RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართველი მზვერავების მონაცემებით

24.03.2009  |  17:26

1/0/5/2105.jpeg„მძიმე არტილერიის" სახით, ხელისუფლებამ გამოიყენა საგარეო დაზვერვის სპეც-სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი, რომელმაც ისაუბრა „კრემლის მზაკვრულ გეგმებზე" მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით. 90-ანი წლების დასაწყისში სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა კი ხელისუფლების არანაკლებ მზაკვრულ გეგმებზე ისაუბრა მომიტინგეთა დასაშლელად ძალის გამოყენების შესახებ.

ცვლილებების განწყობა საქართველოში უკვე დიდი ხანია სუფევს. აპრილთან მიახლოებასთან ერთად, რომელიც ოპოზიციის გეგმების მიხედვით ეპოქალური უნდა გახდეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დემოკრატიული რეფორმების საყვირების ფონზე ქვეყანა კვლავ იმ წარსულს უბრუნდება, რომლის მოცილებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა. ყოველ შემთხვევაში, გასული წლის პრინციპები პოლიტიკური თვითგამოხატვის ყველაზე პოპულარულ ფორმად იქცა. ჯერ ხელისუფლებამ, უმრავლესობის აპელირებით, თავიდან გადაწერა კონსტიტუცია და პრეზიდენტს დიქტატორის უფლებამოსილება უსაჩუქრა. ახლა ოპოზიცია, ერის მოთხოვნის მომიზეზებით, დაჟინებით მოითხოვს მთავრობის დაუყოვნებლივ შეცვლას. ალბათ იმიტომ, რომ ეს ერი კვლავ „თეთრებად" და „წითლებად" დაყონ. თუმცა, ფერადი რევოლუციების შემთხვევაში, პალიტრა შეიძლება შეიცვალოს. მოკლედ, აპრილი ჯერ კიდევ წინ არის. ჯერ კი, საუკეთესო ტრადიციებით, სიტყვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებზეა.

საგარეო დაზვერვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა მოქალაქეებს შეატყობინა, რომ რუსეთის მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. უფრო სწორად ამის შესახებ მასმედიამ განაცხადა, თავად ბეჟუაშვილი კი პარლამენტში გამოდიოდა დახურულ რეჟიმში.

როგორც Civil.Ge იუწყება, ბეჟუაშვილმა საკუთარი მსახურობის პატაკი რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით შეადგინა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თხოვნით. რადგან ერის მსახურებმა ითხოვეს, რას არ გააკეთებ მათი გულისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პოსტულატით ხელმძღვანელობდა ბეჟუაშვილი, როდესაც აცხადებდა: რუსეთის მბრძანებელ წრეებში „დღეს ითვლება", რომ საქართველოზე ზეწოლა სხვა გზით უნდა მოხდეს - შიდა არეულობის დამხარებით.

თუმცა,რაც არ უნდა თქვან ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არაფერი ახალი ბეჟუაშვილს არ განუცახდებია. „ჩვენს ხელთ არსებული მასალები არ გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ უახლოეს დროში მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია",- ბეჟუაშვილის ციტირებას ახდენს Civil.Ge.რაღაც მსგავსი სააკაშვილსაც აქვს ნათქვამი და მერაბიშვილსაც: თურმე, გაფაციცებით ყოფნაა აუცილებელი, მაგრამ ომი არ არის მოსალოდნელი. ხოლო, იმის შესახებ, რომ ოპოზიციას „ჩრდილოელი მეზობლის გულუხვი ხელი" აწვდის საკვებს, ჯერ სააკაშვილმა განაცხადა, ხოლო შემდეგ კი საპარლამენტო ოპოზიციამ.

თავიდან ბეჟუაშვილის გამოსვლა ქართული ტელევიზიის მიერ შედგენილი სცენარით მიმდინარეობდა: თურმე, საქართველოზე კონტორლის დაწესება რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასია მისთვის აქილევსის ქუსლია. გელა ბეჟუაშვილის თქმით, „არ არის გამორიცხული, რომ წინა პლანზე კვლავ ჩეჩნეთის პრობლემებმა წამოიწიოს, სადაც უკვე არის სიტუაციის გამწვავების ნიშნები". ამასთანავე მთავარმა მზვერავმა სიხარულით აცნობა ხალხს, რომ სიტუაცია ინგუთეთში და დაღესტანშიც იძაბება.

თუმცა, ბეჟუაშვილი დუმდა იმის შესახებ, თუ სად იყო საგარეო დაზვერვა აგვისტომდე, რატომ არ აარიდა ზედმეტად გულფიცხი პრეზიდენტი ავანტიურულ ქმედებებს? თუმცა, ეს სულ სხვა თემაა.

როგორც ერთგვარი პასუხი საქართველოს მზვერავმა შეიძლება მიიღოს უკვე გადამდგარი კოლეგის განცხადება. თუმცა, როგორც ცნობილია მათ წრეში „ყოფილები" არ არსებობს. ასე რომ მოქმედ ხელმძღვანელს ირაკლი ბათიაშვილმა უპასუხა, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

თავის მხრივ, მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ფლობს სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აპრილის მიტინგებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით სპეცტექნიკა და ცრემლსადენი გაზი შეიძინა. ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სპეცრაზმის აქტიური მზადებაც მიმდინარეობს.

საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს ხალხმა ისეთ სიტუაციაში, როდესაც სპეცსამსახურის ერთი წარმომადგენელი საუბრობს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე, ხოლო მეორე - ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე მოსალოდნელ აგრესიაზე? ეს ჯაშუშების თამაში, ხომ როგორც თვითონ ამბობენ, ხალხის სასიკეთოდ მოიგონეს. ამისთვის არსებობს ის დემოკრატიაც, სიტყვის თავისუფლებაც, მათ შორის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვისაც, რათა გააფრთხილონ საზოგადოება. ცუდი ისაა, რომ ინფორმაციის სარწმუნოებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს საკუთარ თავზე. ეს უკვე არც დემოკრატიაა და არც სიტყვის თავისუფლება. არცაა გასაკვირი რომ კავკასიაში დემოკრატიის აღორძინებაზე მეოცნებეებმა უცბად აღმოაჩინეს, რომ სულ სხვა მიმართულებით მოძრაობდნენ, მაინც ვერ გათავისუფლდნენ ფეოდალური აზროვნებისგან.

რაც შეეხება ქვეყნის მოსხლეობის უმეტესობის აზრს, ამერიკული კომპანია Gelab-ის გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს ახალი ომის ეშინია.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100