RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვარლამ არავიძის დაბრუნება

31.03.2009  |  09:13

1/9/0/2190.jpegთენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება" მრავალს გადაავიწყდა. სხვათაშორის სულ ტყუილად. იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველოსთვის, ეს გარდაქმნის დროინდელი საკულტო ფილმი, ისევ აქტუალურია. გენიალური რეჟისორი აბულაძე თითქოს და წინასწარ ხედავდა, რომ საქართველოში ერთხელ ისევ დაბრუნდება ვარლამ არავიძე, მისი ეკრანიზებული იგავის მთავარი გმირი.

და ის დაბრუნდა კიდეც. პირველად იმდროინდელი ქართული "დემოკრატიის ხატად"- ზვიად გამსახურდიად, რომელიც ძალიან სწრაფად გადაიქცა ტოტალიტარიზმთან შეურიგებელი მებრძოლიდან, დიქტატორად. გამსახურდიას პრეზიდენტობა ხანგრძლივი არ ყოფილა. არჩევიდან შვიდ თვეში ის ჩამოაგდო სამხედრო საბჭომ, გააუქმეს პრეზიდენტის პოსტი და საქართველოდან გააძევეს. აი ასე სისხლიანად და უსახელოდ დასრულდა, ვარლამ არავიძის პირველი დაბრუნება.

"არავიძე" ქართულად "არავის" ნიშნავს. "არავინ" ნიშნავს "ყოველს" ანუ ყოველ ადამიანს შეუძლია დემოკრატიის ქომაგიდან, საზიზღარ დიქტატორად, დესპოტად და ტირანად გადაიქცეს. ნაკლებად სასიამოვნო და ერთდროულად ავისმომასწავებელი პიროვნების ნიშნებით დააჯილდოვა, თავისი კინო-გმირი თენგიზ აბულაზემ. ვარლამ არავიძე გაბატონებული მონსტრია, თითქოს და მკვდარი ქსოვილებისგან შეკერილი დოქტორ ფრანკეშტეინის ურჩხული, "აწყობილია" გიტლერის ულვაშებით, ბერიას პენსნეთი, მუსოლინის შავი შარვლით, სტალინის იეზუიტური ხუმრობებით და ისტორიის კიდევ სხვა ნაყარნუყარისაგან - მაგრამ თავად ის არაფერია. უაზრო მარიონეტი, რომლის ხელების აქნევითაც, ადამიანების ბედს განაგებს, ნაციის ჯანმრთელობაზე ღელავს, ღვრის სისხლს ისე როგორც მოცვის წვენს. ადამიანები კი, მოჯადოებულებივით ჭამენ საფრთხობელას თვალებით, მონდომებით ეძებენ პენსნეს შუშებს იქით გამომეტყველების გამას, პირფერულ ყურება-ჩურჩულს, მის ცარიელ ქაქანს ზეაზრებს აბრალებენ...

აბულაძე 1994 წელს გარდაიცვალა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ის ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ვარლამ არავიძის მეორე განსახიერება გახდა.

რატომ ვამტკიცებ მე ამას? სააკაშვილი მსგავსად არავიძისა, პოლიტიკური პროვოკაციების ოსტატია. უკანასკნელი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, ჩვენს თვალწინ ვითარდება..

ოპოზიციის ფართო გამოსველების წინ, რომლებიც 9 აპრილს არის დაგეგმილი, ყოველდღიურად ქართველი ტელემაყურებელი საინფორმაციო გამოშვებებში, მსგავს სიუჟეტებს ხედავს: მამაკაცები, ვისი სახეეებიც შეცვლილია სპეც-ეფექტების საშუალებით, იარაღზე საუბრობენ.

