RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პატრიარქი გვაფრთხილებს: საქართველო - უკანასკნელ ზღვარზეა

31.03.2009  |  16:15

2/0/3/2203.jpegსაქართველო გაირინდა აპრილის მიტინგების მოლოდინში. ახალა უკვე შეკითხვაზე: როგორ ხარ? თბილისში გპასუხობენ: ველოდებით 9 აპრილს. ამასთან ერთად არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ აპირებენ პოზიციების დათმობას. 29 მარტს ოპოზიციამ წარმოადგინა რეჟიმთან შიშველი ხელებით ბრძოლის ტაქტიკა ანუ უაიარაღოდ როგორ შეცვალონ ხელისუფლება. მმართველი უმარავლესობა კი, გაფრთხილებებს იძლევა:"ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების კონტროლირებადი სიტუაციიდან გამოსვლის საშიშროებას ქმნის". სიტუაცია საქართველოში იმდენად დაიძაბა , რომ საქმეში ყველაზე გავლენიანი სტრუქტურა - საპატრიარქო ჩაერთო.

აქამდე საქართველოს ოპოზიციას და ხელისუფლებას, საერთაშორისო სტრუქტურებმა მოუწოდეს საუბრისაკენ. როგორც გვაცნობებდნენ, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელმა მათიას იორშმა, დიალოგის გეგმაც კი წარმოადგინა. ოპოზიცია კონცეფციას დაეთანხმა, მაგრამ უარყო თანამშრომლობის შესაძლებლობა შ.ს.ს.-ს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, 9 აპრილს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

იმ დროს როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებდნენ ვადამდელი არჩევნებისდ ჩატარების შეუძლებლობის შესახებ, პრეზიდენტმა ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდა. მაგრამ საქმე უკვე ასე ადვილად აღარ გახლდათ. კონსერვატიული პარტიისა და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერებმა საპასუხოდ რეჟიმთან "შიშველი ხელებით" ბრძოლის სტრატეგია წარმოადგინეს. კონსერვატიული პარტიის ერთერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, როგორც "კავკაზკი უზელი" გვატყობინებს, განაცხადა, რომ ოპოზიცია არ აპირებს დიალოგის გამართვას ხელისუფლებასთან:" ეს წინადადება ჩვენთვის შეურაცმყოფელია და განხილვას არ ექვემდებარება".

მთავრობა უკმაყოფილებას ვერ მალავს. "რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს ხელისუფელბასთან დიალოგს, პოლიტიკური პროცესების კონტროლიდან გამოსვლის საშიშროებას ქმნის".- ასეთი განცხადება გააკეთა 30 მარტს მმრთველი პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გიორგი გაბაშვილმა. რიგი ოპოზიციური პარტიების პოზიცია არეულობების რისკს შეიცავს, გაბაშვილის ციტირებას ახდენს Civil Georgia და"ამ არეულობების შემდეგ ისინი თავად ვეღარ შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. სწორედ ეს არის ის მთავარი საფრთხე, რომელიც დღესდღეობით წარმოიშვა".

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორამც კი, ჩათვალა ამ სიტუაციაში ჩარევა საჭიროდ და საკუთარი მაღალწონიანი სიტყვა თქვა. ის თვლის, რომ სიტუაცია ქვეყანაში კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. საკვირაო ქადაგებისას, მან პირადად გააცნო მორწმუნეებს განცხადების ტექსტი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გავრცელდა. მასში მისი უწმინდესობა მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას არ გამოიყენონ 9 აპრილს ძალისმიერი მეთოდები. ილია მეორე უკვე დიდი ხანია იმედი და საყრდენია ქართველი ხალხისთვის მძიმე სიტუაციებში. სწორედ ის მოუწოდებდა "გონების ზეიმისკენ", როდესაც "ვარდების რევოლუციამ" დაიქუხა, სწორედ ის ასრულებდა შემრიგებლის როლს მთავრობასა და ოპოზიციას შორის 2007 წლის ნოემბერში, მშვიდობისკენ მოუწოდებდა აგვისტოს მოვლენების დროს.

ქართველი პოლიტოლოგები რეკომენდაციას იძლევიან კალმით ხელში მოვუსმინოთ კათოლიკოსს, მაგალითად სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ილია მეორე ქართველი ხალხის ნების განსახიერებაა, ის არამარტო სულიერი ლიდერია, არამედ სიბრძნის ორიენტირიც. შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოს მოსახელობამ, ყოველკვირეული გამოცემის "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, კათოლიკოს-პატრიარქი წლის ადამიანად აღიარა. სხვათაშორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი სიმპათია, შვიდჯერ ნაკლებმა გამოკითხულმა ადამიანმა დააფიქსირა.

ქართველი ექსპერტების განცხადებაში, რომლებამაც გასულ კვირას ასევე მოუწოდეს პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგისკენ, ხაზგასმული იყო, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ილია მეორის აზრს. გამოეხმაურა კი, ოპოზიცია ან მთავრობა ექსპერტების მიმართვას? გაიგონებენ კი ამჯერად პოლიტიკოსები პატრიარქის მოწოდებას? GeorgiaTimes-ის კორესპონდენტის შეკითხვებს ქართველმა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ გასცა პასუხი, ( მისი ხელმოწერაც არის ექსპერტების მიმართვაში - ი.პ.): "ჯერჯერობით რეაქცია არც ქვეყნის ხელსუფლებისგან და არც ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა. მაგრამ ჩვენ არც გვქონია იმის იმედი, რომ მხარეები უმალ გადაგამდნენ შემხვედრ ნაბიჯებს". პოლიტოლოგი თვლის, რომ დიალოგის აუცილებლობას, მხარეები 9 აპრილამდე დაინახავენ და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, იძულებულნი გახდებიან მოძებნონ კომპრომისი. პატრიარქი კი, პოლიტოლოგის აზრით ამჟამად საერთო ნაციონალური ლიდერია. შეძლებს ის უკუაგდოს ძალისმიერი სამოქალაქო წინააღმდეგობა? "დიდ სურვილი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს და ქვეყანაში იზეიმოს გონებამ, კანონიერებამ და სამართლიანობამ",- ამით ასრულებს საუბარს რამაზ საყვარელიძე.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100