RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საშა გლუხოვი – დაუსრულებელი ომის სიმბოლო

30.03.2009  |  13:06

1/7/4/2174.jpegუმცროსი სერჟანტი გლუხოვის ისტორია სულ უფრო გვაგონებს სერიალს. მის შესახებ სულ უფრო ხშირად წერენ საინფორმაციო სააგენტოები, სიუჟეტებსაც კი იღებენ. რაღაც გახმაურებეული „სანტა-ბარბარას" მსგავსს, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს ეკრანებზე დაბალი ხარისხის საპნის ოპერებს. ოღონდ ამ სერიალის „გმირი" - სოფლელი ბიჭია უდმურტიიდან და ჯერ ვერ გარკვეულან, რა უწოდონ მას: ქართული ვერსიით ის - გმირია, რუსულით - დეზერტირი.

ალექსანდრ გლუხოვი ვერ იფიქრებდა, რომ მის სახელს ოდესმე ვიკიპედიაში შეიტანდნენ. აქ ის სახელდება, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების უმცროსი ლეიტენანტი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა საქართველოს. თუმცა, ვიკიპედიაში, მისი შემქმნელების ჩანაფიქრით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეასწოროს არსებული სტატიები და დაუმატოს საკუთარი. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ხვალ ინტერნეტ-ენციკლოპედიამ გლუხოვი დეზერტირად წარმოგვიდგინოს.

„ახლა სისიხლის სამართლის საქმე საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო სამმართველოს მიერ განიხილება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები - მათ არ აქვთ დიდი მოცულობა, მომავალში კი გადაწყვეტილება საქმის მიხედვით იქნება მიღებული", - რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბორის სალმაკსოვის ციტირებას ახდენს იტარ - ტასსი.

საგამოძიებო კომიტეტის დასკვნებს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. გლუხოვი ხომ დიდი ხანია გახდა იმ პიარ- კამპანიის პაიკი, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის გაჩაღდა. მთელი ისტორიის მოყოლა საჭირო არ არის, ის მხოლოდ ზარმაცებმა არ იციან. წერტილი დასმულია: არ მოუტაციათ, ცხოვრობს კარგად, ენატრება დედა.

თუკი რუსეთის უწყება დღემდე მსჯელობს - დასაჯოს გლუხოვი თუ არ დასაჯოს, საქართველოს ხელისუფლებამ შანსი ხელიდან არ გაუშვა. მათ გამოქცეულს ბინა თბილისში მისცეს (ღმერთისგან მივიწყებული უდმურტიული სარაპულას შემდეგ, დამიჯერეთ, ეს - ბედის საჩუქარია - ი.პ.), შემოსეს, ფეხზე ჩააცვეს, გამოკვებეს ამერიკულ მაკდონალდსში, რომელიც, შესაძლოა, მას სუპერ-რესტორნად მოეჩვენა. შესთავაზეს პოლიტიკური თავშესაფარი. სხვაგვარად როგორ გამოვიდოდა ის „პუტინის რეჟიმის მსხვერპლი"?

მაგრამ გლუხოვი სულაც არ ჰგავს რუსეთის ხელისუფლებასთან იდეისთვი მებრძოლ დისიდენტს. არმიაში ცხოვრების სირთულეები მხოლოდ უფლებათა დამცველებს თუ აღაშფოთებთ. მაგრამ ეს მათ სამსახურებრივ მოვალეობაში შედის. ყველა დანარჩენი პრაგმატულად აღნიშნავს: ყოფით საკითხებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერჯერობით არცერთი სახელმწიფოს არმია არ გაზრდილა ნატოს სტანდარტებამდე და ამ საქმეში ქართველი გენერლებიც არ გამოდგებიან მსაჯულებად. ისინი ვერც ხვდებიან, რატომ აპიარებენ გლუხოვს. გამოდის, რომ რუსი დეზერტირი - კარგია, ქართველი - ცუდი და ამერიკელი ან ფრანგი?

რუსეთის თავდაცვს უწყებსაც კარგად ვერ აქვს პიარის საქმე: ვერავინ დაარწმუნეს ამ ბედკრული გლუხოვის მოტაცებაში. ანტიგმირის სახის შექმნაც ვერ ხერხდება: სამშობლოს გამყიდველი ვერ გამოყავთ. მაგალითად, ორგანიზაციაში „ჯარისკაცების დედები" ამტკიცებენ, რომ ახალგორში ყოფნის დროს მათ საკუთარი თვალით ნახეს, რომ ჯარისკაცებს ელემენტარული საარსებო პირობები არ გააჩნიათ. ასე რომ, გლუხოვის საქციელი შესაძლებელია ვერ გაამართლო, მაგრამ სავსებით ადვილად შეიძლება ახსნა უპოვნო.

თავად გლუხოვის ბუნდოვანი ინტერვიუდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან დატოვა თავისი ნაწილი და ჩაბარდა საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ამბობენ, პურის ყუისათვის.

მაგრამ საიდან შეიძლება სცოდნოდა გონებაშეზღუდულ, არც თუ ისე განათლებულ, არც თუ ისე გონებაგამჭრიახ სოფლელ ბიჭს, რომ „მტრულ" საქართველოში, მასზე ასეთი ციური მანანა გადმოიფრქვეოდა. ის, უბრალოდ გაიქცა იქით, საითაც თვალი მიუწვდებოდა. რამდენი ასეთი „მორბენალია" რუსეთის სივრცეებში. თავად სალმაკსოვმაც ხომ აღნიშნა : „ასეთი ხალხი ყველგან მოიძებნება - ომის პერიოდშიც და მშვიდობაინ დროშიც. რომელიღაც გოგოსგან წერილი მიიღო და წავიდა". ძნელი სათქმელია, გლუხოვს ნაკლებად გაუმართლა თუ მეტად, მაგრამ ის არ გარბოდა პოლიტსიტუაციის გათვალისწინებით. მისი ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ნაკლებად შეუძლია რამის გათვალისწინება. მაგრამ ტყუილად არ გვაფრთხილებს რუსული ანდაზა: უბრალოება - ქურდობაზე უარესია და არც უგუნური-გლუხოვი არ ფიქრობდა, რომ ორივე ქვეყნის პროპაგანდისტული მანქანის ბორბლებქვეშ მოხვდებოდა.

საეჭვოა მას ესმოდეს, რომ როგორც კი პიარის სპეციალისტებს უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდებათ, მას, უბრალოდ, დაივიწყებენ და მისი ბედიც სინამდვილეში მხოლოდ დედამისს აღელვებს. სხვათა შორის, მატერიალური დახმარების მოთხოვნით მან უდმურტეთის მთავრობას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. თითქოს და „შვილთან დაკავშირებული სიტუაცია დამატებით ხარჯებს მოითხოვს". ასე რომ, ისტორიის გაგრძელება გარანტირებულია...

ჯერჯერობით კი გლუხოვი და ყველფერი, რაც კი მის გარშემო ტრიალებს - არსით, ომის გამოძახილია. არცერთ მხარეს არ სურს დათმოს, სულ მცირედი შანსიც კი - სავსებით უმნიშვნელო - საბაბი, რომ არ მიაყენონ „დარტყმა" მოწინააღმდეგეს. რაც შეეხება ხათაბალაში გაბმულ ბიჭს, მე ის ადამიანურად მეცოდება.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100