RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

9 აპრილი კრემლის კოშკურების სიმაღლიდან

30.03.2009  |  16:04

1/8/0/2180.jpegმიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა „იმედის" სახით, კვლავ იყენებს ვახტანგ კიკაბიძეს. ტელეარხთან ინტერვიუში ასაკოვანმა მსახიობმა განაცხადა, რომ რუსეთში იმას ელოდებიან, რომ რამე მოხდეს საქართველოში. სინამდვილეში რა უნდა მოსკოვს, Georgia Times-მა ექსპერტებისგან გაარკვია.

ვახტანგ კიკაბიძეს ეჭვი აქვს, რომ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოწვეულია საქართველოში რუსეთის აგენტების აქტიურობით. „რუსეთის მთელი პოლიტიკური ელიტა ელოდება, რომ აქ რამე მოხდეს", - ცნობილი მსახიობის ციტირებას ახდენს „როსბალტი". „მე ეჭვიც არ მეპარება, რომ იქ ვიღაც ფიქრობს და მუშაობს ამაზე. ყველაფერი ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და მმართველმა უმრავლესობამ, იმიტომ, რომ ხალხს უკვე მეტი აღარ შეუძლია, ცოდონი არიან", - ახსნა მან თავისი აღელვება.

მხოლოდ კიკაბიძე არ ღელავს მოსალოდნელი აპრილის მიტინგების გამო, რომელიც შეიძლება გადაიქცეს არეულობად და ოპოზიციისა და ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებულ დაპირისპირებად. მოთხოვნით, რომ არ დაუშვან ძალადობა, გამოდიან კულტურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები, პოლიტოლოგები და სხვა ექსპერტები. მაგრამ რატომ უკავშირებენ 9 აპრილის სიტუაციას, კრემლის პოლიტიკას? ასეთი სახის ვარაუდები ხელისუფლების მომხრეების ნაფიქრს ჰგავს. მაგრამ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის, რომლებიც ოპონენტებს ანტიპატრიოტებად წარმოაჩენენ, უბრალოდ მარტივია მათთან ასე ბრძოლა. რა, კიკაბიძე მმართველ რეჟიმის მომხრეა? გამოდის, რომ ასეა. საწყენია, თუკი ის ამას შეგნებულად აკეთებს.

სინამდვილეში, როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსეთში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი?

დუმის დსთ -ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის მოსაზრებით, რუსებს არ შეიძლება უხაროდეთ საქართველოში მიტინგების დარბევა და ოპოზიციის თვალთვალი. „მეთოდი, რომელსაც იყენებს სააკაშვილი, მისთვის ახალი არაა - ეს შპონაჟის, სამშობლოს გაყიდვაისა და მოსკოვთან კავშირების მოარული ბრალდებებია" - აღნიშნა დეპუტატმა „როსბალტთან" ინტერვიუში. სხვათა შორის, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მყოფმა მედია საშუალებებმა ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე რუს ოლიგარქთან, შალვა ბრეუსთან კავშირებში დაადანაშაულეს. ჟურნალისტები წერენ, რომ თითქოსდა, ზუსტად შალვას საშუალებით ცდილობს რუსეთი, დაამყაროს კონტაქტი ქართულ ოპოზიციასთან.

„ოპოზიცია გახდა საქართველოში გამეფებული ზნე-ჩვეულებების მსხვერპლი, იმიტომ, რომ თვითონ ამ ოპოზიციაში თამაშობენ სახეები, რომლებიც გარკვეულ დრომდე თანამშრომლობდნენ სააკაშვილთან და 2003 წელს მასთან ერთადაც კი აიღეს ხელისუფლება ხელში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, რომელიც, ფაქტიურად სააკაშვილის ასისტენტი იყო", - აღნიშნავს კონსტანტინე ზატულინი. მისი სიტყვებით, ქართველ ამომრჩევლებს აპრილის მღელვარების შემდეგ შეიძლება თავს მოახვიონ მორიგი „სააკაშვილი". „საქმე იმაშია, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები იგივეა - უნდა შევიდეთ ნატოში, უნდა მოვეწონოთ ამერიკელებს, სააკაშვილი კი, რომელიც აღარ მოსწონს ამერიკას, ამ მისით იქ უკმაყოფილოები არიან, დროა შეიცვალოს", - განმარტა დეპუტატმა.

„მე სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ რუსეთს არ ჰყავს ოპოზიცია საქართველოში. ყველა მსგავსი განცხადება - გამოგონილია", - კატეგორიულად განუცხადა Georgia Times-ს პოლიტიკური ინფორმაციების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მუხინმა. „საქართველო ახლა ისეა სააკაშვილის კონტროლის ქვეშ, რომ ვინმეს რომ გასჩენოდა პრომოსკოვური განწყობა, ეს მაშინვე გამოიწვევდა უარყოფით რეზონანსს", - აღნიშნა მან. მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგის სიტყვებით, რუსეთი დაინტერესებულია თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ საქართველოს პოლიტიკის შეცვლით. მაგრამ ახლა საქართველოში არ არის არცერთი გამოკვეთილად პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი, ამიტომ მოსკოვისთვის, თვლის მუხინი, სულ ერთია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. „ახლანდელი ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატურა მისთვის მიუღებელი იქნება", - ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა. „ამასთანავე, საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილება რუსეთის მიერ ადეკვატურად იქნება აღქმული. მაგალითად, ალასანიასთანაც და ბურჯანაძესთანაც, მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას, ურთიერთობების აღდგენის შესახებ", - განაცხად ექსპერტმა.

დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგემ, მიხეილ ალექსანდროვმა Georgia Times-თან ინტერვიუში ასევე უარყო საქართველოს მოვლენებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ეჭვები. სააკაშვილის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება, მისი მოსაზრებით, გამოკვეთილად შიდა მიზეზებია. საზოგადოებაში წინააღმდეგობა აგვისტოს მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე გაჩნდა, ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში, როდესაც პრეზიდენტმა დაარბია ოპოზიციური მიტინგი. „მას შემდეგ კონფლიქტი გამწვავდა, ოპოზიცია ჩამოყალიბდა და ის, რაც ახლა ხდება, სავსებით კანონზომიერია". რაც შეხება რუსეთთან დამოკიდებულებას, ის არაერთმნიშვნელოვანია.„არის ქართული დიასპორის მოსაზრება, რომელსაც სურს, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს და რუსეთთან ურთიერთობა დალაგდეს. არის ოფოციალური ხელისუფლების მოსაზრება, რომლებსაც, თითქოს, უნდათ რომ სააკაშვილი წავიდეს, მაგრამ გაურკვევლია, რატომ უნდათ. და არის გარკვეული პოლიტიკური წრეები, რომლებსაც ესმით, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუნდაც სააკაშვილი, ან ბურჯანაძე - საქართველოსთან ურთიერთობების დაწყობა მაინც ვერ მოხერხდება", - დაასკვნა რუსმა პოლიტოლოგმა.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100