RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თბილისური „დეზერტირობა“

22.03.2009  |  23:34

ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ფურცლები ამ დღეებში მოულოდნელად ისევ აჭრელდა პუბლიკაციებით, გაქცეული სერჟანტი გლუხოვის შესახებ. ვიქტორ ჩერნომირდინის უკვდავი ფრაზის პერეფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეიძლება ითქვას:"რუსეთის პროკურატურას „უნდოდა უარესად, მაგრამ გამოუვიდა როგორც ყოველთვის!" სულელურად!

შეიძლება, იმ სახელმწიფოს, რომელთანაც გაწყვეტილი გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დეზერტირის გადმოცემა მოსთხოვო? თეორიულად ალბათ შეიძლება. პრაქტიკულად კი, პროკურატურა შეცდა. იმიტომ, რომ თავად გაუღვივა ინტერესი როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას რუსული არმიის არაფრით გამორჩეული დეზერტირის მიმართ, რომელიც არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანასკნელი.

მოდით, დავსვათ წერტილი. ვინაა სერჟანტი გლუხოვი? გაქცეული, რომელმელიც მეორე მხარეს იდეური მოსაზრებების გამო გადავიდა? რა თქმა უნდა, არა.

სსრკ-ს დროს იყვნენ გაქცეულები, რომლებიც სახელმწიფოებრივი მინიშვნელობის საიდუმლოებებს ფლობდნენ. მაგრამ მათი გამცემლობის ფაქტებზე ძალიან იშვიათად წერდნენ. თუმცა, დროდადრო ისინი შლიდნენ წლობით აწყობილ აგენტურულ ქსელს ან სტრატეგიული ავიაციის უახლესი მოდელებით მიფრინავდნენ.

რაც შეეხება გლუხოვს, ამ ახალგაზრდამ ან ბევრი მოწია, ან დათვრა, მაგრამ როგორც კი დატოვა ნაწილის ტერიტორია, თანაც აშკარად არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფმა, მან საოცრად იოლად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი, შემდეგ კი უსწრაფესად აღმოჩნდა საქართველოს დედაქალაქში. ეგებ ვინმე დაეხმარა კიდეც?

თბილისის პროპაგანდისტული მანქანა მაშინვე ალაპარაკდა იმაზე, რომ „ რუსეთის საოკუპაციო არმიიდან, იმ გონებაგახსნილი ჯარისკაცების მასიური გაქცევა დაიწყო, რომლებმაც არ ისურვეს გამხდარიყვნენ კოკითის საზარბაზნე ხორცი". რასაც მოყვა რუსი სამხედროების სულელური და არაადეკვატური რეაქცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ გლუხოვი მოიტაცეს.

ისმის კითხვა: ვის სჭირდება სერჟანტის მოტაცება, რომელსაც, მსახურობის დროს სიზარმაცის მეტი არაფერი შეუძლია? როდესაც გლუხოვს ეკითხებიან, რამ უბიძგა მას, გაეტეხა ფიცი და დაეტოვებინა სამშობლო, ის უკანასკნელი ღორმუცელასავით პასუხობს:"სამხრეთ ოსეთში ჩვენ ცუდად გვკვებავდნენ". შეიძლება ვიფიქროთ, რომ სადმე, არმიაში კარგად იკვებებიან. ჯარისკაცის ულუფა, საბჭოთა დროშიც კი არ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და ნუთუ დღეს რუსი ჯარისკაცების გამოკვებას, ნატოს სტანდარტებით დაიწყებენ? ასევე "დედოვშინის" გამოვლინების საკითხიც- სასაცილო არგუმენტია, თან სერჟანტთან მიმართებაში, რომელიც ამსთან ერთად არც ისე სუსტი აგებულებისაა.

გამოდის რომ: იტყუება გლუხოვი, იტყუებიან ქართული სპეც -სამსახურები, რომლებმაც სიამოვნებით შეიფარეს დეზერტირი, მერე რა რომ მას რანაირი აგენტურული ღირსება და ღირებულება არ გააჩნია. პროპაგანდისტული მიზნებისთვის ხომ „შესტიორკაც" კი, შეიძლება გაასაღო „კოზირის ტუზად".

