RSS
на русском en in english
25.09.2017
ამბები

რუსეთზეც და საქართველოზეც მოახსენეს

05.10.2009  |  09:57

4162.jpegკავკასიაში შარშანდელი კონფლიქტის მიზეზების გამოსაძიებელი, საერთაშორისო მისიის მოხსენება, საეჭვოა ევროპელებს იმის გარკვევაში დაეხმაროს, თუ ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე. ცხინვალის დაცხრილვისათვის საქართველო გაკიცხეს, რუსული პასპორტების დარიგებისა და ქართული ტერიტორიების სიღრმეში შეტევისათვის კი, რუსეთი. ისტორიულმა ექსკურსმა, გავლენა დასკვნებზე არ იქონიეს.

აი გამოქვეყნდა კიდეც მისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის მოხსენება, რომელსაც მოუთმენლად არა მარტო კონფლიქტის მონაწილე მხარეები ელოდნენ, არამედ ევროპელებიც, რათა ბოლობოლო გადწყდეს თუ როგორი რეაგირება მოახდინონ რუსეთსა და საქართველოს შორის შეხლა-შემოხლაზე. და რა? დოკუმენტმა, ვერცერთი დაინტერესებული მხარის, მოლოდინი ვერ გაამართლა.

მისია მივიდა დასკვნამდე, რომ „ საქართველოს ჯარების მიერ 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის დაცხრილვა, სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფიქტის დაწყების მიზეზი გახდა".

„საქართველოს ხელისუფლების არცერთი განმარტება, რათა შეტევისათვის სამართლებრივი საფუძველი ეპოვნათ, დამაჯერებელი არ გამოდგა. კერძოდ, იმ მომენტისთვის არ ხორციელდებოდა რუსეთის მასირებული სამხედრო შეტევა, რომლის შეჩერებაც საქართველოს საჰაერო ძალებს ცხინვალის დაბომბვის გზით უნდა ეცადათ".- ტალიავინის ციტირებას ახდენს „ნეზავისიმაია გაზეტა".

ეს მომენტი, მომხდარის რუსულ ვერსიასაც ადასტურებს.

თუმცა შემდეგ მისია აზუსტებს, რომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა არ ყოფილა ცალკეული მოვლენა, არამედ „მრავალი თვისა და წლის განმავლობაში დაძაბულობის, შეიარაღებული ინციდენტებისა და მუდმივად უარესობისაკენ მიმავალი სიტუაციის კულმინაციად იქცა". და როგორც კომისია თვლის, ამისათვის კონფლიქტის ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა.

და არა მხოლოდ მათ, როგორც მიგვანიშნებს მოხსენება. მასში დაფიქსირებული მონაცემებით, გასული წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ს 100-ზე მეტი სამხედრო მრჩეველი იმყოფებოდა. „კიდევ უფრო მეტი ამერიკელი მრჩეველი და სპეციალისტი იყო საქართველოს სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში",- მოჰყავს მოხსენების ციტატა „კომერსანტს".

თუ კი, სასწორზე ავწონით პრეტენიზებს რუსეთისა და საქართველოს მისამართით, პირველის მიმართ საყვედურები აშკარად გადაწონის.

აქ მოხსენიებულია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კონფლიქტამდე პასპორტების მასობრივი დარიგებაც და „რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებებიც, რომლებიც ძლიერ გასცდა რუსი მშვიდობისმყოფელების დაცვისათვის შესაბამის ზღვარს", ასევე სამხრეთ ოსეთში ქართველების ეთნიკურ წმენდას და უკვე რუსების არმიის მიერ კონტროლირებად ქართულ სოფლებში ძარცვაც და მოროდიორობაც.

საქართველო კი, მხოლოდ მისი აგრესიულობისათვის გაკიცხული, მრავალ სხვა პუნქტში მისიამ მოსფლიო საზოგადოების თვალში გაამართლა. კერძოდ, მისიამ უარყო რუსეთის საგამომძიებლო ორგანოების ფორმულირება, რომლებმაც საქართველოს არმიის თავდასხმა ოსეთზე, გენოციდს გაუტოლეს.

საბოლოო ჯამში, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ ჰქონდათ საქართველოსგან გამოყოფის, ხოლო რუსეთს - მათი აღიარების უფლება.

ეს დასკვნა შესაძლოა სამართლიანი იყოს, თუ კი მხოლოდ იმ მონაცემებს დაეყრდნობი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტის ბოლო ფაზას ეხება. ის ახლა არ წარმოქმნილა, არამედ როგორც განაცხადა გუშინწინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა: ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო როდესაც „ქართველმა სტალინმა" „საკუთარი სამშობლოს, საქართველოს ფარგლებში ძალდობრივად შეიყვანა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ორი ეროვნების ხალხი". ვიღაცას ამ ფრაზამ შესაძლოა ღიმილი მოჰგვაროს, მაგრამ დიპლომატმა შესცოდა კი ჭეშმარიტების წინაშე?

ერთი სიტყვით, მოხსენება სამართლიანი იყო, მაგრამ მისი შინაარსიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას ორი რესპუბლიკის აღიარებაზე და აფხაზები და ოსები, რომლებიც შველას ითხოვენ, გამოსაყიდივით გადასცეს საქართველოს ნაციონალისტურ მთავრობას.