პოლიტოლოგისა და ოპოზიციის მომხრის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, მსგავსი ვიდეო ჩანაწერები, რომლებსაც ქართული პოლიცია აწვდის ტელევიზიებს, ქართული პოლიტიკის ტრადიციულ საშუალებად იქცა, რომელსაც იყენებენ მეტოქეთა წინააღმდეგ. მაგრამ ამჯერად როგორც ის ამბობს, ვიდეო განსაკუთრებულად არადამაჯერებლად გამოიყურება: იარაღის მყიდველი საეჭვოა, რომ ყვებოდეს თუ რისთვის სჭირდება მას ეს. მსგავსი შეთითხნილი ვიდეოჩანაწერები, ოპოზიციის აზრით, იმ დაპატიმრებების გამართლებას უნდა მოემსახუროს, რომლებიც იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოაწყვეს ვინც სააკაშვილის "გენერალურ ხაზს" არ ეთანხმება.

თუმცა სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებულმა სცენარმა, ამჯერად ვერ იმუშავა. ის არ ირწმუნეს არამარტო საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა თბილისში. ამ ავისმომასწავებელმა ბუფონადამ სკეპტიკური რეაქცია გამოიწვია ევროპაშიც. გერმანულ გაზეთ «Berliner Zeitung» გაჩნდა სტატია "მოლაქლაქე იარაის მყიდველები". მისი ავტორი წერს, რომ მამკაცები გაურკვეველი სახეებით - ვითომც და გამომძიებლები არიან, რომლებიც იარაღით მოვაჭრეთა როლში იყვნენ. თავად იარაღი კი, უნდა გამოეყენებინა ოპოზიციას ხელისუფლების დამხობისათვის. 12-დან 9 დაკავებული, აგრძელებს პუბლიკაციის ავტორი კრისტიან ეში, ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" წევრები არიან.

ოპოზიციის აზრით, ვიდეოჩანაწერები - სხვა არაფერია, თუ არა სიყალბე, იარაღი კი ჩაგდებული იქნა. ოპოზიციონერი დავით ზურაბიშვილის აზრით, ვიდეოჩანაწერები ხელისუფლებას დასჭირდა იმისათვის, რომ ადამიანების გონებაში შიში დასთესონ, გამოცხადებული 9 აპრილის აქციების წინ.

ამასობაში, საქართველოს შ.ს.ს.-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი უწყება მზად არის წარმოადგინოს ახალი ვიდეო მასალა, რომლებიც ასაბუთებენ სახელმწიფო გადატრიალების მზადებას. ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებას სააკაშვილის რეჟიმი, ვარლამ არავიძის მეთოდიკით ახდენს. "ხელოვნება- შექმნა ქაოსიდან ჰარმონია, უფორმობისგან გამოიყვანო ფორმა",-ამბობს თენგიზ აბულაძე. ზუსტად საპირისპიროდ ახლად გამოცხადებული არავიძე-სააკაშვილი ქმნის სამოქალაქო საზოგადოების ჰარმონიისგან ქაოსს, როგორი იყო საქართველო სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინ. სად არის დღესდღეობით ხმაურიანი სუფრები? სად არის ის გასაოცარი გუნდური ჰარმონია მრავალხმიანი სუფრული სიმღერებისა? ვინ დათესა შიში და უნდობლობა ხალხში, რომლებიც ყოველთვის კეთილშობილების და დიდსულოვნების ეტალონები იყვნენ?

თენგიზ აბულაზემ შექმნა შედევრი, რომელსაც რამოდენიმეჯერ უნდა უყურო ცხოვრების განმავლობაში. სულიერი პროფილაქტიკისთვის. თუ კი შენ არ გწამს, ცოდვილი ხარ, სცოდავ და არ შეგიძლია გაჩერდე, უნდა იცოდე მაინც, რომ რაღაც მომენტში შენ სინდისის ქენჯნის ტანჯვა გეწვევა, სიკეთის სრულიად განადგურება კი, შეუძლებელია.

მაგრამ, დღესდღეობით თბილისურ ტელეარხებზე "მონანიების" ნაცვლად ამჯობინებენ მრავალგზის დაატრიალონ შეთითხნილი შ.ს,ს-ს ვიდეო-სიყალბეები. ქუჩაში ჯერ კიდევ ვარლამ რავიძის დროა.

ვასილი უსოლცევი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100