RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია

25.04.2013  |  19:02

შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?

ბიზნესი საქართველოში თანდათან სულ უფრო თავისუფალი ხდება, მაგრამ სრულ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ ადრეა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელმწიფოს ზეწოლისგან ბიზნესმენების გათავისუფლება დაასახელა, პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია ბიზნესმენების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლების, ასევე სახელისუფფლო სტრუქტურებთან დაახლოვებული პირების „გარკვეული კონტაქტების" შესახებ. ამ კონტაქტების მიზანი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს - საქართველოში ბიზნესის ხელახალი გადანაწილება. ან მცდელობა მაინც.

ერთ-ერთმა პირველმა ხმაური ატეხა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ეკონომისტი და პრემიერ-მინისტრთან დაახლოვებული პირი გია ხუხაშვილი რატომღაც იბარებს ბიზნესმენებს შეხვადრაზე იმ შენობაში, რომელიც ადრე თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა. ამ შეხვედრების დეტალები, ბუნებრივია, უცნობია, მაგრამ ოპოზციას მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას კვლავ სურს „მიხედოს" ბიზნესმენებს, ანუ ამა თუ იმ ბიზნესში წილები გადაანაწილოს. „იქნებ ვინმემ ამისხნას, რა მიზნით ხვდება ხუხაშვილი ბიზნესმენებს და რა ფუნქცია დააკისრა მას საქართველოს ახალმა სელისუფლებამ?" -განაცხადა ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თავად ხუხაშვილი ასეთი შეხვედრის ჩატარებას არ უარყოფს. მისი თქმით, ის მეწარმეებს ბიზნესის თავისუფლებაზე ესაუბრა და იმაზე, რომ ამიერიდან ქართველ ბიზნესმენებს შეუძლიათ საქმეები აწარმოონ სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მაგრამ ამას ხომ თავად პრემიერიც აცხადებს. მაშ დამატებითი დადასტურება რაღა საჭიროა?

ბიზინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აცხადებდა, რომ ის არ დაუშვებს არანაირ, „ძალზე თბილ" ურთიერთობებსაც კი მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. „რომ შეეცადოთ ბიზნესმენებთან დაძმობილება, მე ამას არ დავუშვებ" - განაცხადა ივანიშვილმა თავისი კოალიციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

ქართულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა, რომელზეც მან კანონმდებლებს კატეგორიულად მოსთხოვა ბიზნესის გადანაწილების პროცესის შეწყვეტა, თუ ასეთს აქვს ადგილი. ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას, ბუნებრივია, არ ადასტურებენ. ქართველი ექსპერტებს კი ასეთი შეხვედრის ჩატარებას შესახებ ინფორმაცია აქვთ.

„დიახ, მეც მომივიდა ასეთი ინფორმაცია, - განაცხადა Georgia Times-თან ინტერვიუში ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძემ, „რადგანაც ივანიშვილმა ეს მოითხოვა, ესე იგი გარკვეული პრობლემები არსებობს. თავისუფალი ბიზნესი საქართელოში მხოლოდ ფორმირების პროცესშია, ბუნებრივია, ის ბოლომდე თავისუფალი არ არის. მართალია სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ სამართლიანობის აღსადგენად აუციელებელია წართმეული ბიზნესი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს, ეს პროცესი კი ძალზე ნელა მიდის. პროკურატურაში ბიზნესმენებისგან 7 ათასზე მეტი განცხადებაა შეტანილი, ხოლო რეალური გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმეზეა მიღებული.

- ცნობილია თუ არა თვენთვის რუსულ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტების შესახებ, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი? ასე მაგალითად ანდრეი რაპაპორტი ცოტა ხნის წინ კომპანია „თბილწყალკანალში" საკუთარი წილის გაყიდვას აპირებდა.

- რაპაპორტს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამის გარეშე კი ბიზნესის კეთება ძალზე რთული იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას საქართველოში სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თუ არ ვცდები, ახლა მან გადაიფიქრა კომპანიის გაყიდვა და აკვირდება - როგორ განვითარდება მოვლენები. ბევრი ბიზნესმენი უყურებს, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოში ბიზნესის მიმართ და შემდეგ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ" - ამბობს თვალჭრელიძე.

რუსულ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი პეტრე მამრაძეც საუბრობს. მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი ზურაბ არსოაშვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის" ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს კომპანია რუსულ РАО ЕЭС-ს ეკუთხნის.

„აბა როგორ შეიძლება ამ ფაქტის შეფასება, არა სახელმწიფოს ჩარევა კერძო ბიზნესში?" - ამბობს მამრაძე GeorgiaTimes-თან ინტერვიუში. „მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი „დამრტყმელი" გუბერნატორი კერძო კომპანიის დირექტორად ინიშნება. ისე სააკაშვილის დროს საქართველოში კერძო ბიზნესის არსებობის შესახებ საუბარი ზედმეტი იყო. ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია არ გაგრძელდება, რადგანაც არის გარვეული ინფორმაცია, რომელიც კითხვებს ბადებს - ხომ არ აპირებს მთავრობა კვლავ კერძო სექტორის გაკონტროლებას? არის მრავალი კითხვა საწვავის ფასებთან დაკავშირებით, რომელიც არ იკლებს ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯერ კიდევ ძალაშია ძველი მონოპოლიები, თუ ის ახალით შეიცვალა? სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ისეთ მაღალ დონეზე არ არის, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღება დაუთმოს, ასე რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ მაღალია" - განაცხადა მამრაძემ.

მიხეილ ვარძელაშვილი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100