RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

Nabucco: რუსეთი და ევროპა პრიორიტეტებს ცვლიან

20.03.2009  |  14:08

0/5/5/2055.jpegცენტრალური აზიიდან ევროკავშირის ქვეყნებისკენ გამავალი გაზსადენი ნაბუქო, რომელმაც პერსპექტივაში დასავლეთ ევროპის რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულება უნდა შეამციროს, საქართველოში ანტირუსულად ითვლება. თუმცა, ცოტა ხნის წინ დედა-ევროპამ შესთავაზა რუსეთს, შეერთებოდა პროექტს. „გაზპრომმა" უარი თქვა. გაუჩნდათ ქართველ პოლიტიკოსებს ოპტიმიზმის მიზეზი?

„გაზპრომმა"გაზასადენი ნაბუქოს პროექტში მონაწილეობის მიწვევა მიიღო, მაგრამ უარი თქვა მასზე, პროგარამა „ვესტის" ეთერში განაცხადა რუსული კონცერნის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ მედვედევმა. „გაზპრომის" წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ასეთი არგუმენტით ახსნა:" ჩვენ ჩვენი პროექტი გვაქვს, ნაბუქოს აქციონერებს - თავისი". ამასთანავე შეახსენა, რომ ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდებისათვის „გაზპრომი" გერმანულ E.On და BASF -თან ერთად ბალტიის ზღვის ფსკერზე აშენებს „ჩრდილოეთის დინებას", იტალიურ კომპანია ENI-სთან ერთად კი - „სამხრეთის დინებას" შავი ზღვის ფსკერზე.

ევრპოაში გარკვეული წრეები თვლიან, რომ რუსული ბუნებრივი აირის პროექტები გააძლიერებენ კონტინენტის რუსეთზე დამოკიდებულებას. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა კი, ამასწინათ ისინი ნაბუქოს პირდაპირ საფრთხედ დაასახელა, რაც ამ უკანასკნელს ანტირუსულ პროექტად ახასიათებს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ამბიციები - ყოფილიყო ლიდერი ანტირუსულ რიტორიკაში. მაგალითად, როგორც სააგენტო GHN იტყობინება, საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „2009 წელი უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ საკითხებში წინააღმდეგობებით დაიწყო. რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა, გამოეყენებინა ენერგომატარებლები შანტაჟისათვის. რუსეთს სურს, რომ ნაბუქოს პროექტს მისცეს პოლიტიკური მნიშვნელობა, მაშინ, როცა მას აქვს ეკონომიკური მნიშვნელობა, რისი დახმარებითაც ევროპა აღარ იქნება რუსეთზე დამოკიდებული".

ოფიციალური თბილისის რიტორიკა გასაკვირი არაა. აშშ-ც ხომ გამოდიოდა ნაბუქოს პროექტის ლობისტად, თუმცა მასში ირანის ჩართვის წინააღმდეგები იყვნენ. თურქეთსაც, ნაბუქოს პროექტში მონაწილეობით, საკუთარი შორს მიმავალი გეოპოლიტიკური გეგმები აქვს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხედავდა ნაბუქოში კოზირს, რომელიც საჭიროების დროს ყოველთვის შეიძლება გამოიყენო.

დროულია გავიხსენოთ, რომ ნაბუქო აპირებს, შუა აზიისა და კასპიის ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. ის უნდა იქცეს ბაქო - თბილისი - ერზრუმის აშენებული გაზსადენის გაგრძელებად. ევროკავშირის რამდენიმე წამყვანი წევრი, კერძოდ გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ნაბუქოს მშენებლობის აუცილებლობაზე ეჭვს გამოთქვამენ, თუმცა ევროკავშირმა უკვე გამოყო ამისთვის 250 მილიონი ევრო. პროექტის საერთო ღირებულება - დაახლოებით 8 მილიარდი ევროა. მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის იგეგმება.

აი, ასეთი მოსაზრებები გამოთქვეს ქართველმა ექსპერტებმა სულ ახლახანს „თავისუფალი აზრის სახლში" ნაბუქოს პერსპექტივების განხილვისას. როგორც საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, ნაბუქო - საკმაოდ ანტირუსული არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტია. ამ პროექტთან მიერთებისას საქართველოს ექნება გარკვეული რისკები, მაგრამ ის იძლევა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას. გაზეთ „რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში კი თვლის, რომ თუკი საქართველოსა და რუსეთს შორის კიდევ იქნება ომი, მისი მიზეზი გახდება არა ტერიტორიული დაპყრობებისაკენ სწრაფვა, არამედ ენერგო დერეფნის გადაკეტვის მცდელობა. „ამასთანავე, ბაქო - თბილისი - ჯეიჰანისა და ბაქო - თბილისი - ერზრუმის პროექტებმა განაპირობეს ის, რომ აგვისტოში რუსები არ შემოიჭრნენ თბილისში", - წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან გამოცდილი ჟურნალისტი.

რუსეთმა, გასაკვირად, წყნარად მიიღო ნაბუქოსთან დაკავშირებული საუბრები. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეეწინააღმდეგება ნაბუქოს პროექტის მშენებლობას. „თუკი არის აირი ამის შესავსებად, რატომ არ უნდა მოვახდინოთ მისი რეალიზაცია, - განუცხადა ლავროვმა „ინტერფაქსს". - რაც მეტი მარშრუტი იქნება, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპის გაზით მომარაგება".

ამასთან ერთად, „გაზპრომის" მიერ ნაბუქოს პროექტთან მიერთებაზე უარის თქმის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისი მშენებლობა ამოღებულია პროექტების სიიდან, რომლებიც ექვემდებარება ცალკეული ხაზით ფინანსირებას, ევროკავშირის გაუხარჯავი საბიუჯეტო თანხების ხარჯზე, ატყობინებს „რია ნოვოსტის" წყარო ევროკავშირის მინისტრთა საბჭოდან. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. გამოდის, რომ საქართველოს წაართვეს კიდევ ერთი „საყვარელი სათამაშო". პრინციპში „სათამაშოც" არა, არამედ ოცნება ანტირუსულ გაზის მაგისტრალზე.

GeorgiaTimes - ის კორესპონდენტთან საუბრისას ცნობილმა ქართველმა ეკონომისტმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ არაა გაკვირვებული ევროპელების ასეთი გადაწყვეტილებით:" დასავლეთს ესმის, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელია. გასაგებია „გაზპრომის" პოზიციაც: მას საკმაოდ ბევრი კოზირი აქვს, რომ წავიდეს ასეთ კომპრომისებზე. უნდა ვაღიაროთ რუსული მხარის არგუმენტების სამართლიანობაც: მილსადენის აშენება შეიძლება - რითი დატვირთავენ მას?" კითხვაზე, რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა, რომლებიც ასეთ იმედებს ამყარებენ ნაბუქოზე? - ხუხაშვილმა უპასუხა: „აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვის გზას გაზის მიწოდებისთვის, დივერსიფიკაციის მექანიზმებს, უპრობლემოდ აამუშავებს რუსულ მიმართულებას. თურქეთმა რუსეთთან, „ბაგირის გადაძალვის" ეს რაუნდი კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად, წააგო. რაც შეეხება საქართველოს, უნდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გეოპოლიტიკური ფუნქციის რელიზებას ვერ შევძლებთ".

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100