RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის ოპტიმიზმი და კრიზისი გაიმარჯვებს

19.03.2009  |  09:29

0/3/3/2033.jpegსაქართველოს ხელისუფლება არ იღლება იმის გამეორებით, რომ ბრძნული მენეჯმენტის წყალობით ქვეყანას იოლად გადააქვს კრიზისი. როგორ წესი, ასეთი განცხადებისათვის შთაგონების წყარო, კერძო ინვესტორების მიერ უცხოური თანხებით დასრულებული ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული, მდიდრული ბანკეტებია.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპტიმიზმს აფრქვევს. მაგრამ დიდი ვერაფერი -ექსტრასენსია. რადგანაც, როგორც საპროტესტო აქციებმა გვიჩვენა, ხალხი ოპოზიციას ემხრობა. მას კი, რატომღაც არ უხარია. არადა, საქართველოში ხომ ყველაფერი ისე კარგადაა, რომ პრეზიდენტი კრიზისისგან შეწუხებულ დასავლეთსაც კი ურჩევს, მისგან ისწავლონ და აიღონ მაგალითი.

მაგალითად, ევროპას შეეძლო დასესხებოდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების გამოცდილებას. ამის შეახებ მიხეილ სააკაშვილმა 15 მარტს ქუთაისში, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობის გახსნაზე განაცხადა, გვატყობინებს „როსბალტი". სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჰიდროელექტრო სადგურების რემონტი დაიწყო. სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ნამახვანის და ონის კასკადებზე, ხუდონჰესზე, მალე გაიხსნება მტკვარჰესი. როდესაც ქვეყანა უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიით, სააკაშვილის სიტყვებით, შემდეგი ნაბიჯი ექსპორტის წარმოება იქნება. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, კრიზისის მიუხედავად, დაიწყება ფარავნის 80 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა. სხვათა შორის, პორტალ „ბიზნეს საქართველოს" განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა" სულ მალე დაიწყებს ახალი 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. მის პრეზენტაციაზე, რომელიც 19 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სააკაშვილს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, საკუთარი თავი და საკუთარი გარემოცვა კომპლიმენტებით შეამკოს.

ქართველი ექსპერტები, როგორც რადიო „კომერსანტი" გვატყობინებს, სახელმწიფოს მეთაურის განცხადებას კრიტიკულად მიუდგნენ და აღნიშნეს, რომ დასაწყისისთვის ჯერ უნდა აშენდეს ახალი ჰიდრო-ელქტრო სადგურები და ამას შემდეგ კი იოცნებოს პრეზიდენტმა, საით წავა ზედმეტი ელექტროენერგია.

იმავე დღეს, სააკაშვილი არმიის წარმატებულ მოდერნიზაციაზე საუბრობდა. ეს მოხდა აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი არტილერიისტების დაჯილდოებაზე. სწორედ იმ ომში, რომლშიც ქართული არმია მუდმივად ქვეყნის სიღრმისაკენ იხევდა უკან, ზოგჯერ ისე, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმას არც ელოდებოდნენ. სააკაშვილმა კი ომახიანად განაცხადა, რომ ქართველი მეომრების სახით, უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან შეჯახებამ რუსეთი იძულებული გახადა, საკუთარი შეიარაღებული ძალების რეფორმირება მოეხდინა. პრეზიდენტს აშკარად იმის იმედი ჰქონდა, რომ არავის ეცოდინებოდა, რომ რუსული არმიის გარდაქმნა გასულ აგვისტომდე კარგა ხნით ადრე დაიწყო.

