - ცალკე თემაა, რომელიც საგულდაგულო ანალიზსს საჭიროებს. ჩვენ კი, უბრალოდ, გვსურს საზოგადოების ნაკლოვანებებისა და ქვეყნის მთავრობის შეცდომების გამოვლენა.

საქართველოში ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადოს. ამისათვის სპეციალური საიტი არსებობს. თუმცა, როგორც ჩვენ თბილისის მცხოვრებმა მარიამ ორაგველიძემ გვითხრა, ეს უბრალო ფორმალობაა.

"მოქმედებს საიტი, სადაც ყველა არასებული სახელმწიფო ვაკანსია თავსდება. მაგრამ, თუკი შენ არ ხარ მთავრობასთან დაახლოებული პირი, არამგონია, ვინმემ სამსახურში მიგიღოს. შენს მონაცემებს არც კი წაიკითხავენ. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობა სამსახურს საზღვარგარეთ ეძებს", -აცხადებს მარიამ ორაგველიძე.

რაც შეეხება ასაკოვან მოქალაქეებს, ისინი ძალზედ იმედგაცრუებულნი არიან. ყველამ მშვენივრად იცის, რომ გასული 9 წლის მანძილზე ვერ იშოვიდი სამსახურს, თუკი განსხვავებული აზრის მატარებელი იყავი. დევნიდნენ ოპოზიციის მიტინგებზე შემჩნეული ადამიანების ოჯახის წევრებსაც კი. გარდა ამისა, ნებისმიერი სამსახურისთვის ითხოვდნენ ინგლისური ენის ცოდნასა და, მინიმუმ, 2-3 წლიან სამუშაო გამოცდილებას. 

ნატო ველია


კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100