RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს

25.04.2013  |  19:03

სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო". რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ-მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმიჯზე?

თუ საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 ლარს შეადგენს, მზარეულის ხელფასი, თურმე, ბევრად მეტია. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მზარეული, რომელიც ესპანეთიდან „გამოიწერეს", სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 250 ათასი ლარი უჯდებოდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც მზარეულის გარდა ფულს მასთან სპეციალურად მიმაგრებულ თარჯიმანსაც უხდიდნენ და ასევე საცხოვრებელ ხარჯებს უნაზღაურებდნენ.

სერხიო კალდერონი (ასე ერქვა მზარეულს, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნეზე „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს), სულაც არ არის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ერთადერთი მაგალითი იმ მიზნებისთვის, რაც ქვეყნის ნამდვილი მოთხოვნილებებისგან საკმაოდ შორს არის.

პარლამენტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია გრიფით „სრულიად საიდუმლო", რომელიც მან საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მიიღო. ისევე როგორც პრეზიდენტის შეფ-მზარეული, საზღვარგარეთის კურორტებზე სახელმწიფო მოხელეების დასვენებაც საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ასე მაგალითად, ბოლო ახალ წელს პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდის წარომადგენლები - სულ 10 ადამიანი, დუბაიში შეხვდნენ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 240 ათასი ლარი დაუჯდა. საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე მოცემულია უამრავი საჩუქრის ჩამონათვალი, რიმლის შესაძენად ფული ასევე სახელმწოფო დაცვის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი.

პირველ რიგში, ეს არის მარიამ საჯაიასთვის გადაცემული საჩუქარი, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია. ეს არის 3500 ლარის ღირებულების ოქროს ბრასლეტი. მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრის შეძენა დოკუმენტურად არის გაფორნებული, თავად საჯაია ამ ფაქტს უარყოფს.

კიდევ ერთი საჩუქარი პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ მიიღო. ეს არის მრვალფუნქციური მობილური ტელეფონი iPhone4, რაც ასევე დაცვის სამსახურმა დააფინანსა და ის ბიუჯეტს 1600 ლარი დაუჯდა. ოდნავ ნაკლები თანხა გადაიხადეს უკრაინელი მომღერლის და ტელეკომპაია „პიკ"-ის ყოფილი წამყვანის ივანა მელაის საჩუქარში - მას 962ნ - ლარიანი ოქროს სამკაული აჩუქეს.

თუმცა ყველაზე ძვირი ამ ბიუჯეტს მაინც უცხოეთში მოგზაურობები უჯდებოდა. ასე მაგალითად, აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ვიზიტი ბიუჯეტს 16 ათასი დოლარი დაუჯდა. ის ასევე დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დააფინანსა.

ყველაზე მეტი კითხვა კი გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2010 1011 წლებში დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის საფასური იყო გადახდილი, ეს გადასახადის გადამხდელებს 14 ათასი ლარი დაუჯდათ. სხვათა შორის. წინა დღეს საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მისი ბიძის - თემურ ალასანიას თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია ნეპოტიზმი" და არც ერთი მისი ნათესავი პრეზიდენტობის წლებში სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდა. თუმცა აქვე ერთი კითხვა იბადება - არის თუ არა სახელმწიფო სამსახური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავითი ხელმძღვანელობდა და რომელიც არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ ამ თანამდებობიდან გადადგა?

ექსპერტების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ძალზე ხშირად ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავდა სახელმწიფო და პირად სახსრებს შორის ასე მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ოფივციალური ვიზიტის წინ და შემდეგ არაერთხელ „შეფრენილა" სხვადასხვა კურორტზე, სადაც სახელმწიფო ფულით ისვენებდა. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ აქ აშკარად იკვეთება კანონის დარღვევა.

„ მე არა მგონია, რომ ეს საქმე პოლიტიკური განცხადებებით უნდა შემოიფარგლოს" - განაცხადა საყვარელიძემ GeorgiaTimes-თან ინტერვიუში. „მოსახლეობამ შეიძლება შემოდგომამდე დაიცადოს, მაგრამ შემდეგ პრეტენზიებს უკვე მოქმედ ხელისუფლებას წაუყენებს, რომელიც კანონის დარღვევაზე არ რეაგირებს. მოსახლეობამ იმაზე მეტი დარღვევის შესახებ იცის, ვიდრე ამის გამოძიება ხდება და ეს საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური ბრძოლის ელემენტიც არის. გამორიცხული არ არის, რომ „ქართულ ოცნებას" სხვა - უფრო სერიოზული ფაქტებიც აქვთ შემონახული. ამასთანავე მე არა მგონია, რომ „ნაცმოძრაობის" დისკრედიტაცია „ქართული ოცნების" ამოცანას წარმოადგენს, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების თვალში ისედაც დისკრედიტებულია" - განაცხადა საყვარელიძემ.

თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ხლისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ წლებში თავის პრიორიტეტად კორუფციასთნ ბრძოლას, სიღარიბის დაძლევას, ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებდა. დოკუმენტები, რომლებიც მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გამოაქვეყნეს, აჩვენებს იმის" მექანიზმებს, თუ როგორ აპირებდა ამის გაკეთებას მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ ვარძელაშვილი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100