RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად

23.05.2013  |  13:31

სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი?

ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის აშკარა ფავორიტია, საქართველოში არავისთვის საიდუმლო არაა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც განათლების მინისტრმა მეორე სახელმწიფო თანამდებობა, კერძოდ კი - ვიცე-პრემიერის სავარძელი დაიკავა, იმისდა მიუხედავად, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზეც საკმაოდ იყო დატვირთული. როდესაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და გიორგი მარგვლეაშვილის აზრები გაიყო საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ცალსახად განათლების მინისტრს დაუჭირა მხარი, იმისდა მიუხედავად, რომ ამ დოკუმენტზე ცოტა ხნის წინ თავად მარგველაშვილს ჰქონდა ხელი მოწერილი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტურის NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობის პოპულარობის რეიტინგში მხოლოდ მეათე ადგილი დაკავა, ბიძინა ივანიშვილი გულწრფელად გააოცა.

ყველაფრისდა მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილის ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც იგი საპარლამენტო საქართველოს სამართავად იდეალურ ფიგურად მიიჩნევენ. ხოლო მეორე მხარე თვლის, რომ მას ლიდერის თვისებები არ გააჩნია, და სახელმწიფო სტრუქტურებში მისი მუშაობის გამოცდილება აეჭვებს. არიან ისეთებიც, ვინც დარწმუნებულია, რომ ქართველ ერს სათავეში უფრო დიქტატორი უნდა ჩაუდგეს, ვიდრე უბრალოდ ინტელიგენტი, ინტელექტუალი მმართველი, რომელსაც საზოგადოება ჯერ არ იმსახურებს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, იმისდა მიუხედავად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის უფრო ხშირად ალასანიას, ხმალაძესა და ზურაბიშვილს ასახელებდნენ, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა სავსებით მოსალოდნელი იყო.

- ეს გახდა ნათელი პრეზიდენტის საჯარო განცხადებამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე. მარგველაშვილი მთავრობის ერთადერთი წევრია, ვისაც დიდ ხანს არწმუნებდნენ, რომ თანამდებობაზე დათანხმებულიყო.

- ვიცე-პრემიერის თანამდებობას გულისხმობთ თუ განათლების მინისტრის?

- ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მარგველაშვილი რეალურად 5 წუთიც კი არ ყოფილა ვიცე-პრემიერი. იგი მთელ დროს განათლების სამინისტროში მუშაობას უთმობს.

- პირადად თქვენ რას ფიქრობთ მარგველაშვილზე, როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე?

- თავად კანდიდატურა განხილვის საგანია. თუმცა, მე მარგველაშვილთან მიმართებაში შემიძლია სრულებით ობიექტური ვიყო. ამ ახალგაზრდა კაცს დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ სტუდენტური წლებიდან. და შემიძლია ვთქვა: იგი ინტელიგენტი, განათლებული ოჯახიდანაა, ერუდირებული, კეთილგანწყობილი. ჩემი აზრით, გიორგი დადებითი ფიგურაა, შეუძლია მოლოდინის გამართლება, იმ შემთხვევაში, თუკი მოახერხებს "ქართული ოცნებისგან" დისტანცირებას ზუსტად იმ მანძილით, რა მანძილითაცაა დისტანცირებული "ნაციონალური მოძრაობისგან". როდესაც მის გამოსვლებს ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ მარგველაშვილი ღიად გამოხატავს თავის პოზიციას. და რაც ყველაზე მთავარია, მიხეილ სააკაშვილისგან მას კაცთმოყვარეობა განასხვავებს. ახლანდელი პრეზიდენტი, ძირითადად, მისი კაცთმოძულეობით იყო გამორჩეული. ასე რომ, საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იმით იქნება გამოწვეული, რომ კაცთმოძულეობა კაცთმოყვარეობით შეიცვლება...

კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, ნიკა ჩიტაძე ოდნავ სხვა აზრზეა, თუმცა ის ფაქტი, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიტადად დასახლედა, არც მისთვის გახდა მოულოდნელობა.

-რას ფიქრობთ მარგველაშვილზე როგორც პრეზიდენტზე?

- მარგველაშვილს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აკლია. მისი ლიდერული თვისებებიც ასევე საეჭვოა. იმისდა მიუხედავად, რომ პარლამენტი მის ფუნქციებს შეზღუდავს, პრეზიდენტი მაინც სახელმწიფოს სიმბოლოდ რჩება. მას ხალხი ირჩევს. საქართველო კი მაინც არ იქნება წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკა, როგორც გერმანია, ისრაელი, ან ინდოეთი, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. იგი უფრო ნახევრადსაპარლამენტო იქნება, როგორც საფრანგეთი ან ავსტრია. გუშინ მე ვუსმენდი ბატონი გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას. მას დაუსვეს კითხვა საპრეზიდენტო გეგმებზე, რაზეც უპასუხა, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ადრეა. ხოლო ჩემი აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატს ერთგვარი პლატფორმის გეგმა მაინც უნდა ჰქონდეს, რაღაც წარმოდგენა იმის შესახებ, რის გაკეთებას აპირებს, ან რისი გაკეთება სურს.

იმისდა მიუხედავად, რომ განათლების მინისტრის ფიგურა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ არ სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობაში პოპულარულობით, დღეს ხალხში მას მხარდამჭერები ჰყავს. ამას ჩვენს მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვაც ადასტურებს, თუმცა რამდენიმე თბილისელის აზრი არ გვაძლევს საშუალებას მთელი ხალხის პოზიციაზე ვიმსჯელოთ.

მარინა (საშუალო სკოლის დირექტორი): "მარგველაშვილი პატიოსანი ადამიანია. პირადად მე ძალიან მომწონს. უკეთესი პრეზიდენტი ჩემი ქვეყნისთვის ვერც წარმომიდგენია".

თემური (ტაქსის მძღოლი): "კარგი ადამიანია, და რაც მთავარია - წესიერი. ასეთები კი საქართველოში თითზე ჩემოსათვლელია. წინა სადისტი იყო".

დათო (მხატვარი): "მარგველაშვილს აღვიქვამ, როგორც ერთ-ერთ ჩვენგანს. იგი უბრალო და პატიოსანი ადამიანია. ვფიქრობ, ხალხი მას შეიყვარებს, ისევე როგორც მას უყვარს ადამიანები".

კამა რზაევა

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100