RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სად აფეთქდება აჭარაში დაკარგული ყუმბარები?

02.04.2009  |  13:54

2/2/8/2228.jpegქართულ არმიაში ყუმბარები დაიკარგა. როგორც ჩანს არა ორი ან სამი, არამედ იმდენად მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მედიაშიც კი მოხვდა. ამასთანავე, ზუსტად, საქართველოში ამერიკელი სამხედროების ვიზიტის დროს და ქართული ოპოზიციის კარსმომდგერი მიტინგების წინ.

ქართულ არმიაში დოყლაპიობის ნათელი მაგალითი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ყუმბარები Ф-1 და RGD-5 აჭარაში დისლოცირებულ მეხუთე ქვეით ბრიგადაში დაიკარგა. დანაკლისი აღმოაჩინეს საინვენტარიზაციო კომისიის შემოწმების შემდეგ. „2009 წლის 27 მარტს ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა წინასწარი მოკვლევა დაიწყო.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით", - განაცხადა სამხედრო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაგა კირკიტაძემ. ამ მუხლით, მოპარვაში ეჭვმიტანილები შეიძლება ორი წლით მოხვდნენ გისოსებს მიღმა. „დაკარგული" ყუმბარების რაოდენობა არ დასახელებულა.

მეხუთე ბრიგადის ინციდენტი ქვეყანაში ზუსტად აშშ-ს სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილის, ჯეიმს კარტრაიტის ვიზიტის დროს გახმაურდა. მაგრამ ქართული არმიის მთავარსარდალი შეცბუნებული არ ჩანდა. პირიქით, მიხეილ სააკაშვილმა დააჯერა ამერიკელი, რომ საქართველო აგრძელებს გაცილებით ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, ზრდის შეიარაღების, ჯარისკაცებისა და პერსონალის რიცხვს და ამაღლებს მომზადების ხარისხს. პროფესიონალი სამხედროების მიმართ პრეზიდენტის საქებარმა ოდამ სტუმარზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით გორის სამხედრო ბაზის მონახულების შემდეგ, რომელიც ორი წლის წინ ნატოს სტანდარტებით აშენდა. ჯეიმს კარტრაიტმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ქართული მედია საშუალებები იტყობინებიან, თქვა:"თქვენ ძალიან კარგი არმია გყავთ. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რა გააკეთეს მათ. მოხარული ვარ, მომავალში მათთან თანამშრომლობის გაგრძელების". როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიითაა გათვალისწინებული, ახალ ეტაპზე გავიდა. ორმხრივი კავშირის გამყარების ერთ-ერთ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის დაპირება, ავღანეთში 100 ქართველი სამშვიდობოს გაგზავნის შესახებ.

სააკაშვილის მიერ დახატული ჯარის სახე სულაც არაა უნაკლო. ავიღოთ თუნდაც ყუმბარები, რომლებიც, სავარაუდოდ, მეთაურთა მითითებით გაიყიდა. იარაღის ბიზნესს კარგი შემოსავლები მოაქვს. ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი არ თაკილობენ იარაღის შესყიდვების ხარჯზე გამდიდრებას. ამაზე თავისი ეჭვები სახალხოდ გამოთქვა ყოფილმა ექს-პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა. „ამის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულში ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე მაშინ არ დავიჯერე. მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ საქართველოში იარაღზე ფულის კეთება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ორი მილიარდი დოლარი, რომლებიც იარაღის შესყიდვისთვის იყო გამოყოფილი და რომელსაც ხელმძღვანელობდა პირადად მიხეილ სააკაშვილი, გამოყენებული იქნებოდა ქვეყნის სასიკეთოდ. მაგრამ აგვისტოში დავინახე, რა იარაღიც იყო შესყიდული სინამდვილეში. ეს გამცემობაა", - მის ციტირებას ახდენს სააგენრო „როსბალტი". „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა მოითხოვა, გამოექვეყნებინათ სამხედრო შესყიდვების სიები, რომლებიც განხორციელდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში და მიეთითებინათ ფასები და კონტრაქტის ყველა დეტალები. ეს, რა თქმა უნდა, არ გაკეთდა.

კარსმომდგარი აპრილის მიტინგების წინ იარაღის შესყიდვა, როგორც ჩანს, განახლდა. ამას ადასტურებს როგორც ყუმბარების დაკარგვა, ისე ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის მომხრეთა დაკავების გამო ატეხილი სკნდალიც. მათ წაუყენეს ყველა შესაძლო ბრალდება - იარაღის უკანონო შენახვით დაწყებული, შეიარაღებული აჯანყების მოწყობით დამთავრებული. იარაღით მოვაჭრეებთან მოლაპარაკების კადრების საზოგადოებისათვის წარდგენისას, ხელისუფლებამ ამჯობინა, დაემალა მათი სახეები და სახელები. კითხვა იმის შესახებ, საიდან მოიტანეს მათ არალეგალური ავტომატები და პისტოლეტები, როგორც ჩანს, კადრს მიღმა დარჩა.

ბურჯანაძე დღემდე თვლის ამ ვიდეოკადრებს შეთითხნილად."დაკავებების ისტორია ძალიან უცნაურია", - თქვა მან ცოტა ხნის წინ. „(იარაღის) შესყიდვის რეალური ფაქტები ჩვენ არ გვინახავს და მითუმეტეს არც კადრები, საიდანაც ნათელი გახდებოდა, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი", - ამტკიცებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი . „მე, როგოც იურისტმა და ყოფილი პროკურორის მეუღლემ, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი კრიმინალისტიკაში შემთხვევა, როდესაც ადამიანი მიდის იარაღის შესაძენად და უყვება გამყიდველს, რისთვის სჭირდება ის. მითუმეტეს, თუ ის აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ექს-სპიკერმა კვლავ დაადასტურა, რომ ოპოზიცია გამორიცხავს 9 აპრილს შეიარაღებულ ბრძოლის მეთოდებს. თუმცა აქციის „შემოგზავნილი" მონაწილეების მხრიდან პროვოკაციები, მისი სიტყვებით, სავსებით შესაძლებელია. „უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ იყოს სროლა, არავითარი ძალადობა. მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება - მითუმეტეს ასეთ ხელისუფლებასთან. ყველაფერი, რასაც მე დღეს ვხედავ, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი აპირებენ ძალის გამოყენებას და ამისთვის მათ მიზეზი სჭირდებათ", - გააფრთხილა ექს-სპიკერმა. შესაძლოა, აჭარაში დაკარგული ყუმბარები ზუსტად მასობრივი საპროტესტო აქციის დღეს აფეთქდნენ და ის იქნება სიგნალი, ოპოზიციური ამბოხების ჩასახშობად.

ასეთი სცენარისთვის მზადებაზე მეტყველებს ქართული პრესის მიერ გავცელებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, 5 აპრილიდან პირადი შემადგენლობის ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. არმიაში, ამტკიცებენ ჟურნალისტები, იქმნება სპეცბატალიონები დემონსტრანტების დასარბევად. ჯარისკაცებმა ამ დღებში მიიღეს დიდი ფულადი პრემიები, რომლებიც შეიძლება იქცეს საკუთარ ხალხთან ბრძოლაში მონაწილეობისათვის მატერიალურ სტიმულად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100