RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო - დიდი თვითმფრინავი ჩამქრალი ძრავით

25.03.2009  |  10:24

1/0/9/2109.jpeg"ჩვენი ქვეყანა, საქართველო, დღეს გავს დიდ თვითმფრინავს, რომელსაც ჩაუქრა ძრავა. თვითმფრინავში ვსხედვართ ჩვენ, ამ ქვეყნის მაცხოვრებლები, ამასთან ერტად აქ იმყოფება საზოგადოების როგორც ჯანსაღი, ისე არაჯანსაღი ნაწილიც. თვითმფრინავი კი, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ამ, თითქოსდა, გამოუვალ სიტუაციაში,ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების სიმტკიცესა და ერთობაზე, ანუ თვითმფრინავის მგზავრებზე" - ასეთი ხატოვანი შედარება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, გადაცემა "პოლიტიკური კვირის" სტუმარი იყო, რომელიც კვირაობით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხის ეთერით გადის.

გაჩეჩილაძის სიტყვებით, თუ კი მთელი ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, შეკავშირებული და შეუდრეკელი, მაშინ ქვეყანა აუცილებლად გადარჩება.

"მაშინ თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვება. გადარჩება თვითმფრინავი, ანუ ჩვენი ქვეყანა და გადარჩებიან მგზავრებიც", - განმარტა მან და დაამატა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის დაღუპვა გარდაუვალია.

როგორც დანარჩენი ოპოზიცია, ლევან გაჩეჩილაძეც დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც 9 აპრილს დაიწყება ოპოზიციის მასშტაბური აქცია,სააკშვილი აუცილებლად წავა.

"ის წავა, იმიტომ, რომ ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ ხელისუფლების რესურსები ამოწურულია. ყველაფერი, რასაც ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამ ხელისუფლებამ ბოლომდე გაანადგურა და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტზეც და ერთიანობზეც, ჩვენი ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო კორიდორის როლიზე, თუ საბანკო სისტემის დამოუკიდებლობაზე, ასევე ეკონომიკური კავშირებზე, ეჭვს ქვეშ დადგა გაეროში,ევროპის საბჭოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობაც", - განმარტა გაჩეჩილაძემ.

მისი სიტყვებით, სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყანას უკვე აღარ მართავს და ეს თვალნათლივ გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს, როდესაც ქართულ არმიაში და ხელისუფლების სტრუქტურებში კოორდინაციისა და სარდლობის არარსებობის გამო დაიღუპა ასობით როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიანი მოქალაქე.

ოპოზიციონერი თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ მართავს ქვეყანას და მხოლოდ გაძლიერებული პროპაგანდითაა დაკავებული. ეს პროპაგანდა მიმართულია არა მარტო რუსეთის , არამედ ოპოზიციის წინააღმდეგაც და მიზნად ისახავს, სააკაშვილის სავარძლის შენარჩუნებას. მისი თქმით, ხელისუფლება პროპაგანდით იყო დაკავებული გასული წლის ავისტოშიც.

"8 და 9 აგვისტოს მაღალჩინოსანი ჩინოვნიკები, მათ შორის სააკაშვილიც, გვარწმუნებდნენ, რომ ქართული არმია აკონტროლებს ცხინვლს, მაშინ, როდესაც იქ იხოცებოდნენ ადამიანები. აი ისიც, პროპაგანდა და მართვის რეალური არარსებობა, არაკონსოლიდირებულობა და ქაოსი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი სიტყვებით, დღეს ხელისუფლების პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ დააშინოს ხალხი და გააკეთოს ყველაფერი, რათა 9 აპრილს ქუჩაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გამოვიდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების ქართული პროპაგანდისტული ტელერახებისა და ხელისუფლებისეული ინტერპრეაციაც, გაჩეჩილაძის მოსაზრებით, იგივე მიზანს ისახავს.

"მაგრმ ქართველი ხალხი ამ დღეს აუცილებლად გამოვა ქუჩაში და არ შეეკითხება ამას არც სააკაშვილს, არც მეთიუ ბრაიზას და არც სერგეი ლავროვს. ხალხი გამოვა, იმიტომ, რომ სააკაშვილს აღარ შეუძლია ქვეყნის მართვა", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მან არ ჩათვალა საჭიროდ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გაეხმაურებინა, მაგრამ პირობა დადო, რომ საზოგადოება ამ გეგმების შესახებ 9 აპრილამდე, ათი დღით ადრე შეიტყობს. ამასთან ერთად ოპოზიციონერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირ ძალადობას არ გამოიყენებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები და რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს, ერთერთი ასეთი მეთოდი იქნება სამთავრობო დაწესებულებებისა და ტელკომპანიების ოფისების პიკეტირება.

"მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ამჯერად სახლში არავინ არ წავა, სანამ სააკაშვილი გადადგომის შესახებ განცხდებას არ გააკეთებს. მან იმდენი რამის უფლება მისცა თავს, რომ მისი პოსტზე დატოვება არაფრით აღარ შეიძლება",- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

წამყვანის შეკითვაზე - თუ რა იქნება შემდეგ, ვინ დანიშნავს და ჩაატარებს არჩევნებს, თუ კი სააკაშვილი მართლაც წავა, ლევან გაჩეჩლაძემ განაცხადა, რომ ამჟამინდელ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე საუბარიც კი, ზედმეტია.

"თუკი სააკაშვილი წავა, მაშინ ავტომატურად, მასთან ერთად წავლენ დათო ბაქრაძეც და ვანო მერაბიშვილიც (შს მინისტრი). არჩევნებს ისინი აღარ ჩაატარებენ. რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, პარლამენტში ბევრი ვიცე-სპიკერია, რომლებსაც ძალუძთ ამის გაკეთება. მე არ მინდა ახლა არაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია, თუნდაც გიგი წერეთელს", - მიანიშნა გაჩეჩილაძემ.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100