მაგრამ ყველაზე საწყენია, რომ სისულელეებს ბოდავენ რუსი სამხედროები, მუნდირის ღირსების დასაცავად იქ, სადაც არაფრის დაცვა არ არის საჭირო. აბა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? უბრალოდ განეცხადებინათ, რომ თუ თბილისს მოსწონს, დეზერტირების შეფარება, შეუძლიათ მომავალშიც გააკეთოს ეს. საეჭვოა, ამან ქართული არმიის საბრძოლო განწყობა აამაღლოს. განსაკუთრებით მას მერე, რაც გლუხოვი შეასახლეს ოროთახიან ბინაში და დაუნიშნეს დღიური შემწეობა 15 ლარი (დაახლოებით 9 დოლარი).

არ ვიცი, რა განწყობით მიიღებენ ხელისუფლების ამ გულუხვ ნაბიჯს ქართველი პენსიონერები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ხშირად 20 ლარს არ აღემატება. ალბათ, მათ სულაც არ უხარიათ, რომ საქართველოს ხაზინა ასეთი კეთილგანწყობილია რუსული არმიიდან გამოქცეული სერჟანტის მიმართ და ამავე დროს, ასეთი წუწურაქი საკუთარი მოხუცებული თანამემამულეებისადმი.

გლუხოვი დღეს - გამჭრელი კარტია სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანისათვის. რუსულ არმიაზე ქართული სულის გამარჯვების ეტალონი. და ნეტავი მათ! გლუხოვი არ არის „პუტინის ტოტალიტარიზმის" წინააღმდეგ მებრძოლი. პოლიტიკა მას ფეხებზე ჰკიდია. მისთვის მთავარი - გაძღომაა! გლუხოვი- დეზრტირია ნატურით და თუ თბილისში მზად არიან, რომ უპატრონონ ასეთ ნაკლებად სიმპათიურ პროვნებას - მათი საქმეა.

რაც შეეხება რუსული მხარის მოქმედებას, ისინიც საბრალონი არიან. გლუხოვს ხან ქართული სპეც- სამასახურების მიერ მოტაცებულ მსხვერპლად აცხადებენ, ხან ბრალს სდებენ საშვებულებო 25 ათასი რუბლის მიტაცებაში, ხან დეზერტირად აღიარებენ, ხან მღერიან:"დაბრუნდი, დაბრუნდი, ყველაფერს გაპატიებთ".

ჩემი თბილისელი მეგობრები მსუბუქი ირონიით მელაპარაკებოდნენ იმის შესახებ, რომ გლუხოვი საქართველოში - საზიზღარი პრესონაჟია. რატომ უნდა გახურდეს მის გარშემო პოლიტიკური ვნებები? ადამიანმა, რომელმაც მსუყე ლუკმის გულისთვის დედას უღალატა, არაა ღირსი, იწოდებოდეს ადამიანად, თვლიან ჩემი თანამოსაუბრეები და მე მშვენივრად მესმის მათი ზიზღი.

ჩემი თბილისური ახალგაზრდობის წლებში საკოლმეურნეო ბაზარს, რომელიც ქალაქის ვაგზლის გვედით იყო, ძველები ძველებურად „დეზერტირებს" უწოდებდნენ. როდესაც ვიკითხე- რატომ? - მეზობელმა ძია არჩილმა მითხრა, რომ სამამულო ომის წლებში იქ ბევრ დეზერტირს შეხვდებოდით, რომლებიც რას არ აკეთებდნენ იმისთვის, რომ საჭმელი ეშოვათ და ამიტომაც დაარქვეს „დეზერტირების ბაზარი". რატომ გავიხსენე ამის შესახებ? მე ვფიქრობ, რომ გლუხოვის ნამდვილი ადგილი „დეზერტირების ბაზარშია".

სამწუხაროდ, მოღალატეობას ნაციონალობა არ აქვს. ისევე, როგორც მშიშრობას, სიძუნწეს, ღორმუცელობას და თუ ბატონი სააკაშვილის იდეოლოგები, რომლებიც რუსი გამოქცეული სერჟანტის დემონსტრირებით მიზნად ისახავენ, რომ ქართველების თვალში რუსული არმიის დისკრედიტაცია მოახდინონ - და თუ ძალიან გაუმართლებთ, მსოფლიო თანამეგობრობის თვალშიც - საეჭვოა, რომ მათი მცდელობა წარმატებული იყოს. ბიბლიური იუდადან მოყოლებული, მოღალატეებისადმი არავინ და არასოდეს ყოფილა სიმპათიებით განწყობილი.

იგორ უმანცევი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100