RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ხელისუფლებამ ოპოზიციის ”სულიერ მამად” შევარდნაძე დანიშნა

03.04.2009  |  13:32

2/4/5/2245.jpegლოზუნგებების რაოდენობის და კომპრომატების მრავალსერიიანი ტელე-შოუსგან, თბილისში უკვე თავბრუ ეხვევათ. ჰაერში გამოკიდებული დარჩა ნინო ბურჯანაძის მომხრეების მიერ იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალი. არც გამოძიების რეზულტატები და არც ამ ისტორიის გაგრძელება ჯერჯერობით არ ჩანს. ხელისუფლებამ კი, პოლიტიკური დესტაბილიზაციის მორიგი დამნაშავე იპოვნა - საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი, როგორც გაზეთი "ვზგლიადი" გვატყობინებს, თავს დაესხა შევარდნაძეს: "სათუოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებაში დაბრუნებას ფიქრობდეს, მაგრამ მის გარშემო მყოფ წრეს რევანში სწყურია". როგორც ჩანს, ოპოზიციის დიალოგის გამართვაზე უარს, მმართველმა პარტიამ "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა" - სხვა ახსნა ვერ უპოვნა. კომპრომატების წნეხისა და რუსეთთან თანამშრომლობის ტრადიციული ბრალდებების შემდეგ, ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ოპონენტებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა. თუმცა მოლაპარაკებების თემა - თავად ხელისუფელბა არ არის. ოპოზიციას შესთავაზეს მსოფლიო ეკონომიკური კროზისის ზემოქმედების, სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების, ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებისა და ხალხისათვის უფრო მყარი სოციალური გარანტიების შექმნის საკითხების განხილვა.

დილაოგის შემოთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილისგან გაისმა, მაგრამ რადიკალურმა ოპოზიციამ უარი თქვა ამაზე. პარტია "გაერთიანებული საქართევლოსთვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ, საინფორმაციო სააგენტო GHN-სთან საუბარში განაცხადა:" ჩვენ დიალოგზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან წავალთ და მხოლოდ პირდაპირ ეთერში. ოპოზიცია არ წავა დიალოგზე შაშკინთან ან ცისკარიშვილთან. ეს მხოლოდ და მხოლოდ მორიგი სიცრუეა ხელისუფლების მხრიდან".

შეხვედრის ჩატარებას საჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აპირებდა. სულ ახლახანს მან განაცხადა, რომ ოპოზიცია აუცილებლად მოვა შეხვედრაზე. როგორც ყოველთვის, მოცემულ საკითხათანაც დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა თანხმობა განაცხადა. საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილმა განაცხადა, რომ მათ არ აწყობთ შეხვედრისათვის არჩეული ადგილი - პრობაციის სამინისტრო. სწორედ ამიტომაც შეხვედრა რამოდენიმე საათით გადაიდო და სამინიტროს ნაცვლად ოპოზიციას შეხვედრა პრესტიჟულ სატუმროში "ქორთიარდ-მერიოტში" დაუნიშნეს. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ისევ და ისევ განუცხადა მთავრობას კატეგორიული "არა" და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველივე ამაში შევარდნაძე დაადანაშაულეს.

თავად ჭაღარა მელას ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარები, ჯერ არ გაუკეთებია. მაგრამ საფიქრებელია, რომ მსგავსი ძალაუფლება საზოგადოებაზე და ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციაზე და ეს ყველაფერო გადადგომიდან ხუთი წლის შემდეგ, ნებისმიერი ლიდერისთვის სასიამოვნო იქნებოდა. თუმცა 81 წლის შევარდნაძე არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. "მე პენსინერი ვარ, არც თანამდებობის პირებს, არც საქართველოს პოლიტიკოსებს მე არ ვხვდები. საუბარი ჩემი დაბრუნების შესახებ პოლიტიკაში ან ხელისუფლებაში, გამოგონილი სიცრუეა"- ექს-პრეზიდენტის ციტირებას ახდენს იტარ-ტასსი. მაგრამ ედუარდ ამბროსის ძემ თავი ვერ შეიკავა და შემცვლელს რჩევა მაინც მისცა:"ოპოზიციის მოთხოვნა არ არის შეზღუდული არც კანონით და არც საერთაშორისო ნორმებით. მთავრობა კი, გარკვეულ წილად შეზღუდულია. მე პირადად გადავდგებოდი, იმისთვის რომ სისხლი არ დაღვაროს",- განაცხადა ექს-პრეზიდენტმა ტელევიზია "იმედთან" ინტერვიუში. თუმცა მან ერთი რამ დასძინა: თუ კი პროტესტის აქციაზე 10 ათასი ადამიანი მოვაო.

პლებსიციტის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც პარტია "ალიანსი საქართველოსთვის" ჩაატარა, მრავალგზის ნატანჯ მოედანზე პარლამენტთან გაცილებით უფრო მეტი ადამიანი მოვა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომაც ალაპარაკდნენ "შევარდნაძის რევანშზე". თუმცა მთავრობამ შემთხვევა არ გაუშვა და მის მოსწავლე ნინო ბურჯანაძესაც გადაწვდა. როგორც კი გაისმა ფრაზა შევარდნაძის ახლობელი წრეების გააქტიურების შესახებ, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ უმალ დაადანაშაულა ნინო ანზორის ასული ;" რადიკალურ, თითქმის ექსტრემისტულ განცხადებებში", მისი მამა ხომ ექს-პრეზიდენტის მეგობარი და თანამებრძოლია, იყო სახელმწიფო პურ-პროდუქტების კორპორაციის პრეზიდენტი და შევარდნაძეების კლანის ერთერთ "ხაზინადარად" ითვლებოდა.

თუმცა მთელი "რევოლუციური ტრიუმვირატი" ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძე თავად ედუარდ ამბროსის ძემ გამოზარდა. თუმცა საკაშვილს ჭაღარა მელა განუდგა და მაშინ არა, როცა სააკაშვილი ვარდით ხელში შეიჭრა პარლამენტში და ავრდა ტრიბუნაზე რომელზეც სულ რაღაც წუთის წინ შევარდნაძე იდგა და სულმოუთქმელად დალია მისი ჯერ კიდევ ცხელი ჩაი. ეს სევარდაძემ მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, როცა კომენტარს აძლევდა გაზეთ La Repubblika აგვისტოს ომთან დაკავშირებით: ეს იყო სააკაშვილის "სასიკვდილო შეცდომა".

აი ზურაბ ჟავანიას შესახებ კი, რომელიც გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა, ედუარდ ამბროსიის ძე პატივისცემით საუბრობდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგაც კი. "მე დავკარგე მეგობარი და საუკეთესო მოსწავლე, საქართველომ კი დაკარგა დიდი პოლიტიკური მოღვაწე და შესანიშნავი ადამიანი".- განაცხადა მან 2004 წელს.

ნუთუ მართლა აპატია მან ნინოს მისი რევოლუციური წარსული და მართალაც აპირებს რევანშის აღებას? შეკითხვა - რიტორიკულად ჟღერს. როგორც 2003 წელს ისევე ახლაც , სიტუაცია საქართველოში ბერვრ საკითხში ერთბაშად რამოდენიმე სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ინტერესებზეა დამოკიდებული.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100