სააკაშვილის წარმოდგენით, კრიზისი საქართველოს იმაზე გაცილებით ნაკლებად შეეხო, ვიდრე მის მეგობრებსა და მეზობლებს. ამ პოსტულატმა, უკვე მოიტანა არასასურველი შედეგები. განაწყენდა სომხეთი. ახლა სააკაშვილმა უკრაინას „გადაუარა". გასული კვირის ბოლოს, ფოთში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრეზენტაციაზე მან განაცხადა:"საქართველოში შემცირდა ბინების გაქურდვის რიცხვი, ქურდები კი, უკრაინაში გადავიდნენ". ასეთი კრიმინალური მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი, სააკაშვილის სიტყვებით, ეკონომიკური კრიზისი გახდა. „უკრაინაში ხალხს ფული ბანკებში კი არა, სახლებში აქვთ. საქართველოში ეკონომიკა არ დანგრეულა, საბანკო სისტემაც მყარია", - განმარტა პრეზიდენტმა.

ქვეყანაში ფართო მასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისის არარსებობის შესახებ თეზისი ფოთის ინდუსტრიული ზონის პრეზენტაციაზე, პრეზიდენტის ბაგეთაგან რამდენიმეჯერ გაისმა. სააკაშვილი არ ყოფილა უსაფუძვლო. ამის დასტურია ის, რომ კომპანია „რასსელ ჰაიმი" აგრძელებს „აპთაუნის" მშენებლობას, შენდება სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთის მიმართულებით. თუმცა, როგორც პორტალ „ბიზნეს-საქართველოს" ექსპერტები აღნიშნავენ, სამშენებლო კომპანიები ახალ პროექტებს აღარ კიდებენ ხელს. თუმცა ძველების დასრულებასაც მხოლოდ „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერის საშუალებით ახერხებენ.

განსაკუთრებული გატაცებით სააკაშვილი იმის შესახებ ყვებოდა, თუ რა იქნება მისი პრეზიდენტობის ვადის დასასრულისთვის. მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს უნდა დაველოდოთ და შავიზღვისპირეთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ხარჯზე აყვავდება. ოთხწლიანი პროექტის რეალიზაცია არაბულმა ჯგუფმა „რაკია საქართველო სიზ"-მა დაიწყო. „მომავალი წლიდან ეს ორი ქალაქი შეერთდება ავტობანით. ბათუმიდან ფოთამდე ჩასვლა 25 წუთში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა. „ეს პრაქტიკულად იქნება ერთი ქალაქი, არა ადმინისრტრაციულად, არამედ ეკონომიკურად. ეს იქნება მეგაპოლისი, თითქმის 100%-იანი დასაქმებით - მე ამაში დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში საშინელი უმუშევრობაა", - განაგრძო მან. სახელმწიფოს მეთაური პირობას იძლევა, რომ ფოთში აშენდება დიდი აეროპორტი, გაფართოვდება ბათუმის აეროპორტისა და ფოთის პორტის შესაძლებლობები.

თუმცა თუ კი „მოვიხსნით ვარდისფერ სათვალეებს", მაშინ შევნიშნავთ, რომ რეალური ეკონომიკური სექტორი, წარმოების ვარდნის დემონსტრირებას ახდენს. კომპანია „ქართული ფოლადის" გაყიდვა გასულ წელთან შედარებით ოთხჯერ შემცირდა. ყაზახების კუთვნილ „ყაზტრანსგაზ - თბილისს" კრედიტორების ვალი 48 მილიონი დოლარი დაუგროვდა და წარმოებებშიც დროებითი მმართველები ჰყავთ შეყვანილი. ინდურ-ქართულმა კომპანია „ევრაზია სტილი"-მა, ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის გახსნა გადადო. უამრავი მშენებლობა შეჩერებულია. ხალხი უარესად ცხოვრობს, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში სიღარიბის დონემ აიწია. უმუშევრობის მაჩვენებელი 13 %-ამდე გაიზარდა. როგორც ბი-ბი-სი აღნიშნავს, კავკასიის რეგიონში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მაგრამ სააკაშვილი, როგორც ნამდვილ ოპტიმისტს შეჰფერის, მოუწოდებს არ დანებდნენ და იმუშაონ ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, რომლებიც დაეხმარებათ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. როგორც იტყვიან, მის ბაგეთაგან თაფლი იღვრება.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100