RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია ხელისუფლების ძალისმიერო სცენარისთვის ემზადება

20.03.2009  |  13:53

0/5/3/2053.jpegსააკაშვილის რეჟიმი, ქვეყნის შიგნით კავლავ დაეძებს ყოვლისშემძლე "კრემლის ხელს". მოწმდება "ინფორმაცია" რიგი ოპოზიციონერების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - გივი თარგამაძემ. ოპოზიცია კი, აცხადებს მზაყოფნას იმისთვის რომ, მთავრობა ძალისმიერ სცენარს გამოიყენებს აპრილში დაგეგმილი უვადო საპროტესტო აქციების ჩასახშობად.

ოფიციალურმა თბილისმა ისევ ისლუზიონისტივით გამოძვრინა სახელოდან ანტირუსული კარტი. იესევ ისე, როგორც 2007 წელს, როცა მომიტინგეები სპეც-რაზმმა დაშალა, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეები იქნა აღძრული "ჯაშუშობის" მუხლით, ახლაც საქართველოს ხელისუფლება "კრემლის აგენტებს" ეძებს. რათქმაუნდა, აბა ისე როგორ შეიძლება ახსნა პოლიტიკური ოპონენტების ამგვარი რადიკალური განწყობა?

თავიდან მიხეილ ნიკოლოზის ძე რუსეთიდან ფინანსურ დინებებზე ალაპარაკდა, რომლებიც ოპოზიციის დასახმარებლად არის მიმართული. შედეგ უკვე ძველი სიმღერა "მთავარზე" აიტაცა საპარლამენტო ოპოზიციამ. ჭორებს, ეჭვებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, თბილისი აშკარად იურიდიული ხასიათის მინიჭებას უპირებს. ახლო წარსულის საუკეთესო ტრადიციებში, რითი სუნთქავს ოპოზიცია ამის ოფიციალურად გამოკვლევას შეუდგნენ. როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - გივი თარგამაძემ ქართულ მასმედიას განუცხადა, დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება რიგი ოპოზიციონერების რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით.

მართალია, ამჯერად ავდსხსენები "კრემლის ხელს" არ დასჯერდნენ. თარგამაძის სიტყვებით,"სპონსორები შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური რუსეთი, ასევე საქართველოდან რუსეთში წასული ადამიანები ან იქ ადგილზე მოღვაწე პიროვნებები". ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცისს სპონსორთა შორის შეიძლება ბორის ბერეზოვსკი ფიგურირებდეს. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, მართალია იარაღის შემოტანა საქართველოში მკაცრად კონტროლდება, მაგრამ გამორიცხული არ არის იარაღს სახლებში ინახავდნენ. "პროვოკაციის მისაწყობად იპოვნო იარაღი, რთული არ არის", -განაცხადა თარგამაძემ და დაამატა, ამგვარი პროვოკაციის შესაძლებლობის გამოსარიცხად, მთავრობა ყველა ზომებს მიიღებს. მან ასევე გამორიცხა, ადამიანების ტოტალური შეიარაღების შესაძლებლობა.

საუბარი იარაღის შესახებ, შემთხვევით არ წამოუწყიათ. ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თითქოს და ხელისუფლება ემზდება ძალისმიერი მეთოდით დაშალოს ოპოზიციის მიერ აპრილში დაგეგმილი საპროტესტო აქციები. ასევე ჭორის დონეზე გვატყობინებდნენ, რომ სასაზღვრო სამსახურის ყოფილი შეფი და ოპოზიციის ერთერთი წამყვანი ფიგურის ნინო ბურჯანაძის მეუღლე - ბადრი ბიწაძე - შეიარაღებული ფორმირებების შექმნას გეგმავს.

სააგენტო "პირველი" მაგალითად აქვეყნებდა, რომ "ბიწაძე უკრაინაში მოლაპარაკებებს არამარტო პოლიტიკურ ძალებთან აწარმოებს, რომლებიც რუსეთთან ასოცირდება, არამედ უკრაინაში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურებთანაც". ქართულმა მასმედიამ ასევე არაერთხელ გააკეთა შეტყობინება, თავდაცვის ექს-მინისტრის მინი თენგიზ კიტოვანის ყოფილი თანამშრომლებისგან, განსაკუთრებული დანიშნულების სპეც-რაზმის შექმნის შესახებ.

პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს პრეს-სამსახურმა უარყო ყველა ამგვარი გამოგონება. პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი, გაზეთს "ახალი იზვესტიე" განუცხადა, რომ თუ სააკაშვილი ძალას გამოიყენებს აპრილის აქციების დროს, მაშინ ეს გახდება მისი დასასრულის დასაწყისი. მან აღნიშნა: "ვფიქრობ, აპრილის მოვლენები ჩვენ იქამდე მიგვიყვანენ, რომ შევძლებთ მივაღწიოთ სააკაშვილის გადაყენებას და ქვეყანაში რიგგარეშე ჯერ საპრეზიდენტო და შემდგომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას". ასევე გამოთქვა იმედი, რომ "ყველაფერი ეს კონსტიტუციოური სცენარის ჩარჩოებში მოექცევა".

ანალოგიური პოზიცია აქვს პარტიას "ალიანსი საქართველოსთვის". ალიანსის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ თუ კი პრეზიდენტი არ დათანხმდება გადაგომას, მაშინ ალიანსი საყოველთაო დაუმორჩილებლობის მოწოდებას გააკეთებს, გვაცნობებს საინფორმაციო სააგენტო GHN. ამავ დროულად, რიგი ოპოზიციონერები მზად არიან აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობას ადეკვატურად უპასუხონ. "ქართული ოპოზიცია მზად არის ძალისმიერი სცენარისთვის",- "მოძრაობა გაერთიანებული საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ეკა ბესელიას ციტირებას ახდენს რია-ნოვოსტი. შეგახსენებთ, რომ მოძრაობის ლიდერი გახლავთ თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც პოლიტიკური "ქორის" რეპუტაცია დაიმსახურა.

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა:"ჩვენ ჩვენი ერთობითა და ხალხის მხარდაჭერის დახმარებით უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი გადადგეს, დავძლიოთ მისი სიჯიუტე და ვაიძულოთ წავიდეს. ახლა არჩევანი ხელისუფლებაზეა. თუ კი, მთავრობა ძალას გამოიყენებს მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ სახლებში კი არ გავიქცევით, არამედ გაუწევთ წინააღმდეგობას შიშველი ხელებით".

შეძლებენ ოპოზიციონერები, რომლებმაც კვლავ გარისკეს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ქუჩაში გადმოეტანათ, არ დაარღვიონ მათ მიერ დადებული პირობა და კანონის ფარგლებში დარჩნენ? არსებობს კი ძალები, რომლებსაც ძალუძთ კონსტიტუციური სიმშვიდისა და წესრიგის გარანტირება? სამწუხაროა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი საპირისპიროზე მიუთითებს. დიდი ხნით ადრე "იქს დრომდე" ხელსუფლება და ოპოზიცია უკვე ერთმანეთს ცდიან სიმტკიცეში და არ იშურებენ მუქარას ძალის გამოყენების თაობაზე.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100