RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიციას საქართველოს მთავარი „დემოკრატიზატორის“ არ სჯერა

18.03.2009  |  11:42

0/1/9/2019.jpegდიმიტრი შაშკინის მიერ სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ თვეში, ის უკვე სკანდალური სიტუაციის ცენტრში აღმოჩნდა. ბანკის თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელების შეწყალების გამო, მას ოპოზიცია დააცხრა თავს ტყულისა და არაკომპეტენტურობის ბრალდებით. ოპოზიცია აღშფოთებულია. შაშკინი თავს იმართლებს. ურთიერთდაპირისპირება ღრმავდება.

მის ვალდებულებაში ხომ, სასჯელის აღსრულებაზე ზედამხედველობის გარდა დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა და ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა შედის. შაშკინის ერთდროულად ორ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან - „მთავარი ზედამხედველის" და მთავარი „დემოკრატიზატორის" - ოპოზიცია გაოცებული იყო ასეთი სიმბიოზით. „იზვესტიას" კორესპონდენტთან საუბრისას ერთმა ქარველმა პოლიტოლოგმა იხუმრა კიდეც:"ყველას ჩასვამენ და ისაუბრებენ მათთან ციხეებში. მოაწყობენ პირდაპირ ეთერში დისკუსიებს, თოქ-შოუს, ყავას მიაწვდიან". აქამდე მადლობა ღმერთს, ჯერ საქმე არ მისულა. მაგრამ მოლოდინი გამართლდა - სკანდალმა დაიქუხა.

ამ დღეებში ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის 24 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, ბანკის ახალგაზრდა თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელი გაუნახევრებიათ და ისინი დღედღეზე გათავისუფლდებიან.

საქმე იმაშია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ 2006 წელს საქართველოში დიდი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია.განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნა შსს-ს რამდენიმე ოფიცერი. თუმცა უფლებათა დამცველებმა და მოკლულის ნათესავებმა მაშინ მკვლელობის დამკვეთებად ორგანოს მაღალჩინოსნები დაასახელეს. მკვლელობამ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა დაძაბა. ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვა, საქართველოს ომბუცმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები კი, ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ.

ახლა ირკვევა, რომ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე კი არ მიიყვანენ, როგორც ოპოზიცია ითხოვდა, არამედ პირიქით, გისოსებს მიღმა მყოფები ხელისუფლების განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობენ. „იყო ბევრი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ პირები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობისთვის არიან გასამართლებულები, არ იხდიან სასჯელს და ცხოვრობენ კარგ პირობებში. ისინი ციხის გარეთაც კი ნახეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შეეხოთ შეწყალება. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ფაქტი და მივიღეთ ოფიციალური დასტური, - „ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის ციტირებას ახდენა „ვზგლიადი". - მე ასეთი კითხვა მაქვს: რა მიზეზით გაათავისუფლეს? კარგი საქციელისთვის თუ იმიტომ, რომ ხელისუფლება გირგვლიანის მკვლელობას მსუბუქ დანაშაულად თვლის?"

შაშკინი ყველაფერ ამაზე მშვიდად რეაგირებს:"გასამართლებულებს სამხედრო ჩინი ჰქონდათ, ამის საფუძველზე შეიყვანეს ისინი იმ 45 კაციან სიაში. სია შედგა საპარლამენტო ოპოზიციისა და ხელისუფლების კონსულტაციების შედეგად. ოპოზიციამ ამის შესახებ იცოდა. ახლა რატომ ატყდა ახმაური?.."

ამ განცხადებამ საპარლამენტო ოპოზიციაც კი აღაშფოთა, რომელიც მმართველ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დავას არ ლამობს ხოლმე. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ შეწყალებულთა გვარები ოპოზიციასთან არ შეუთანხმებიათ. „განიხილებოდა, მხოლოდ ამნისტიას დაქვემდებარებული მუხლები. შაშკინი იმ შეხვედრას არ ესწრებოდა", - ციტირებას ახდენს Day.az.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრს ომახიანად ადანაშაულებს საზოგადოების დეზინფორმირებაში. გესლიან გამოთქმებს, ცაგარეიშვილი, როგორც ყოველთვის, არ იშურებს. მისი სიტყვებით, განცხადება იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციასთან შეთანხმებული იყო, - ბინძური ტყუილია, „რომელშიც გარეულია არა მხოლოდ შაშკინი, არამედ ხელისუფლების მთელი მანქანა".

პროტესტის ნიშნად, ოპოზიცია შეწყალების კომისიას ტოვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ქართული საზოგადოებრიობისათვის ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „შეცდომად" რჩება. გასული წლის ბოლოს ყოველკვირეულმა გამოცემამ „კვირის პალიტრა" ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: რა არის „რევოლუციური" ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი მარცხი ამ ხუთწლიან პერიოდში. გირგვლიანის მკვლელობის საქმე იმ „შეცდომების" ათეულში შევიდა, რომლებიც ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემად იქცნენ.

პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, - აგვისტოს ომია. მეორეზე, სააკაშვილის და მისი გუნდის შეცდომებში - საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა. მესამეზე - 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა. შემდეგ - უმუშევრბა, ეკონომიკური არასტაბილურობა. გირგვლიანის მკვლელობა კი, ასრულებს ამ სიას.

ამას გარდა, საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ გაზეთ „ვზგლიდს"განუცხადა:"ჩემთვის გირგვლიანის მკვლელობა პირველ ადგილზეა. ამის შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში დაუცველობისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის სინდრომი".

ამიტომ, პრობაციის მინისტრთან დაკავშირებით წარმოქმნილი სკანდალი, შემთხვევითი არ არის. უფრო სწორად, კანონზომიერია. რჩება მხოლოდ კითხვა: მოიპოვებს კი, ქართული საზოგადოება დაკარგულ სიმშვიდესა და დაცულობის გრძნობას?

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100