RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სიმართლე ქართული ღვინის შესახებ

13.05.2013  |  11:04

ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.

- სიტყვათა შეხამება "ქართული სუფრა" ქართველი ერის სტუმართმოყვარეობისა და ხელგაშლილობის სიმბოლოდ იქცა. როგორ ჩაისახა ქართული სუფრის წარმართვის კულტურა?

- საქართველო ერთი დიდი სუფრაა, იგი წინაპრებმა გვიბოძეს, სუფრასთან ქცევის წესები გვასწავლეს. ქართული სუფრა ისეთივე ხელოვნებაა, როგორც ჩვენი წარსული, ისტორია. მას ხშირად შემოქმედებას ადრიან, ვინაიდან სუფრა, თავისთავად, ქართული სულის შემოქმედებით მხარეს აღვიძებს. ქართულ მითოლოგიაში მჭიდროდაა დაკავშირებული მიწა, ვაზი და მზე, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ადამინები მზის მისამართით ლოცვებს აღავლენდნენ, რათა ყურძენი მალე მომწიფებულიყო, ასევე მიწას ეთაყვანებოდნენ, რომ უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო. ძველად ვაზს სიცოცხლისა და სიკვდილის დამარცხების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. წარმართულ საქართველოში არსებული წესის თანახმად, ქალს უფლება არ ჰქონდა, შეხებოდა ჭურჭელს, რომელშიც ღვინოს ხდიდნენ, არც მისი გარეცხვის უფლება ჰქონდა. ღვინის ჭურჭლის შეხების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნდა, თუკი სახლში სრულწლოვანი მამაკაცი არ ჰყავდა. ღვინის დაღვრა მხოლოდ გარდაცვლილების ხსენებისას იყო ნებადართული. დღეს ეს ტრადიცია მარტო საქართველოში შემორჩა.

- რომელი ქვეყანა მიიჩნევა ღვინის სამშობლოდ?

- ძველი ევროპული გადმოცემების თანახმად, ამიერკავკასიაში ღვინის სამშობლოდ საქართველო მიიჩნევა. უძველეს დროში აქ ყურძენს მხოლოდ საჭმელად იყენებდნენ, შემდეგ დაიწყეს წვენისა და ღვინის წარმოება, ბოლოს კი ვაზის ფოთლების გამოყენებაც. საქართველოში ყურძნის 300-ზე მეტი ჯიში ხარობს.

- ღვინო სამართლიანად მიიჩნევა საქართველოს სიამაყედ?

- ღვინო უბრალოდ სასმელი კი არა, არამედ ეროვნული განძია. ვენახის მოყვანისა და ღვინის დამზადების ცენტრი ყოველთვის აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ კი - კახეთი იყო. ალაზნის ველს იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს: ქარისგან დაცულია, გარს უამრავი მდინარე აკრავს, მშვენიერი ნიადაგითაა დაჯილდოვებული. ყველაფერი ამის წყალობით, აქაური ღვინო განუმეორებელი და ორიგინალური გემოთი გამოირჩევა. საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც თან ცეკვა და სიმღერა ახლავს. აკრეფილი მოსავალი მარანში მიაქვთ. საწნახელი დიდი თასია, სადაც ყურძენს ფეხებით ჭყლეტენ. ეს იმითაა განპირობებული, რომ კურკები არ უნდა დაზიანდეს, სწორედ ისინი აძლევენ ღვინოს პიკანტურ სიმწარეს და გემოს. შემდეგ რბილობს ქვევრებში ათავსებენ. ქვევრები მთლიანად მიწაშია მოთავსებული და მხოლოდ ყელია იატაკის დონეზე. ასე იქმნება მუდმივი ტემპერატურა ღვინის გამოსახდელად.

- უხუცესების მონათხრობიდან ცნობილია, რომ სუფრის წაყვანის სხვადასხვა ნიუანსები არსებობდა. მოგვიყევით მათ შესახებ.

- ქართულ სუფრასთან არ უნდა ყოფილიყო იარაღასხმული ადამიანი. ეს აღიქმებოდა, როგორც უნდობლობა სახლის პატრონისა და თანამესუფრეებისადმი. ასევე, ძველად ითვლებოდა, რომ იარაღი ღმერთების სასმელს ბილწავდა. ამიტომ მას სახლის პატრონს აბარებდნენ, რომელიც იარაღს ინახავდა, და სუფრის ბოლოს აბრუნებდა.

X-XII საუკუნემდე ქართველ ქალებს სუფრაზე დასხდომა აკრძალული ჰქონდათ. XIV-XV საუკუნებიიდან ქალები სუფრის ერთ მხარეს სხებოდნენ, ხოლო მამაკაცები- მეორე მხარეს. მრავალი ისტორიული დოკუმენტი მეტყველებს იმის შესახებ, რომ სუფრასთან ბევრი ღვინის დალევა მიღებული არ იყო, საშუალოდ, 7-8 ჭიქა ღვინოს სვამდნენ.

- გაგაჩნიათ სპირტიანი სასმელის დამზადების რომელიმე პირადი რეცეპტი?

- მაქვს რამდენიმე, მაგრამ მე მინდა იმ არაყის შესახებ მოგიყვეთ, რომელსაც სტალინი საკუთარი რეცეპტით ამზადებდა. და ამ არაყით მეგობრებს უმასპინძლდებოდა, როდესაც კარგ ხასიათზე იყო. მის შემადგენლობაში შედის: 500 მლ ხილის ჭაჭა, 1 წითელი წიწაკა, 2-3 კბილი ნიორი. ეს ნაყენი რამდენიმე დღის მანძილზე იდგა და სტალინი სადილის წინ ცოტ-ცოტას სვამდა.

- უძველესი დროიდან მეცნიერები იმის შესახებ დაობენ, რამდენად მავნებელია ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმისათვის, როგორ აისახება მადაზე და, ბუნებრივია, წონაზე. თქვენ რას ფიქრობთ?

- ტკბილი სასმელები, რაღა თქმა უნდა, მაღალკალორიული. ისინი მადას ზრდიან. თუმცა, მეორეს მხრივ, დამტკიცებულია, რომ ალკოჰოლი ორგანიზმში ცხიმების შლას ეხმარება. შემიძლია სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების კალორიულობა მოგიყვანოთ, მაგალითად: ლუდი - 38, მშრალი ღვინო - 50, ჯინ-ტონიკი - 95, არაყი - 180, კონიაკი - 200, ვისკი, ტეკილა- 237, ლიქიორი - 336. ექიმი გუაზე წერდა: "ადამიანის ჯანმრთელობისთვის ღვინო არის ავამდყოფობის თავიდან დაღწევის საშუალება, ხოლო ავადმყოფისთვის კი - გამოჯანმრთელებისთვის. სუფთა ყურძნის ღვინო დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, ხელს უწყობს დეტოქსიკაციასა და ბევრ სხვა პროცესს. რა თქმა უნდა, იგულისხმება ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება. ღვინო შეიცავს C და B ვიტამინებს, ხანდახან ქირურგიაშიც გამოიყენება. კარგად მოქმედებს ასევე თირკმელებზე, ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას და სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობას ზრდის . მარგებელია სკლეროზის, გული ჰიპერტროფიის, მიოკარდისა და არტრიტის დროს.

ესაუბრა ხათუნა მამნიაშვილი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100