RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„მოსკოვის ხელი“ ვაშინგტონს და ბრიუსელს მისწვდა

27.03.2009  |  09:16

1/4/5/2145.jpegთეთრ სახლში დემოკრატი პრეზიდენტის, ობამას მოსვლით, რომელმაც რესპუბლიკელი ბუში-უმცროსი შეცვალა, სააკაშვილის რეჟიმისადმი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება თანდათან თუ რაციონალური არა, უფრო კრიტიკული მაინც ხდება. ამის დამადასტურებელია - ამერიკულ მედიაში ბოლო დღეებში გამოჩენილი პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც თბილისურ „ვარდების რევოლუციას" კავკასიის რეგიონში დემოკრატიის აპოთეოზად აღარ განიხილავენ.

მეტნაკლებად ფხიზელი ანალიტიკოსები მზად არიან აღიარონ, რომ დსთ-ს სივრცეში დასავლეთის სამი „ფერადი" პროექტი ჩავარდა. დღეს გვიხდება იმის კონსტატირება, რომ არც თბილისში, არც კიევსა და არც ბიშკეკში ნეტარების ხანა არ დამდგარა. და მითუმეტეს არავინ, ხელისუფლებების გარდა არ ლაპარაკობს იქ დემოკრატიის ზეიმზე. ამერიკელი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად სვამენ შეკითხვებს: რატომ არ მოხერხდა საქათველოში დემოკრატიის დამყარება, დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღებისა და ფინანსური დახმარების მიუხედავად, რატომ მოხდა თბილისში ავტორიტარიზმისკენ აბსოლუტური გადახვევა?

4 წლის წინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა საქართველოს „დემოკრატიის გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი" უწოდა. მაგრამ მას მერე, რაც პირველი აღფრთოვანება ჩაქრა, ნათელი გახდა, რომ ბუშის გუნდში დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის პირად მხარდაჭერაში აერიათ, სარკასტულად აღნიშნავს გავლენიანი ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი". ამერიკასა და ევროპაში იმ ადამიანის- მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული თვისებები გამოეპარათ, რომელიც მეთაურობდა დემოკრატიულ რეფორმებს. წერს „ვაშინგტონ პოსტში" სტატიის ავტორი ფილიპ პენი.

სააკაშვილის ბევრი ნაბიჯი, როგორიცაა მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელმაც მას პარლამენტის დათხოვნის უფლება მისცა, ან 2007 წლის ნოემბერში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის დარბევა, დემოკრატიის დაცვის აუცილებლობით მართლდებოდა. თეთრ სახლში მისი სჯეროდათ, ან უნდოდათ, რომ დაეჯერებინათ. იმიტომ, რომ ეს უნდოდა აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს. მითუმეტეს, რომ ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგოდ რეპრესიულ ზომებს სააკაშვილი მითიური რუსული შეთქმულებით ხსნიდა, ჯორჯ ბუში უმცროსი კი, უბრალოდ, გადარეული იყო შეთქმულების თეორიებზე.

მოსკოვის შეთქმულებებზე ხმაურის ქვეშ, საქართველოში იმ მცირე დემოკრატიული მონაპოვარის გაქრობაც კი ხდებოდა, რომელსაც საზოგადოებამ ასეთი მსხვერპლით მიაღწია ზვიად გამსახურდიას ავტორიტარული რეჟიმის გადაგდების შემდეგ. თუმცა, აგრძელებს ფილიპ პენი, საქართველოში, როგორც ასეთი, ცენზურა არ არსებობს. მაგრამ მასმედიის დიდი ნაწილი ზეწოლის შედეგად გადაეცათ სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს. რედაქტორები უარს ამბობენ ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური მასალების მიღებაზე.

ასე რომ, თბილისში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქმე კარგად ვერაა. რაც შეეხება შეკრებების, დემონსტრაციების და მიტინგების თავისუფლებას, თბილისის პოლიცია გამოიწრთო მათ დარბევაში. საქართველო აღმოჩნდა გუშინდელი ავტორიტარიზმისა და ჯერაც ვერშექმნილი დემოკრატიული სისტემის შუა გზაზე. ბევრი ჭორი გამოიწვია 2008 წლის არჩევნებმაც, რომელზეც სააკაშვილმა ხმათა 52 % მოიპოვა. მაშინ ერთ-ერთი საარჩევნო უბნის გვერდით ტერაქტის ინსცენირებაც კი მოხდა, რომ მასზე გადაეტანათ დამკვირვებლების ყურადღება. გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House საქართველო დემოკრატიული ქვეყნების სიიდანაც კი ამოაგდო, გვახსენებს ჟურნალი „ ვაშინგტონ პოსტი".

საეჭვოა, რომ ფილიპ პენის ეს სტატია ქართულ მედიაში მოხვდეს, რომელიც, როგორც წესი, სიხარულით ბეჭდავს ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ იმ მასალებს, სადაც საქართველო განიხილება, როგორც კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ეტალონი. თუმცა, დღეს სააკაშვილის პროპაგანდისტულ მანქანას იკავებენ მოვლენები, რომლებიც გაცილებით მეტად აღელვებს ქართველ პრეზიდენტს. მოსკოვის მხრიდან თბილისის წინააღმდეგ შეთქმულების თეორია. უფრო ზუსტად, „გაზპრომმა" ახალი გაგრძელება მიიღო.

ახლა კრემლის ხრიკებში ადანაშაულებენ სამხრეთ ოსეთში რვადღიანი ომის გარემოებების და მიზეზების შემსწავლელი ევროკავშირის კომისიის ორ წევრს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა დაადანაშაულა ჰამბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის კათედრის ხელმძღვანელი ოტტო ლუხტერხანდტი და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიზის განყოფილების დირექტორი, კრისტოფერ ლანგტონი იმაში, რომ მოსკოვის მითითების მიხედვით, მათ ევროკავშირის კომისიის დასკვნაზე ზეგავლენა მოახდინეს. ჟურნალ „შპიგელის" ინფორმაციით, ამ დასკვნაში აღიარებულია, რომ სამხრეთ ოსეთში საომარი ქმედებების ინიციატორი იყო საქართველოს პრეზიდენტი.

ევროკავშირის კომისიის ხელში აღმოჩნდა სააკაშვილის საიდუმლო ბრძანება, სამხრეთ ოსეთში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონფიდენცილურობის გამო, თბილისი უარს ამბობს კომისიისათვის ამ დოკუმენტის ორიგინალის გადაცემაზე, 2008 წლის 7 აგვისტოს ნაციონალური ტელეკომპანიის ეთერით ის სიტყვასიტყვით გაახმოვანა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების სარდალმა, მამუკა ყურაშვილმა. მოგვიანებით ის, კანტუზიის მომიზეზებით, შეეცადა ტელეეთერში თავისი განცხადება უარეყო. თუმცა, სიტყვა - ბეღურა არაა...

და აი, ქართველ პოლიტიკოსებს უხდებათ ხელახლა მიმართონ მაშველ ჯადოსნურ ჯოხს, კოდური სახელწოდებით „მოსკოვის ხელი". იქნებ ისევ დაიჯერონ კიდევ ერთი „გადამრჩენელი ტყუილი". რაზე არ წახვალ „ქართული დემოკრატიის ბურჯობისთვის".

ვასილი უსოლცევი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100