მოსკოვის პირველი რეაქცია კმაყოფილება იყო, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ კრემლი მიესალმება მისიის დასკვნებს. თუმცა კი აღნიშნა, რომ ეს განცხადება ჯერ მხოლოდ, ევროკავშირში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის სიტყვებს ეფუძნება.

რუსეთის მოქალაქეებს შორის მან ერთერთმა პირველმა დაიჭირა ხელში, მისიის მრავალთვიანი მუშაობის რეზულტატი. „მთავარია, რომ მოხსენებამ დაადასტურა: მომხდარზე მთელი პასუხიმგებლობა სააკაშვილის რეჟიმს აწევს".-აღნიშნა მან.

ჩიჟოვის სიტყვებით, მოხსენება სამი ტომისაგან შედგება. პირველი მათგანი - შეფასებებსა და დასკვნებს შეიცავს, ასევე იმას, რასაც ტალიავინმა უწოდა „დაკვირვებები, ვინაიდან მხედველობაში ჰქონდა, რომ კომისია რეკომენდაციებს თავისი მანდატის მიხედვით არ აკეთებს". მეორე ტომში - ექსპერტთა დასკვნებია, მათ შორის სამართლებრივიც და ისტორიულიც. მოხსენების მესამე ტომი - კონფლიქტის მხარეების მიერ ევროკავშირისათვის გადაცემული დოკუმენტები.

ცოტაოდენი დაყოვნების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროც გამოეხმაურა მოხსენებას. ამ შემთხვევაში უკვე გაიელვა ეჭვმა ტონალობაში, რუსული ვერსიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული იქნა რიგი ორაზროვანი გამოთქმები. „მრავალ შეკითხვას ბადებს, მოხსენების პასაჟი რუსეთის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ. თუმცა თავად მოხსენებაში ადვილად შეიძლება იმ არგუმენტების პოვნა, რომლებიც ამგვარი მსჯელობის ხელოვნურობაზე მიგვანიშნებს"- აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

კომენტარში მაგალითის სახით არის მოყვანილი, გერმანელი სამართლის პროფესორის ოტო ლიუხტენხანდტის დასკვნა იმის შესახებ, რომ „რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი სამხდრო ოპერაცია შუძლია თავდაცვის უფლებით გაამართლოს, (გაეროს წესდება მუხლი 51), ასევე კოლექტიური თავდაცვის უფლებით სამხრეთ ოსეთთან ერთად, საქართველოს შეიარღებული თავდასხმის წინააღმდეგ".

„კომენტარები, როგორც იტყვიან ზედმეტია. რაც შეეხება თეზისს „არაპროპორციულობის" შესახებ, რუსეთი ძალას იყენებდა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პოზიციების ჩასახშობად, რომლებიც სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისათვის გამოიყენებოდა". - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისში მოხსენება თავიანთთვის სასარგებლოდ გაშიფრეს, მაგრამ იქაც უკმაყოფილონი დარჩნენ მრავალი სენტენციით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის დარგში თემურ იაკობაშვილი ქართველ ჟურენალისტებს არწმუნებს: „დოკუმენტში არსად არ წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო". მან მოხსენების იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, იტყობინება Civil.ge.

იაკობაშვილის თქმით, ქართული მხარე არ ეთანხმება დოკუმენტში მოყვანილ „ინტერპრეტაციას", რომ რუსეთის მხრიდან მასირებულ შემოჭრას 7 აგვისტომდე არ ჰქონია ადგილი. „ჩვენი პრინციპული მოსაზრებაა", განაცხადა მან, რომ სეპარატისტები და მოსკოვი „ეს ერთიადაიგივე ძალაა".

იაკობაშვილი არ ეთანხმება იმას, რომ რუსეთის შემოჭრა გამართლებულია მშვიდობისმოყოფელების დაცვით, ვინაიდან „არსად არ დასტურდება" ქართველების თავდასხმა რუსების პოსტებზე. თუმცა სახელმწიფო მინისტრისათვის ალბათ კარგადაა ცნობილი, რომ საომარი მოქმედებების დროს 12 რუსი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო შერეული ძალების ქართულმა კონტიგენტმა უვნებელმა დატოვა პოზიციები ცოტა მოგვიანებით.

ამავე დროს საქართველოს ელჩმა ბრიუსელში სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მოხსენება გაცილებით უფრო მეტად აკრიტიკებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს.

მაგრამ ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ანდრეი ილარიონოვმა, რომელიც უკანასკნელ ხანებში თავგამოდებით იცავდა კონფლიქტში საქართველოს პოზიციებს, მკვეთრად გააკრიტიკა ტალიავინი პრორუსული მიმართულებისათვის. მისი შეხედულებით, ჯამში მოხსენებამ არ სცნო საქართველოს უფლება საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას და ამავდროულად ლეგალიზება გაუკეთა „რუსული ოფიციალური ვერსიის ცენტრალურ ნაწილს - სამხედრო საშუალებებით რუსეთის მოქალაქეებისა და სამშვიდობოების დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე".

ასე, რომ ტალიავინის მოხსენებიდან არ ჩანს პასუხი შეკითხვაზე: ვინ არის დამნაშავე? - ეს საკითხი ისევ ღიად რჩება.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
სტატიები
„პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 | 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100